ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინი-კო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 მაისი, 2011


ნუციკო

-9.. 10.. 11.. ვიხილები და მოვდივარ, ვინც არ არის დამალული ჩემი ბრალი არაა... ვინც ჩემს წინაა, ვინც ჩემს უკანაა და ვინც ჩემს გვერდებზეა დასტუკულია..
- ოოო პაჟარია, პაჟარია... იჭყიტებოდა...
ჭორფლებიანი გოგონა, პეპის რომ გავდა ნაწნავებით, გაბუსხული გავიდა გვერდზე და სკამზე ჩამოჯდა...
-სულ ჩემზე როგორაა პაჟარი, სულ ყველა მე მაბრალებს უუF.. - ბუტბუტებდა თავისთვის და ცრემლებს ძლივს იკავებდა...
- წამოდი ნუცა ვითამაშოთ, მე დავიხუჭები შენს მაგივრად..- გაუბედავად უთხრა ლოყებწითელა პუტკუნა ბიჭმა...
- აღარ მინდა თამაში გავათავე ლავაში!!!- მიაყარა გოგომ და თავი მუხლებში ჩარგო.. მერე
ასფალტს დაუწყო ფეხების ხახუნი, სადაც ჭიანჭველები მზესუმზირის ქერქს მიათრევდნენ სადღაც...
- ეგეც შენ, ეგეც შენ.. ხო გაგაგდებინე..-ჩურჩულებდა თავისთვის და ჩუმ ჩუმად იყურებოდა იქით სადაც მისი ტოლები თამაშობდნენ...
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-მამი.. მაამიი, ჩვენს ქვემოთ რომ ელენიკო ცხოვრობს, იმას გუშინ ბარბის სახლი უყიდეს..- ემოციებით უყვებოდა ნუცა ახლად გაღვიძებულ მამას, რომელსაც სამსახურში ეჩქარებოდა და ისე ყლაპავდა საუზმეს არც კი ღეჭავდა..- ხო და ჩამოიტანა ეზოში და ისე მოჰქონდა თავი ვითომ ბარბი თვითონ ყოფილიყო.. ადრე სულ მე ვთხოვნიდი ხოლმე სათამაშოებს და ახლა....
-რაო ელენიკოსო? უყურე შენ.. რომ მოვალ მერე მომიყევი კარგი მამი, ჭკვიანად, დედას დაუჯერე..- სწრაფად აკოცა მამამ შვილს და კარგი ცხვირწინ მიუხურა...
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნუცა კარადაში შეძვრა... თავიდან ჩუმად იჯდა და ლაპარაკს უსმენდა... მაგრამ აზრი ვერ გამოიტანა ლაპარაკიდან... მერე ლაპარაკი კამათში გადაიზარდა... კამათი ყვირილში.. ჩხუბში.. მერე ჭურჭლის გატეხვის ხმა ......
- ალბათ თამაშობენ, დიდებს ალბათ ასეთი თამაში აქვთ.. მეც რომ გავიზრდები ალბათ მეც მეცოდინება... ალბათ დედიკოს ჭიქა გაუტყდა.. მე რომ გამტეხვოდა დამტუქსავდნენ და თვითონ რომ გაუტყდა?!!!-ლაპარაკობდა თავისთვის ნუცა და აქეთ-იქით ირწეოდა... მოსწონდა ნუცას აქეთ-იქით ქანაობა... თავს გრძელ საქანელაში წარმოიდგენდა ხოლმე, რომლითაც მაგრად თუ გაქანდები ცამდე აგიყვანს... მოსწონდა და მშვიდდებოდა ხოლმე ასე... ნუცამ კარგად იცოდა რაც ხდებოდა...  იცოდა რომ მამიკო და დედიკო არ თამაშობდნენ, მაგრამ პატარა რომ იყო, ასე იწყნარებდა ხოლმე თავს...
ვიღაცამ კარი მიიჯახუნა... ნუცას ცრემლები ჩამოუგორდა ლოყებზე.. აქვითინდა...
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-ვაიმე რა საყვარელია.. რამხელაა?
-წლის და ხუთი თვის..
-ღმერთმა დიდი გოგო გაგიზარდოს..
-დიდი მადლობა...
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-დედიკო, დედიიკო.. დახუჭობანას მეთამაშები?
-კი, დედიკო...
-ნუციკო დედიკო, შენ იხუჭები და არ გამოიხილო..
-9.. 10.. 11.. ვიხილები და მოვდივარ, ვინც არ არის დამალული ჩემი ბრალი არ არის.. ვინც ჩემს წინ არის , ვინც ჩემს უკან არის.. და ვინც ჩესმ გვერდებზეა დასტუკულიაა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები