ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინი-კო
ჟანრი: პროზა
24 მაისი, 2011


"უკაცრავად, გადამატარეთ.."

                ნუ დამადანაშაულებ რაღაც უაზროდ და ნუ მომთხოვ აუხდენელს..
                მე მხოლოდ სიყვარულის მოცემა შემიძლია შენთვის ...
                შენ კიდევ მთხოვ რომ სიცოცხლე გაჩუქო
                რომელიც მე არ მეკუთვნის....
                ................................................
                ეჰ, ეს უაზრო კამათი ... ეს უაზრო ეჭვიანობა...
                უაზრო სიცილი... უაზრო ტირილი...
                მაგრამ უაზრო ცხოვრებაში არაფერია...
                .............................................................
                მე შენ მოგიტან ლამაზ თაიგულს კაცისთვის მიუღებელს,
                და შენ, ხელს მკრავ.... სასაცილოა....
                ..............................................................
                შორს გაფრინდა შენი მერანი..
                და შენც მის კუდზე გამობმული თან წაგიყვანა..
                მე კი აქ დავრჩი, კვლავ მომღიმარი....
                ქალი უიღბლო, ქალი სულელი, მიამიტური-ბავშვური მზერით
                მე გზას გავცქერი....
                და ველი თეთრ რაშს პრინცს და სამოთხეს....
                მე ველი ზღაპარს...
                .....................................
                მე მიყვარს სითბო, მზე და ზაფხული...
                მაგრამ უშენოდ მე მიყვარს წვიმა, სუსხი, ზამთარი...
                მე ვუცქერი კინოს უკანა რიგიდან და ვხედავ ჩემს წინ
                დამსხდარი წყვილის უსაზღვრო ვნებას....
                მე ვხედავ მზერას, ყურს რომ აწითლებს და მესმის სიტყვები
                "უკაცრავად, გადამატარეთ"...
                სასაცილოა ჩემი ოცნება, ჩემი ფიქრები...
                მე მერიდება ჩემი თავის და მზის სხივების
                რომელიც ჩემს ტანს ისე ეხება როგორც შენი სიყვარული...
                .......................................................................................
                მე ვიყავი... მე ვარ და ვიქნები...........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები