ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 მაისი, 2011


ერთი

არ ვიცი როგორ ამბობენ ოპტიმისტები,
მემგონი ასე....
ბოთლი ნახევრად სავსეა...და არა ცარიელი...
არადა მუდმივად ნახევარი მთელს არ ნიშნავს...
მე ვიტყვი
ჩემი მოცულობის ყოველი სამი მეოთხედის ავსების შემდეგ,
წყვეტ დინებას და მე არ მრჩება იმის თქმის მიზეზი
რომ მე ნახევრად სავსე ვარ ან ცარიელი....
სავსესთვის ცოტა ხარ,ცარიელისთვის დასანანი,,,
და ამ ყველაფერს მარტივად ხსნის
შენი მუდმივი მდგომარეობა
უბრალოდ ხარ...


დაივიწყე ნიშნულები,დაივიწყე რომ არსებობს ხვალ
გთხოვ დაივიწყე რომ არსებობს წასვლა.
დაივიწყე შენი კალენდარი,
გთხოვ დაივიწყე სახლი მზესუმზირებით,
დაივიწყე ფანჯარა საიდანაც ორმხრივად მოძრავი ქუჩა შენში დადის...
დაივიწყე ფიცი და მოსალოდნელი დაბადება.
დაივიწყე დაპირება,
გთხოვ დაივიწყე არსებობა შენი ,არსებობა ჩემი
არსებობა მისი ჩვენში,
არსებობა მათი...
დაივიწყე შენი დათქმული ბედნიერება
და ასე უბრალოდ ამ ნახევარ საწოლზე
საიდანაც ძილი ყოველღამე გარბის
ერთმანეთში შევშუპდეთ...


კანის სილურჯეები არ ნიშნავს სიკვდილს,
თუ მე და შენ ერთმანეთს ვუყოფთ ტუჩებს
არ ნიშნავს ღალატს...
თუ გტოვებ ჩემთან და ნახევარს გიშვებ სახლში
არნიშნავს იმას რომ შენ მართლა ნახევარი დარჩი...


მე და შენ შორის რუკაზე მხოლოდ ხუთი თითისტოლი სავალი გზაა
ქალაქში ერთმანეთს სამი ქუჩა გვაშორებს,
გონებაში ჩვენ შორის მხოლოდ ზღურბლია
რომელზეც პირველივე შესაძლებლობისთანავე გადავდივართ...


ამ ამოცანის პირობაა მე არ უნდა მიყვარდე,
არც შენ...
დამატება არ იძლევა იმ პასუხს რაც ცხრილში წერია,
ამ ამოცანის ჩემეული პასუხია "უბრალოდ"
ამ სიტყვის მათემატიკური ნიშანი უფერდებო სამკუთხედია...
რომელშიც სხვები მარტო ერთ ფერდს ხედავენ და მის ჭეშმარიტებაზე არ დაობენ...
ეს ფერდი მე არ მგავს,არც შენ...

დაივიწყე ყველა პირობა,
ყველა შესაძლებლობა ამ ყველაფრის ამოუხსნელობის,
შეფარდებითი გრძნობების არსებობა,
რაღაცის მეტობა შენი ნაკლებობის ხარჯზე....



უბრალოდ შევშუპდეთ
უხელებოდ,
უმკლავებოდ,
უსისხლძარღვებოდ,
უერთმანეთოდ,
ჩვენ მარტივ პირობაში სადაც არც მე და არც შენ
არც ნახევრად სავსე ვართ და არც ნახევრად ცარიელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები