ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეტოჩკა ნეზვანოვა
ჟანრი: პროზა
13 სექტემბერი, 2008


აენთეეეეეთ!!!! (შენ მაინც რააა, თორემ აქ მარტო მე ვარ) (რათქმაუნდა სულელური ...... )

იცი? შენ რომ ამ წერილს მწერდი  ღამე ხომ იყოოო? და მე ძალიან მოწყენილი ვიყავი
ერთი უცნაური ჩვევა მაქვს: როცა მოწყენილი ვარ ტრაგედიას ან სევდიან ამბებს ვკითხულობ
ხოდა უკვე დიდი ხანია მოწყენილობისდროს საკითხავ წიგნად ერთი პატარა, სამოცდაერთგვერდიანი, თხელყდაზე ლამაზბავშვიანი წიგნი გადაიქცა.
ახლაც ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ისევ ეს თხელი წიგნი ავიღე.
თავიდან ბოლომდე კითხვა მომბეზრდა და გადავწყვიტე სადაც გადაიშლებოდა იქიდან წამეკითხა და გვ.38
მეშვიდე პლანეტაზეა პატარა უფლისწული - ეს დედამიწაა!!
დედამიწის აღწერილბაში ერთი ასეთი წინადადებაა: ,,ამ ლპანეტაზე ....... შვიდი მილიონ ხუთასი ათასი ლოთია..."
არ ვიცი რამდენად ზუსტი ციფრია, მაგრამ მაგათგან ერთერთი ლოთი ზუსტად ვიცი რომ მელოტია და თუ ჩვენ გავიგებთ დედამიწაზე არსებული მელოტების რიცხვს, მაშინ გვეცოდინება, რომ მათ შორის ერთი მელოტი ლოთია და მეორე ჯაგარივითთმიანი - რა გაგიკვირდა?! მარტივი ჭეშმარიტებაა.

მეც გადავწყვიტე პლანეტებზე ვიმოგზაურო! მიზეზი მაქვს: მე ჩემს თოჯინებს დავემდურე.
თან რაღაც მაწუხებს. მგონი ვიცი, კითხვა, რომელიც თვრამეტი წელია მესმის ,,როგორ არიან შენი თოჯინები?"
თითქოს სუუუუულ, გამუდმებით მეკითხება ჩემი ბიძაშვილი, რომელიც მარტო მე ვიცი რომ პატარაა, სულ პატარა, რადგან, მხოლოდ დრო იცვლება, ფიზიონომია და გარემო, და ეს სულელური წერილი სულ არსებობს, უკვე მეთვრამეტე წელია, სულელურია აბა რაააა ,,როგორ არიან შენი თოჯინები".

ბავშვი. რა გულუბრყვილოა ბავშვი. ჩემს სიყვარულს ჩემი უსაყვარლესი ნივთების მოკითხვით გამოხატავს.
და მეც ვგრძნობ, იმიტომ რომ ეს გაშეშებული არსებები ძალიან მიყვარს, თან, ბავშვობიდანვე თვითმარქვია ეგოისტ პრინცესას  განსაკუთრებულად ბევრი თოჯინა მაქვს. თაროებზე შემოწყობილი. ხანდახან ვეფერები და ისევ მაღლა ვაწყობ, რომ არავინ მიწვდეს.
დავდივარ ოთახში დაფიქრებული. ზომით ჩემს თოჯინებზე ოდნავ დიდი. იმდენად დიდი ლოყები მაქვს, რომ არც მიჩანს პატარა პირი როგორ მკაცრად მაქვს მოკუმული. რაღაც სერიოზულს ვწყვეტ. მერე თითს ზემოთ ვიშვერ და ვბრძანებ: ,,აი ის ჩამომიღეთ, თენგო ბიძიამ რომ მაჩუქა" და არც ვიცი ვინაა ეს მითიური ,,თენგო ბიძია", რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ კეთილი კაცია. და კეთილია იმიტომ რომ გერმანული თოჯინა მიყიდა. ხომ ხვდები? ესეც მარტივი ჭეშმარიტებაა!

,,ეეხ რა ჭკვიანი  ბავშვი იყავი" წუწუნებს იმედგაცრუებული მამაჩემი, ,,როგორ მეგონა ესეთი სულელი თუ გაიზრდებოდი".
ხო მამიკო, სულელი ვარ და თავს სულელური წერილების წერით ვირთობ, მაგრამ მარტო მე არა.
სულ არ ადარდებს კიდევ ვინაა სულელი, მაგრამ მე მიხარია რომ წერილებზე სულელურადვე მპასუხობ.

რომ გავიზარდე, ეტაპობრივად ბევრი შევიტყვე თენგო ბიძიაზე, მაგრამ აღარ ვიცოდი მთავარი: რომ კეთილია, იმიტომ რომ მაგის ნაჩუქარ თოჯინასაც დავემდურე.

საერთოდ არ ვიცი სად არიან.
არც მოვიკითხე რამდენი ხანია.
ალბათ ძალიან მეწყინა რაღაც, ასე ხანგრძლივად რომ დავემდურე.
რატომ გამახსენდნენ? იქნებ დადგა დრო პატიების?

არ ვიცი.
აქ ამბავი მთავრდება.
პატარა უფლისწულიც გველს ეჩურჩულება.
მეც იქ ვარ და პლანეტებზე მოგზაურობა მინდა.
გავყვე? არ გავყვე? გავყვე? არ გავყვე? შენსავით ვმკითხაობ.
იქნებ ჯობია დავრჩე და ჩემი ბავშვობის მეგობრები მოვძებნო?
ან რამე ,,მოვიშინაურო"

არ ვიცი. ,,მხოლოდ ბავშვებმა იციან რას დაეძებენ".

მაგრამ მე მგონი მოგზაურობას ვიწყებ
ეს უცნაური პლანეტაა.
აქ მარტო მე ვანთივარ. სხვა ყველა ჩამქრალია, ალბათ სძინავთ.
,,ადამიანთაშორისი მარტოობა"
ეს პლანეტა ესაა, ვერ მიხვდი? რა გჭიიიიირს?!!!!  ურაკი რაა! მარტივი ჭეშმარიტებაა!!
უბრალოდ ძალიან ადრე გავიღვიძე.

მიდი რა შენ მაინც აენთე!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს