ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ.დ.
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2011


(ძალზედ აირია ფერთა გამები...)

ძალზედ აირია ფერთა გამები
ცხოვრებას დაჰკრავს მკვეთრად მოშავო,
უძრავ ქალაქში მოსიარულე
გვამებზე ათას ტყულს როშავენ.

დაბუდებულა ირგვლივ შიმშილი
დამსგავსებიან ყველანი ზომბებს;
იისფერ ქარში მოხეტიალე
გოგონა ურჩად ნაბიჯებს ზომავს.

დანისლულ ქუჩებს ორიოდ მეტრში
ისევ ატყვია ფლოქვების კვალი,
თეთრ ცხენზე ცელით, შავი მანტიით
მჭლე კაცი მოგრძო ბილიკს გაკვალავს...

და გავუყვები ბილიკს რომელსაც
სარეველები ფარავენ. ირგვლივ
გამჭვირვალეა ყოველი ფერი,
სიკვდილი თავის ძალას იფერებს.

აუქციონზე ყიდიან სხეულს
კილოს თხუთმეტი კაპიკის ფასად,
სული უფასო გამხდარა ისევ
ორიოდ მეტრში გვამებსაც ნახავთ.

ძალზედ აირია ფერთა გამები
ცხოვრებას დაჰკრავს მკვეთრად მოშავო,
უძრავ ქალაქში მოსიარულე
გვამებზე ათას ტყულს როშავენ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები