ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევროპელი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2011


სიზმარი


          სიზმარი

ჯვარს ვიწერდით სვეტიცხოვლის კედლებში,
უფლის ლოცვა კედლებს მიღმა მესმოდა,
ღიღინებდნენ სახატესთან მტრედები,
თოთო ბავშვებს მომაცვლის რა გვესმოდა,

შავ სამოსით შემოსილი დედები,
მაღლა ჯვრიდან სანთლით ხელში გვლოცავდნენ,
შევყურებდით ერთმანეთის თვალები,
და გულები სანთლებივით ბორგავდნენ.

ქრისტეს ცრემლი მოწიწებით შეგვასვეს,
სულიწმინდა ციდან ჩუმად მოვიდა,
ერთგილების ფიცი გრძნობას ვერ გასტეხს,
რა ვიცოდით ცრემლი თუ გვიპოვიდა,

დრო და ჟამი რა უმალ გაიპარა,
ვერ შევიცნეთ ამ კედლების სიწმინდე,
მინდა ვიყო შენი თმების ნაწნავი,
მინდა მცხეთას ძველებურად გიცდიდე.

სიცივისგან თრთოდა ჩვენი სხეული,
მაგრამ გული მინც გეფერებოდა,
სიყვარულის ლანდი ვიყავ ეული,
თუ ვცოცხლობდი გრძნობა ჩემიც გელოდა.

ახლა ვზივარ ცრემლიანი შევყურებ,
სვეტიცხოვლის კედლებს წმინდა ადგილებს,
დამაპურე უფლის მადლით მეპურევ,
თუ სანთლები ტკივილს გამიადვილებს.

მივალ ისევ სვეტიცხოვლის სახატეს,
მაღლა ჯვარზე მუხლმოყრილი ავცოცავ,
დამაპურე სულიწმინდით უფალო,
და სანთლებით იმ პატარას დავლოცავ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები