 | ავტორი: მარ-მარი ჟანრი: პოეზია 5 ივნისი, 2011 |
მე ვაგროვებდი სულში, მახსოვს, სისხლივით ნათელს, გრაალის ფსკერზე იწვა მზე და მაინც მტკიოდა, დავაყვედრებდი უფრო ხშირად სხეულს, რომ ვათრევ და გამოვრბოდი ცოდვილობის სანაპიროდან... ვიღაცისთვის კი გამჭვირვალე ვიყავი მეტად, ვიღაც ჩიოდა : საეჭვოა მისი სიკეთე, ვიღაც ყოველთვის მიწუნებდა, რაც უნდა მეთქვა, წამოვედი და ყველა კარი გამოვიკეტე. ხვალ ვიცი ისევ გამოვაღებ ,დავამტვრევ, გავალ... ყველას ავუმღვრევ, ასამღვრევი თუ დამრჩა რამე, ჰო ,ასეთი ვარ, ვრჩები კიდეც, მდუღარე ლავა... ჩამოიფარე, დედამიწავ, სახეზე ღამე, შური გიბრწყინავს, ეს შენს მწიკულს ზეცამ დახედა, ეს შენს ტალახში სინიდისი ჩაჩოქილია, ვწერ ვინმე მესხი... იმ კილოზე, როგორც ამბობდა, შუბლგახვრეტილი შურისაგან კაცი -ილია. ვეპიტნავები არაფრადაც თუ ვინმეს, ჰოდა (პიტნა, საერთოდ , ვისაც უყვარს, ანდა პირიქით), ყველამ იმ ბუხარს შეუბეროს, რომელიც ჰქონდა, თავის ფანდურზე დაამღეროს ლექსი -ქილიკი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. "ვიღაცისთვის კი გამჭვირვალე ვიყავი მეტად," მგონი აქ ცოტა ამოვარდა, მგონი.
+2 "ვიღაცისთვის კი გამჭვირვალე ვიყავი მეტად," მგონი აქ ცოტა ამოვარდა, მგონი.
+2
8. მარ-მარ შენ ჩემი უსაყვარლესი ავტორი ხარ და არა მარტო ავტორი, ასევე მეგობარი!... ძალიან მომწონს ეს ლექსიც, გაიხარე! +++++
მარიკო ეს რა დაგიწერია? ისედაც იცის საიტმა ჩვენი ''კლიპის'' ამბავი... :D ახლა მარ-მარის პირდები გიმღერებთო... ისე კი, უკეთეს ქალბატონს ვერც ვუმღერებთ რომ იცოდე! გაკოცეთ ორივეს! :)
მარ-მარ შენ ჩემი უსაყვარლესი ავტორი ხარ და არა მარტო ავტორი, ასევე მეგობარი!... ძალიან მომწონს ეს ლექსიც, გაიხარე! +++++
მარიკო ეს რა დაგიწერია? ისედაც იცის საიტმა ჩვენი ``კლიპის`` ამბავი... :D ახლა მარ-მარის პირდები გიმღერებთო... ისე კი, უკეთეს ქალბატონს ვერც ვუმღერებთ რომ იცოდე! გაკოცეთ ორივეს! :)
7. კარგია, მომეწონა! :) კარგია, მომეწონა! :)
6. წარმატებები.;) წარმატებები.;)
5. დავაყვედრებდი უფრო ხშირად სხეულს, რომ ვათრევ და გამოვრბოდი ცოდვილობის სანაპიროდან...
ვეპიტნავები არაფრადაც თუ ვინმეს, ჰოდა (პიტნა, საერთოდ , ვისაც უყვარს, ანდა პირიქით), ყველამ იმ ბუხარს შეუბეროს, რომელიც ჰქონდა, თავის ფანდურზე დაამღეროს ლექსი -ქილიკი.
ჰო ეგრეა. ისე ერთხელ მე და ეკას დაგიმღერებთ (ქილიკისას არა, სიყვარულისას) :D:D:D თუ გინდა რავი.........
5-ს ვწერ. დავაყვედრებდი უფრო ხშირად სხეულს, რომ ვათრევ და გამოვრბოდი ცოდვილობის სანაპიროდან...
ვეპიტნავები არაფრადაც თუ ვინმეს, ჰოდა (პიტნა, საერთოდ , ვისაც უყვარს, ანდა პირიქით), ყველამ იმ ბუხარს შეუბეროს, რომელიც ჰქონდა, თავის ფანდურზე დაამღეროს ლექსი -ქილიკი.
ჰო ეგრეა. ისე ერთხელ მე და ეკას დაგიმღერებთ (ქილიკისას არა, სიყვარულისას) :D:D:D თუ გინდა რავი.........
5-ს ვწერ.
4. ჰმ. გმადლობთ, კომენტარებისთვის... ჰმ. გმადლობთ, კომენტარებისთვის...
3. ბევრი რამე რითმისთვისაა ნახმარი.
3.
წარმატება. ბევრი რამე რითმისთვისაა ნახმარი.
3.
წარმატება.
2. საინტერესოა მარ-მარ :*:*:) საინტერესოა მარ-მარ :*:*:)
1. ვინ გაგაბრაზა? ვინ გაგაბრაზა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|