ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2011


ხმამაღლა

ხმამაღლა!
- ისე,
თითქოს მღერის 
ჩაბნელებულ საძინებელში დატოვებული,
უსმენო ბავშვი,
რომ ფარდის უკან,
კარადებში
და საწოლქვეშ
მობუბუნე აჩრდილები არ მოერიონ;

უფრო ხმამაღლა!
- თითქოს სატვირთო  მატარებლის  შემადგენლობა
გადადის ხიდზე
ბრახუნით და მძიმე დგანდგარით
და  ხმას ვაჯიბრებ ხიდქვეშ მდგარი;

ხმამაღლა!
კიდევ უფრო ხმამაღლა!
- ისე ხმამაღლა,
თითქოს ინგრევა ცეცხლოვანი  აფეთქებისგან
უზარმაზარი ქალაქები,
და ცის და მიწის ექოები ეჯახებიან. 

ყურებზე ხელებმიჭერილი
მთელი სამყაროს გასაგონად ვყვირი:
- მიიი ..ყვაააარ...ხააააააარ!
...
რა სიჩუმეა!
არც არაფერი აღარ იძვრის.

ვქრები მომწყდარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები