მითხარი რაც გინდა, ოღონდ თქვი რამე. ის რაც პირველი მოგადგება ენაზე, გონზე. ნუ დადგები ოღონდაც გულქვა არყოფნასავით. ამოირჩიე რაიმე სიტყვა, – წერე ან შობე. ამოირჩიე თუნდაც სიტყვა რომელიც უფრო დიდ ბუნდოვანებას შემოიტანს ჩემს გონებაში. სიტყვა, რომელზეც ვიფიქრებ დღეები და აზრს ვერ გავუგებ. ვერ მოვუძებნი რომელი მხრიდან უნდა მოვუარო, რომელი მხრიდან უნდა მოვერგო ან მოვირგო..
ოღონდაც ნუ ხარ როგორც არ ყოფნა, როგორც დუმილი – სიცარიელე. რა გემართება შენ მაინც რა, მითხარი რამე, ხომ ხედავ ყოფას მიცარიელებ.
მითხარი,რომ „კლდეა ჩვენს წინ“ მელაპარაკე მის წარმოშობაზე, ქვებზე, ქანებზე, ბუნებაზე, კატაკლიზმებზე.
მითხარი,რომ: “იქ, სადაც ჩვენ ვმთავრდებით, იწყება გზა.“ გზა, რომელიც იყოფა კლდით და სხვადასხვა მხარეს მიემართება. მითხარი,რომ ჩვენ ვართ ორი გზა, რომელიც არასოდეს კვეთდა ერთმანეთს. მითხარი,რომ არსებობს გზები რომლებიც არასოდეს ხვდებიან. არსებობს ქუჩები, რომლებმაც ერთმანეთის არსებობაც არ იციან, არსებობენ ქუჩებზე ხეები, გაჩერებები, კორპუსები, მაღაზიები, ნაგვის ბუნკერები და ყველა მათგანს ჰგონია რომ უნიკალური და ერთადერთია.
მითხარი, რომ ”დრო არასდროს დგას.“ მითხარი,რომ ჩვენ ვართ დრო და ვერ ვიდგებით, მითუმეტეს ვერ ვიდგებით ერთად იმიტომ რომ დედამიწის სხვადასხვა პოლუსზე ვართ და სხვადასხვა დროს ვაჩვენებთ.
მითხარი – „ერთი“, მერე მითხარი, რომ შენ ერთი ხარ. და რომ ერთი არ იყოფა ორზე (ჩემზე და შენზე)..
მარტივი არითმეტიკა. მათემატიკა. ალგებრა. გეომეტრია. პითაგორის თეორემა. ისიც მითხარი, რომ თეორემის თანახმად, რისი დამტკიცებაც გვინდოდა, ის შეუძლებელია..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. პირველი სტრიქონი რომ არა, ვიტყოდი განსხვავებულია მეთქი. (ბოლომდე წავიკითხე). +1 პირველი სტრიქონი რომ არა, ვიტყოდი განსხვავებულია მეთქი. (ბოლომდე წავიკითხე). +1
20. მადლობა, რომ წაიკითხეთ ადამიანებო :) მადლობა, რომ წაიკითხეთ ადამიანებო :)
19. მითხარი,რომ: “იქ, სადაც ჩვენ ვმთავრდებით, იწყება გზა.“
საინტერესოა. მითხარი,რომ: “იქ, სადაც ჩვენ ვმთავრდებით, იწყება გზა.“
საინტერესოა.
17. სათაურიდან გამომდინარე, სულ სხვანაირ ტექსტს ველოდი :( ისე, მართლა გენიოსია პითაგორა, შეყვარებულებიც კი ფიქრობენ მასზე:)) სათაურიდან გამომდინარე, სულ სხვანაირ ტექსტს ველოდი :( ისე, მართლა გენიოსია პითაგორა, შეყვარებულებიც კი ფიქრობენ მასზე:))
15. ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი.
ადამიანთა ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მათ აქვთ ძალიან ბევრი პატარ-პატარა ნაკლი.
პირფერობა დახატულ იარაღს ჰგავს: შესახედავად სასიამოვნოა, მაგრამ უსარგებლოა, ვერ გამოიყენებ.
ნუ დაგვპირდები, ისე გააკეთე დიადი.
ეს ყველა პითაგორას გამონათქვამია...
ისე, თეორემის არცოდნა არაა კარგი ამბავი ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი.
ადამიანთა ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მათ აქვთ ძალიან ბევრი პატარ-პატარა ნაკლი.
პირფერობა დახატულ იარაღს ჰგავს: შესახედავად სასიამოვნოა, მაგრამ უსარგებლოა, ვერ გამოიყენებ.
ნუ დაგვპირდები, ისე გააკეთე დიადი.
ეს ყველა პითაგორას გამონათქვამია...
ისე, თეორემის არცოდნა არაა კარგი ამბავი
14. ინტელექტი არ გაქვსო, ჭე ხარისხის იუმორი გაქვსო, მე ნოლი მაქვს აღქმაო....რას ღელავ თაკა:D:D
დამშვიდდი საწყენად არ მითქვამს, რამდენი შეცდიმაც დაგიშვია კომენტარში:D:D
როდის გამოცადე შენ ჩემი იუმორი ისე საინტერესოა:D:D ინტელექტი არ გაქვსო, ჭე ხარისხის იუმორი გაქვსო, მე ნოლი მაქვს აღქმაო....რას ღელავ თაკა:D:D
დამშვიდდი საწყენად არ მითქვამს, რამდენი შეცდიმაც დაგიშვია კომენტარში:D:D
როდის გამოცადე შენ ჩემი იუმორი ისე საინტერესოა:D:D
12. თაკა აიღე კალკულატორი და 1 გაყევი 2-ზე, სცადე მაინც , არ გაინტერესებს რა გამოგივა;) :D:D
:D თაკა აიღე კალკულატორი და 1 გაყევი 2-ზე, სცადე მაინც , არ გაინტერესებს რა გამოგივა;) :D:D
:D
11. აუცილებელი ვარ აქ? არ ვიცი, მაგრამ ეს არის ცუდი ქაოსი... აუცილებელი ვარ აქ? არ ვიცი, მაგრამ ეს არის ცუდი ქაოსი...
10. პითაგორას თეორემა ... არა :) პითაგორას თეორემა ... არა :)
9. ისროლე სათაური,მოჰყვა მკითხელი :D
რაღაც უნდა წაგაკითხო , თუ ვიპოვე ოღონდ...გამახსენდა ამ ლექსზე :-*
ისროლე სათაური,მოჰყვა მკითხელი :D
რაღაც უნდა წაგაკითხო , თუ ვიპოვე ოღონდ...გამახსენდა ამ ლექსზე :-*
8. ნიუტონის კანონები... ფარდობითობის თეორემა... პითაგორას თეორემა....
რა იქნება შემდეგი?! :D
ლექსი ჯერ არ წამიკითხავს...სათაურმა მომაჯადოვა :D ნიუტონის კანონები... ფარდობითობის თეორემა... პითაგორას თეორემა....
რა იქნება შემდეგი?! :D
ლექსი ჯერ არ წამიკითხავს...სათაურმა მომაჯადოვა :D
7. და გამოგივა ინსპირირებული ნაწერი... პითაგორას ინსპირირება არ გამოგდის, ვატყობ :D და გამოგივა ინსპირირებული ნაწერი... პითაგორას ინსპირირება არ გამოგდის, ვატყობ :D
6. კიკი დიმულა: ))
დალშე პ.მში გეტყვი. კიკი დიმულა: ))
დალშე პ.მში გეტყვი.
4. ლაცაბიზეს ვეთანხმები :D ლაცაბიზეს ვეთანხმები :D
3. სატაურის გამო წავიკითხე მიყვარს.. ეს მათემატიკური შტუკები პოეზიაში.. თუმცა ნაპრასნო.. ჯერ ერთი და არაფერი იყო პითაგორას თეორემის კი არა ნატურალური რიცხვების იქით და რაც იყო კიდე არასწორედ იყო : ) სატაურის გამო წავიკითხე მიყვარს.. ეს მათემატიკური შტუკები პოეზიაში.. თუმცა ნაპრასნო.. ჯერ ერთი და არაფერი იყო პითაგორას თეორემის კი არა ნატურალური რიცხვების იქით და რაც იყო კიდე არასწორედ იყო : )
2. ის რაც პირველი მოგადგება ენაზე, გონზე.
გონზე მოდგომა?
რიტმულ–ინტონაციურად ტექსტი არეულია.
არაა აუცილებელი სულ წერო. შეისვენე. აიღე რამისგან ინსპირაცია და დაწერე მერე.
ის რაც პირველი მოგადგება ენაზე, გონზე.
გონზე მოდგომა?
რიტმულ–ინტონაციურად ტექსტი არეულია.
არაა აუცილებელი სულ წერო. შეისვენე. აიღე რამისგან ინსპირაცია და დაწერე მერე.
1. მომეწონა!!! მომეწონა!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|