 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 7 ივნისი, 2011 |
ერთი ნაცია, საერთო ბრძოლა, საერთო ბედი, უკანდახევა, ფარ-ხმალის დაყრა, არ სჩვევის ქართველს, ბრძოლის გარეშე, ხალხის გარეშე, არცერთი წამი, მომავლისათვის, ხელის განძრევა ყოველ დღე გვმართებს.
ხმა ამოიღეთ, რამ დაგამუნჯათ, ან რატომ სდუმხართ, ასე, რა შიშმა, ან რა ეშმაკმა დაგიპყროთ სული, დღეს იარაღად, ერთად დგომა გვჭირდება ყველას, სამართლიანი ერთობის შექმნა, წააგავს ქუხილს.
ის წარმატება, ჩვენ რომ მოველით მოითხოვს გარჯას, დავდგეთ იქ, სადაც მოძრაობაა და ღელავს ერი, ხვალინდელი დღის შემოქმედი, ხალხის ნებაა, და ალიონზე თავისუფლებას, ის კვლავ უმღერის.
ბრძოლა არ წყდება, ის კვლავ გრძელდება, შესვენებაა, ახალი ძალა, ახალი სუნთქვა, მესმის რომ მოდის, ბრძოლას აგრძელებს ადამიანი არსებობისთვის, ოღონდ არ მკითხოთ როდის იქნება, ან სხვა რამ როდის?!
მე, არც ქრისტე ვარ, არც ფილანტროპი და არც მისანი, რომ ჯადოსნური ჯოხის მოქნევით ვცვალო სამყარო, ნუ გეშინიათ, ერთად დავდგეთ, უკვე თენდება, თქვენთან ერთად ბრძოლაში წასვლით, მსურს ვიამაყო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ძირს ნათელაშვილი და მემარჯვენეები :დდ ძირს ნათელაშვილი და მემარჯვენეები :დდ
6. "სდუმხართ" უკვე მერამდენე ლექსში...
+1 "სდუმხართ" უკვე მერამდენე ლექსში...
+1
5. ხმა ამოიღეთ, რამ დაგამუნჯათ, ან რატომ სდუმხართ, ასე, რა შიშმა, ან რა ეშმაკმა დაგიპყროთ სული, დღეს იარაღად, ერთად დგომა გვჭირდება ყველას, სამართლიანი ერთობის შექმნა, წააგავს ქუხილს.
ხმა ამოიღეთ, რამ დაგამუნჯათ, ან რატომ სდუმხართ, ასე, რა შიშმა, ან რა ეშმაკმა დაგიპყროთ სული, დღეს იარაღად, ერთად დგომა გვჭირდება ყველას, სამართლიანი ერთობის შექმნა, წააგავს ქუხილს.
4. კარგი ლექსია წარმატებები ავტორს))) კარგი ლექსია წარმატებები ავტორს)))
3. არ მმომეწონა! არ მმომეწონა!
2. ეს მანიფესტაციაზე წაიკითხებოდა კარგად! :) მოკითხვა ავტორს! :) ეს მანიფესტაციაზე წაიკითხებოდა კარგად! :) მოკითხვა ავტორს! :)
1. მონაცემები არ არის.............. მონაცემები არ არის..............
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|