დღეს, როდესაც ბოლო სხივები ცას გამოვწურეთ, როდესაც ჩემი წინაპრების თვალებიდან უკანასკნელად აწვიმდა წარსულს, წარსულს, რომელიც გადავივიწყე. წარსულს, რომელსაც არათუ ფიქრით ხავსი მოედო, კარგა ხანია, ხავსიც გადახმა. რისთვის მოდიხარ?!.
იქნება ფიქრობ,– ჯოჯოხეთია ჩემი ყოფა ახლა უშენოდ. იქნებ სურვილი შეგეპარა გულთან უჩუმრად, იქნება ფიქრობ, კვლავ ძალა გაქვს, რამე უშველო არაფრის მომცემ ნაცრისიფერ და მჟავე რუტინას. რისთვის მოდიხარ?!.
მზეებგამომქრალ თვალებიდანაც ვერაფერს გეტყვი, ვერ გაგაგონებ მომაკვდავის ბოლო აკორდებს, ხროტინს,ხრიალს თუ „ძლივსღა სუნთქვას“, და უხმო ბოდვას, რისთვის მოდიხარ?! თუ მართლა ფიქრობ საკუთარ თავს და ცხოვრებას თვითონ ვამდორებ.
რატომ მაბრუნებ იქ – საიდანაც იწყებოდა ჩემი სიკვდილი, ან რა აზრი აქვს: კვლავაც ამ გზაზე უნდა მატარო. ისევ დანაღმული ბილიკებზე გამომატარო.
ისევე უნდა მომაძულო მთელი სამყარო: სულ, სულ, სულ ყველა და ყველა ფერი და მაინც რისთვის, მითხარ, რისთვის, რისთვის მოდიხარ?!. მერე რა მოხდა, თუ ამბობენ, რომ კვლავაც გელი.
ზოგჯერ მომაკვდავს ბოლო ბოდვას არ უგონებენ, ჰოდა, ნუ მოხვალ გევედრები, გამიშვი ხელი. ჰო, დამეხსენი,შემიხსენი, წადი რა, წადი. გადაიხვეწე და აორთქლდი ვერ გნახო ვერსად, მე ჯოჯოხეთი შენზე ფიქრით ამქვეყნად მყოფნის. რომ წავალ, თან ნუ წამაყოლებ ამ ფიქრებს ღმერთთან. რისთვის მოდიხარ,
ვინ დაგხვდება:
ჩრდილებიც გაქრა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მადლობა რომ წაიკითხეთ მადლობა რომ წაიკითხეთ
11. ფინალი და ჩრდილები კაი იყო...:) ფინალი და ჩრდილები კაი იყო...:)
10. ვიცი,რომ სუსტია კიარა შეიძლება ნაგავიცაა, იმიტომ რომ ცარიელი ემოციაა ეს.. მაგრამ დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ და ობიექტურები იყავით.. ვიცი,რომ სუსტია კიარა შეიძლება ნაგავიცაა, იმიტომ რომ ცარიელი ემოციაა ეს.. მაგრამ დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ და ობიექტურები იყავით..
8. სულ მთლად ლექსი არი ესი?
სულ მთლად ლექსი არი ესი?
7. -1 არ მომეწონა ადრე უკეთესად წერდი -1 არ მომეწონა ადრე უკეთესად წერდი
6. მომწონს... კარგია, თაკა მომწონს... კარგია, თაკა
5. კარგია თაკ, მოგიკითხესავით! :)
5 კარგია თაკ, მოგიკითხესავით! :)
5
4. თაკა, ბევრად კარგი ნაწერები გაქვს. აქ იმდენად მოზღვავებულია სენტიმენტები რომ უფრო პატარა გოგოს დაწერილს ჰგავს :) თუმცა რისთვის მოდიხარ - აი ეს იტევს რაღაც ძLიერ ემოციას, კითხვისას გაჯანჯღარებს. თაკა, ბევრად კარგი ნაწერები გაქვს. აქ იმდენად მოზღვავებულია სენტიმენტები რომ უფრო პატარა გოგოს დაწერილს ჰგავს :) თუმცა რისთვის მოდიხარ - აი ეს იტევს რაღაც ძLიერ ემოციას, კითხვისას გაჯანჯღარებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|