 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 13 ივნისი, 2011 |
(მეგობრებისთვის)
თუთის ფოთოლი მოილია. დარჩა ტოტები და ამ ტოტებზე - - უამრავი თეთრი კოშკი, კოშკი უკარო.
შემოვიქოლეთ ნაპირები და ნაპრალები ბნელში საპეპლედ ვეპირებით ნაჭუპრალები.
რარიგ მყუდროა ჩემი კოშკი! ვწევარ დაღლილი და თქვენგან უკვე ჩამიჩუმი არ მეყურება.
რა დაგვემართა? მწვანე სარჩო გვერგო ულევი, მწვანე გზა გვედო ოთხივ კუთხივ, ჩელტის კიდემდე. ვინ - ფეხი ვეღარ მოიკიდა და გაისრისა, ვინ - აიკენკა და ვის - სენმა დარია ხელი. თითო პერანგიც ვერ დაცვითეს, ჩვენ კი, ო, ჩვენ კი დავშორიშორდით, დავთითოვდით და მოგვერია ტკბილი წვენი - - ძაფადსაქცევი და თუთის ტოტებს დავეკონეთ და დავტრიალდით. ო, ეს ტრიალი, და ტრიალით თავბრუდახვევა! პირველწიაღის მონატრებამ მარტოეულნი როგორ გვაბრუნა!
შავგულაა თეთრი კოშკი, ყრუა კედელი. უკვე მელევა მოსამრავლებლად გადარჩევის ბოლო იმედი, ფრთები კი, სწორედ ახლა ვიგრძენ, როგორ მეზრდება და ჩინდაკარგულს, სმენადახშულს ახლა მომეცა გულის თვალ-ყური, რომ გამეგო - - ნება ჩვენია, საით გავიწევთ, რომელ ტოტზე დავეკიდებით, მაგრამ არასდროს მოგვანდობენ მთავარ არჩევანს. მოაწევს დრო და ნაცარტუტით დავიმდუღრებით. მაინც ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ გადარჩება. გავიწირებით ერთი გაბმა აბრეშუმისთვის.
რაღაცა კვდება ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც.
ყელში მაწვება მწარე წვენი. ნუთუ ეს არის? არა! ამაო არის უკვე თავჩაგონება, რომ ყოველივე ამაოა. როცა გივლიან და სათუთად თავს გევლებიან, ვაი, თუ მართლა მოდუნდები და მიენდობი! ისინი თავის დროს ელიან. ჯანდაბას კოშკი! უდროობა ჩემი დრო არის.
ამოვჭერ კარი და დავიძარ. ფრთებქვეშ მკვრივდება ცა, სხივებით ოქროსირმული.
რა სინათლეა! რა ჰაერი! მე მოვირწევი, მოვირხევი, ჰეი! ჰეჰეი! ჰეჰეჰე-ჰეეეი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. უჰ, კარგი იყო... შემომეკითხა ისე რომ ვერც ვიგრძენი.... მაგრამ მერე კომენტარებს რომ ჩავყევი და ძირის- ძირობამდე თითო სიტყვის შიფრი ჩავიკითხე... მოვიწყინე :| უჰ, კარგი იყო... შემომეკითხა ისე რომ ვერც ვიგრძენი.... მაგრამ მერე კომენტარებს რომ ჩავყევი და ძირის- ძირობამდე თითო სიტყვის შიფრი ჩავიკითხე... მოვიწყინე :|
12. შემოვიქოლეთ ნაპირები და ნაპრალები ბნელში საპეპლედ ვეპირებით ნაჭუპრალები. ლამაზია....5 ყოფნა არ ყოფნის ფილოსოფიაც მესევდიანა...:) შემოვიქოლეთ ნაპირები და ნაპრალები ბნელში საპეპლედ ვეპირებით ნაჭუპრალები. ლამაზია....5 ყოფნა არ ყოფნის ფილოსოფიაც მესევდიანა...:)
11. ძალიან მომწონს..... არც კი ვიცი, რა ამოვწერო....სიტყვისა და სათქმელის საოცარი შერწყმაა...გმადლობთ...:) ძალიან მომწონს..... არც კი ვიცი, რა ამოვწერო....სიტყვისა და სათქმელის საოცარი შერწყმაა...გმადლობთ...:)
10. "მაინც ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ გადარჩება. გავიწირებით ერთი გაბმა აბრეშუმისთვის.
რაღაცა კვდება ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც."
აჰმ.. რა უნდა ვთქვა აქ ისეთი რასაც ჩემზე უკეთ და ჩემზე "უკეთესნი" არ გეტყვიან, მე უბრალოდ მოვიწონებ და დავდუმდები :) "მაინც ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ გადარჩება. გავიწირებით ერთი გაბმა აბრეშუმისთვის.
რაღაცა კვდება ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც."
აჰმ.. რა უნდა ვთქვა აქ ისეთი რასაც ჩემზე უკეთ და ჩემზე "უკეთესნი" არ გეტყვიან, მე უბრალოდ მოვიწონებ და დავდუმდები :)
8. ++ და სათუთად თავს გევლებიან, ვაი, თუ მართლა მოდუნდები და მიენდობი! ისინი თავის დროს ელიან. ჯანდაბას კოშკი! უდროობა ჩემი დრო არის. ++ და სათუთად თავს გევლებიან, ვაი, თუ მართლა მოდუნდები და მიენდობი! ისინი თავის დროს ელიან. ჯანდაბას კოშკი! უდროობა ჩემი დრო არის.
7. სმენადახშულს ახლა მომეცა გულის თვალ-ყური, რომ გამეგო - - ნება ჩვენია, საით გავიწევთ, რომელ ტოტზე დავეკიდებით
უდავოდ! :) სმენადახშულს ახლა მომეცა გულის თვალ-ყური, რომ გამეგო - - ნება ჩვენია, საით გავიწევთ, რომელ ტოტზე დავეკიდებით
უდავოდ! :)
6. გიო, იმპრესია, დიმიტრი, მადლობა გულთბილი კომენტარებისათვის. ნაცარტუტუით დამდუღვრა, - ეს არის უძველესი მეთოდი, აბრეშუმის პარკის გადარჩენისა, რომ შიგ მყოფმა პეპლადქცეულმა ჭუპრმა არ გამოჭრას იგი. ცოტაც თუ დააგვიანა მებრეშუმემ, ამ მომენტს თუ არ მიუსწრო, ყველაფერი წყალში გადაეყრება. ,,დავეკიდებით- ,, რბილი'', ,,მსუბუქი '' სიტყვაა, გარეგნული აგებულებით თითქოს მისი მსგავსი ,,დავიმდუღრებით'' - უკვე მძიმე - ეს კონტრასტების მონაცვლეობა, ამიტომ დამჭირდა. თანაც დღეს ქართული ზმნა- ჩვენი ენის უაღრესად მოქნილი ხერხემალი პოეზიაში შევიწროებას განიცდის, მე კი მინდოდა, ამ ლექსში მისთვის ფუფუნება მიმენიჭებინა. გიო, იმპრესია, დიმიტრი, მადლობა გულთბილი კომენტარებისათვის. ნაცარტუტუით დამდუღვრა, - ეს არის უძველესი მეთოდი, აბრეშუმის პარკის გადარჩენისა, რომ შიგ მყოფმა პეპლადქცეულმა ჭუპრმა არ გამოჭრას იგი. ცოტაც თუ დააგვიანა მებრეშუმემ, ამ მომენტს თუ არ მიუსწრო, ყველაფერი წყალში გადაეყრება. ,,დავეკიდებით- ,, რბილი``, ,,მსუბუქი `` სიტყვაა, გარეგნული აგებულებით თითქოს მისი მსგავსი ,,დავიმდუღრებით`` - უკვე მძიმე - ეს კონტრასტების მონაცვლეობა, ამიტომ დამჭირდა. თანაც დღეს ქართული ზმნა- ჩვენი ენის უაღრესად მოქნილი ხერხემალი პოეზიაში შევიწროებას განიცდის, მე კი მინდოდა, ამ ლექსში მისთვის ფუფუნება მიმენიჭებინა.
5. ისა ხო...
"დავეკიდებით" და "დავიმდუღრებით" ახლო ახლო ყურს მოხვდა ცუდად.
ხოლო რატომ მოხვდა მაგის ახსნა თქვენი პროფესიაა :)
მე არც ვეცდები. ისა ხო...
"დავეკიდებით" და "დავიმდუღრებით" ახლო ახლო ყურს მოხვდა ცუდად.
ხოლო რატომ მოხვდა მაგის ახსნა თქვენი პროფესიაა :)
მე არც ვეცდები.
4. ეს არის სიტყვის ფლობა.
როცა ასე იცი ქართული, მერე შეიძლება წერო კიდეც.
ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება თქვენი (შე)მოტანილი თავისუფალი ფორმებიდან.
საოცარი რიტმია.
"რაღაცა კვდება ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც."
იფ..
და ფინალი... ეს არის სიტყვის ფლობა.
როცა ასე იცი ქართული, მერე შეიძლება წერო კიდეც.
ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება თქვენი (შე)მოტანილი თავისუფალი ფორმებიდან.
საოცარი რიტმია.
"რაღაცა კვდება ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც."
იფ..
და ფინალი...
3. ფინალში ამოვისუნთქე:) ფრიად. ფინალში ამოვისუნთქე:) ფრიად.
2. იმდენად უხდება ლექსს ალიტერაცია
შემოვიქოლეთ ნაპირები და ნაპრალები ბნელში საპეპლედ ვეპირებით ნაჭუპრალები.
და იმდენად კარგი კეთილხმოვნებაა სულ ასე რომ გაგრძელებულიყო მომინდა.
უაზრო ფორმალისტური თამაში თუ არ იქნებოდა რა თქმა უნდა. იმდენად უხდება ლექსს ალიტერაცია
შემოვიქოლეთ ნაპირები და ნაპრალები ბნელში საპეპლედ ვეპირებით ნაჭუპრალები.
და იმდენად კარგი კეთილხმოვნებაა სულ ასე რომ გაგრძელებულიყო მომინდა.
უაზრო ფორმალისტური თამაში თუ არ იქნებოდა რა თქმა უნდა.
1. თემათა მრავალფეროვნების პრობლემას ნამდვილად არ განიცდის თქვენი პოეზია.
შემოვიქოლეთ ნაპირები და ნაპრალები ბნელში საპეპლედ ვეპირებით ნაჭუპრალები.
.5 თემათა მრავალფეროვნების პრობლემას ნამდვილად არ განიცდის თქვენი პოეზია.
შემოვიქოლეთ ნაპირები და ნაპრალები ბნელში საპეპლედ ვეპირებით ნაჭუპრალები.
.5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|