ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევროპელი
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2011


  ჩამოტვირთვა

მე არ ვტირი

მე არ ვტირი



განა ვტირი,ალბათ წვიმა შემხვდა გზაში,
მოგონებამ ოცნებები ჩემში სძლია,
ავქვითინდე?არავითარ შემთხვევაში,
სიყვარული უცრემლოდაც შემიძლია.

ახლა მძულხარ  გაცილებით უფრო მეტად,
ძველ იარებს პირი ჯერ არ შეუკვრია,
მერე რა რომ მამშვიდებენ ეს ქარები,
სიყვარული განა ყველას შეუძლია.

მძულხარ ისე აღარ მინდა შენი ნახვა,
გვერდს ჩამივლი ჩუმად მაინც გაკვირდები,
დღემდე ბევრი მიტირია მაგრამ ახლა,
შენს ლოდინში არასოდეს ავტირდები.

განა ვტირი?არა წვიმა შემხვდა გზაში,
მოგონებამ ოცნებები ჩემში სძლია,
ავქვითინდე?არავითარ შემთხვევაში,
სიყვარული უცრემლოდაც შემიძლია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები