როგორ არ მეთქვა, ეჭვის ჭინკა მიღრღნიდა საბელს. შენ კი ყოველი ნერვის ღერო,ფესვი თუ კვანძი, სიტყვის მარტივი უძრაობით შემომახსენი. როგორ შემეძლო დამემალა, როგორ არ მეთქვა, ისე გულწრფელად,ისე ძლიერ,ხო ისე მწამდი. სულ ყველა სიტყვაც პირს მომდგარი შენ გირეკლავდა. ზოგჯერ, უდაბნოს ხვატ ქარებზე მეტადაც მწვავდი, შენ ერთი მყავდი საფიცარი ჩემი ქვეყანაც.
როგორ არ მეთქვა,სულ უბრალოდ ვცხოვრობდი შენში, არც გაგიგია როდის გავჩნდი,როდის მომკალი. მას მერე სიზმრად ჩამესახე და ვერ გიტევდით, ამ მე9ე თვეზე ვეღარც მე და ვეღარც ონკანი და მერე მოხდა სასწაული ერთ კუტ ღამესაც, ონკანი ადგა და უბრალოდ წყლებად დაგღვარა. მე კი, ცრემლები აღარ მეყო, და ვერ მოვეშვი: წყალს რომ გავატან იმ სიზმრებზე. – შენზე ლაპარაკს.
როგორ არ მეთქვა, არა მაინც, როგორ არ მეთქვა, რომ ყველა ქუჩა, სულ ყველა ხე, გზა, ქვა თუ კენჭი ყოველ გავლაზე დასცინოდნენ ჩემს უშენობას. მე ვიბრალებდი, თითქოს მყავდი, ყოველდღე გწერდი, იქამდე სანამ შენი მერქვა ისევ – შენობა... და მერე აზრებს გადახადა ქარმა კრამიტი და უპეებში ჩამოვიდა წვიმების კვალი. სარემონტოა ნესტით მპალი ჩემი კედლები, როგორ არ მეთქვა ამიხსენი, ერთი მითხარი... ... და მაშინ როცა: თოჯინებზე, მულტფილმებსა და ზღაპრებზე გადავედით. – ავლაპარაკდით. მე წამომცდა, რომ უშვილო ვარ. თანდაყოლილი დედობრივი მძაფრი ინსტინქტით. შენ კი მითხარი, მამობრივი ინსტინქტებით გაჩნდი ფიქრობდი და რაღა მეთქვა?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ,,როგორ არ მეთქვა, ეჭვის ჭინკა მიღრღნიდა საბელს.~
,,რომ ყველა ქუჩა, სულ ყველა ხე, გზა, ქვა თუ კენჭი ყოველ გავლაზე დასცინოდნენ ჩემს უშენობას~
,,და მერე აზრებს გადახადა ქარმა კრამიტი~ ,,როგორ არ მეთქვა, ეჭვის ჭინკა მიღრღნიდა საბელს.~
,,რომ ყველა ქუჩა, სულ ყველა ხე, გზა, ქვა თუ კენჭი ყოველ გავლაზე დასცინოდნენ ჩემს უშენობას~
,,და მერე აზრებს გადახადა ქარმა კრამიტი~
23. გამარჯობა ვიღაცის მეორადო ნიკო, ნეტავ ვისი ხარ :D :) გამარჯობა ვიღაცის მეორადო ნიკო, ნეტავ ვისი ხარ :D :)
21. მადლობები ადამიანებო :) მადლობები ადამიანებო :)
20. როგორ არ მეთქვა, არა მაინც, როგორ არ მეთქვა, რომ ყველა ქუჩა, სულ ყველა ხე, გზა, ქვა თუ კენჭი ყოველ გავლაზე დასცინოდნენ ჩემს უშენობას. მე ვიბრალებდი, თითქოს მყავდი, ყოველდღე გწერდი, იქამდე სანამ შენი მერქვა ისევ – შენობა... და მერე აზრებს გადახადა ქარმა კრამიტი და უპეებში ჩამოვიდა წვიმების კვალი. kargia:) როგორ არ მეთქვა, არა მაინც, როგორ არ მეთქვა, რომ ყველა ქუჩა, სულ ყველა ხე, გზა, ქვა თუ კენჭი ყოველ გავლაზე დასცინოდნენ ჩემს უშენობას. მე ვიბრალებდი, თითქოს მყავდი, ყოველდღე გწერდი, იქამდე სანამ შენი მერქვა ისევ – შენობა... და მერე აზრებს გადახადა ქარმა კრამიტი და უპეებში ჩამოვიდა წვიმების კვალი. kargia:)
19. და მერე აზრებს გადახადა ქარმა კრამიტი და უპეებში ჩამოვიდა წვიმების კვალი.
კარგია... + + + + და მერე აზრებს გადახადა ქარმა კრამიტი და უპეებში ჩამოვიდა წვიმების კვალი.
კარგია... + + + +
18. მომეწონა++++ მომეწონა++++
17. მე არ წამიკითხავს :( მე არ წამიკითხავს :(
16. მადლობა, რომ წაიკითხეთ :) მადლობა, რომ წაიკითხეთ :)
15. მეც ძალიან მომეწონა...არ ვიცი რა ვთქვა... მეც ძალიან მომეწონა...არ ვიცი რა ვთქვა...
14. ჩემს უშენობას.... ტკივილიანი ძალიან ...
ჩემს უშენობას.... ტკივილიანი ძალიან ...
13. როგორ არ მეთქვა 0. როგორ არ მეთქვა 0.
12. მეცნობა? მომწონს.
მეცნობა? მომწონს.
11. მე ვიბრალებდი, თითქოს მყავდი, ყოველდღე გწერდი, იქამდე სანამ შენი მერქვა ისევ – შენობა... და მერე აზრებს გადახადა ქარმა კრამიტი და უპეებში ჩამოვიდა წვიმების კვალი.
შენ კი მითხარი, მამობრივი ინსტინქტებით გაჩნდი ფიქრობდი და რაღა მეთქვა?!
დამასევდიანა. თაკა...თაკა.... მე ვიბრალებდი, თითქოს მყავდი, ყოველდღე გწერდი, იქამდე სანამ შენი მერქვა ისევ – შენობა... და მერე აზრებს გადახადა ქარმა კრამიტი და უპეებში ჩამოვიდა წვიმების კვალი.
შენ კი მითხარი, მამობრივი ინსტინქტებით გაჩნდი ფიქრობდი და რაღა მეთქვა?!
დამასევდიანა. თაკა...თაკა....
10. გამაჯრჟოლა.... ეს თემა ძალიან მომეწონა... ტანაც ყველაფერი ერთად თქვი....სიყვარული...შვილი...და ცხოვრების ტკივილი...
გამაჯრჟოლა.... ეს თემა ძალიან მომეწონა... ტანაც ყველაფერი ერთად თქვი....სიყვარული...შვილი...და ცხოვრების ტკივილი...
9. ნამდვილად რო უნდა გეთქვა ისეთია ნამდვილად რო უნდა გეთქვა ისეთია
8. :)
არ იქნება თაკა სწორი... საუბარი ამ ნაწერზე, როგორც შემდგარ და რაიმე ლიტერატურული ღირებულების მქონე ლექსზე.
სენტიმენტალური ბრახაბრუხია. :) :)
არ იქნება თაკა სწორი... საუბარი ამ ნაწერზე, როგორც შემდგარ და რაიმე ლიტერატურული ღირებულების მქონე ლექსზე.
სენტიმენტალური ბრახაბრუხია. :)
7. :| მომეწონა,ძალიანაც
''სარემონტოა ნესტით მპალი ჩემი კედლები'' სუბიექტურად მე ეს არ მომეწონა , თან ''მპალი''-ც არ მგონია არსებული სიტყვა იყოს მაგრამ რა ბედენაა, როცა ასე დალაგებული გაქვს სათმელი და ''გაფორმებულიც'' :)
:| მომეწონა,ძალიანაც
``სარემონტოა ნესტით მპალი ჩემი კედლები`` სუბიექტურად მე ეს არ მომეწონა , თან ``მპალი``-ც არ მგონია არსებული სიტყვა იყოს მაგრამ რა ბედენაა, როცა ასე დალაგებული გაქვს სათმელი და ``გაფორმებულიც`` :)
6. როგორ არ მეთქვა, არა მაინც, როგორ არ მეთქვა, რომ ყველა ქუჩა, სულ ყველა ხე, გზა, ქვა თუ კენჭი ყოველ გავლაზე დასცინოდნენ ჩემს უშენობას. მე ვიბრალებდი, თითქოს მყავდი, ყოველდღე გწერდი, იქამდე სანამ შენი მერქვა ისევ – შენობა... და მერე აზრებს გადახადა ქარმა კრამიტი და უპეებში ჩამოვიდა წვიმების კვალი. სარემონტოა ნესტით მპალი ჩემი კედლები, როგორ არ მეთქვა ამიხსენი, ერთი მითხარი.
წუხელ წავიკითხე და დიდიხანს ვფიქრობდი...
ეს ის ლექსია,რომ ამეკვიატება.. როგორ არ მეთქვა, არა მაინც, როგორ არ მეთქვა, რომ ყველა ქუჩა, სულ ყველა ხე, გზა, ქვა თუ კენჭი ყოველ გავლაზე დასცინოდნენ ჩემს უშენობას. მე ვიბრალებდი, თითქოს მყავდი, ყოველდღე გწერდი, იქამდე სანამ შენი მერქვა ისევ – შენობა... და მერე აზრებს გადახადა ქარმა კრამიტი და უპეებში ჩამოვიდა წვიმების კვალი. სარემონტოა ნესტით მპალი ჩემი კედლები, როგორ არ მეთქვა ამიხსენი, ერთი მითხარი.
წუხელ წავიკითხე და დიდიხანს ვფიქრობდი...
ეს ის ლექსია,რომ ამეკვიატება..
5. მულტფილმები არ მომეწონა ტექსტში ძალიან. ისე მართლა მძიმე ნაწერია,ემოცირი დონეზე საკმაოდ დატვირთული,სახეობრივი თვალსაზრისითაც არ "მოიკოჭლებს". შენი ბოლო ნაწერებიდან ყველაზე მეტად ეს ვიგრძენი.
ცოტა დასაწმენდია თუმცა...
და სუბიექტურად-შენ ერთი მყავდი საფიცარი ჩემი ქვეყანაც.-ეს არ მომეწონა(ზოგადად არა მგონია რამე დასაწუნებელი სჭირდეს) მულტფილმები არ მომეწონა ტექსტში ძალიან. ისე მართლა მძიმე ნაწერია,ემოცირი დონეზე საკმაოდ დატვირთული,სახეობრივი თვალსაზრისითაც არ "მოიკოჭლებს". შენი ბოლო ნაწერებიდან ყველაზე მეტად ეს ვიგრძენი.
ცოტა დასაწმენდია თუმცა...
და სუბიექტურად-შენ ერთი მყავდი საფიცარი ჩემი ქვეყანაც.-ეს არ მომეწონა(ზოგადად არა მგონია რამე დასაწუნებელი სჭირდეს)
4. შენ ერთი მყავდი საფიცარი ჩემი ქვეყანაც.
ჯერ მარტო ამ სიტყვებისთვის გეკუთვნის 5! შენ ერთი მყავდი საფიცარი ჩემი ქვეყანაც.
ჯერ მარტო ამ სიტყვებისთვის გეკუთვნის 5!
3. როგორ არ მეთქვა, არა მაინც, როგორ არ მეთქვა, რომ ყველა ქუჩა, სულ ყველა ხე, გზა, ქვა თუ კენჭი ყოველ გავლაზე დასცინოდნენ ჩემს უშენობას. მე ვიბრალებდი, თითქოს მყავდი, ყოველდღე გწერდი, იქამდე სანამ შენი მერქვა ...
სული ამატკიე, თაკა!!! მძიმეა... +5 როგორ არ მეთქვა, არა მაინც, როგორ არ მეთქვა, რომ ყველა ქუჩა, სულ ყველა ხე, გზა, ქვა თუ კენჭი ყოველ გავლაზე დასცინოდნენ ჩემს უშენობას. მე ვიბრალებდი, თითქოს მყავდი, ყოველდღე გწერდი, იქამდე სანამ შენი მერქვა ...
სული ამატკიე, თაკა!!! მძიმეა... +5
2. ტკივილიანია...ფინალი აუტანლად მძიმე!.. ტკივილიანია...ფინალი აუტანლად მძიმე!..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|