ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2011


ჭა

ჩემ ძმებს

თითებით ჩორკნი ჭაობიან ველს, გავხარ ბოგანოს,
ამის გამოა ერთფეროვანი დღეები, ღამეც,
გინდა გაექცე ყველას, ან გინდა ვინმემ მოგაგნოს,
მერე კი მხრებზე ჩამოგეკიდოს სიკვდილის ღალი.

მიცურავ, (ხვდები), ქვირითობის დროს ათასებიდან
შენ ის თევზი ხარ - მსხვერპლი მეთევზის ფაცრის, ანკესის,
შეატყობ, რწმენაც თვითდაჯერების სათამაშოა,
რომელიც უნდა გაარღვიო და შემდეგ დაკემსო...

ჩავლილ კოშმარებს ვერ გაურბიხარ, გარშემო უვლი,
ის კოშმარებიც გველის ტყავივივით იცვლება თურმე,
მიწის პირისკენ დაშვებულია დამდნარი ლულა
და ქალაქს ასდის, ნახანძრალ ქალაქს, სანგრების სუნი.

ასე დაიმსხვრა შენში სიცოცხლის თითო პრიაპე,
კალაპოტებიც ჩახერგილი აქვს გრძნობების ნაკრებს,
შენ დგახარ ჭასთან, ღორღით ავსებულ ჭების პირისპირ
და საუკუნოდ გინდა ეგ ხედი ღორივით დაკლა,

რადგან იქ მხოლოდ პირქვე დაცურავს ორსული ქალი
და ემბრიონი, რომელიც უცდის ჩიტების ჭიკჭიკს,
მანდ ჩაიმუხლე, (დამერწმუნები) ძალიან მალე,
ის თვითონ მოვა ხელის გულებით ლურსმნებს, ვინც იჭერს.

და ხვდები იმას, რომ ემგავსები მოხუც ბოგანოს,
რკინაზე მეტად, მხრებზე გაწვება მოღლილი ღალი,
მიდი, იყვირე, ერთი იმათიც, თუ ვერ მოგაგნეს
და სამუდამოდ შემოიხვიე, დენთვით ღამე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები