ო, ბოშა ქალების ნაღველი, ყოველღამ ცეცხლად რომ ანთია _ დაკარგულ კალაპოტს მისტირის და გზათა შორეულ განთიადს.
ფედერიკო გარსია ლორკა
ვილნიუსის თეატრი ლამაზი ფორმის იყო და მისი გემოვნებიანი მორთვა მიიზიდავდა ყველას, თუნდაც სპექტაკლების არამოყვარულ საზოგადოებასაც.
საბჭოთა კავშირი მოითხოვდა ჩარჩოიანი აზროვნების ათვისებას განსაკუთრებით მათთვის, ვინც იყო ახალგაზრდა და ყოველთვის ითხოვდა ახალს, მაგრამ ერთფეროვანი ცხოვრება ერთი მატორით ქოქავდა საზოგადოებას და დაქოქვის უფლებას ინტელიგენციას არ აძლევდა.
ლიტვაში ჩამოსვლა ჩემი ახირება არ ყოფილა, მაგრამ ჩემი მეგობრები, რატომღაც ასე თვლიდნენ, არადა ლიტვაში მხოლოდ იმიტომ ჩამოვედი, რომ შუაგული ევროპის ხილვა მსურდა.
სასაცილოა, მაგრამ დარწმუნებით ვიცი, რომ მოგზაურობიდან დაბრუნებულს ნებისმიერი კომუნისტი მწერლისთვის, რომ მეთქვა ჩემი ევროპული არდადეგების შესახებ, აუცილებლად მილიციას მოუყვებოდნენ ჩემი საეჭვო მოგზაურობის შესახებ. საინტერესოა, როგორ იმოქმედებდა ამ შემთხვევაში მილიცია---- ხალხის დამცველი, უზენაესი დახმარება. ლიტვაში ჩამოსვლის სურვილი პირველად მაშინ გამიჩნდა, როცა საბჭოთა კავშირის რუკას ვათვალიერებდი და რუკამ თვალი ცენტრალური ევროპისკენ გააქცუნა, სადამდეც მიდიოდა საბჭოელთა საზღვრები. იქ კი ბრწყინვალე სამეული:ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ისხდნენ. ჩუმად იყვნენ სამივენი, ხმას არ იღებდნენ, მაგრამ რუკითაც ადვილად მიხვდებოდით, რომ თავისუფლებაზე ფიქრი ყველაზე მეტად მათ შეუძლიათ, მაგრამ ეს ჩემს ბავშვობაში იყო და პირველად მაშინ ვიფიქრე, რომ არსებობდა ორი გზა, თუმცა ორივე მოითხოვდა თავგანწირვას. ფრენა და ცურვა იყო რაზეც მე ვფიქრობდი მაშინ და ეს მაშინაც გამახსენდა, როცა ''ჯინსების თაობას'' ვკითხულობდი, სადაც ირაკლი გიჟივით უმეორებდა პროკურორს , რომ ამ ქვეყნიდან მხოლოდ ცურვით გააღწევდა, მაგრამ პროკურორი მაინც ვერაფერს მიხვდა.
არსებობდა მესამე და ყველაზე სწორი გამოსავალი იმ გამოსავლებს შორის, რაც კი არსებობს და რასაც კი მოიგონებს კაცობრიობა, თუმცა ამ გამოსავლის შესახებ მერე მოვყვები.
ვილნიუსში ჩამოსვლა იმ მიზნითაც გვსურდა, რომ სპექტაკლებს დავსწრებოდით.როგორც ამბობდნენ, მაშინ ყველაზე ორიგინალური სპექტაკლები ამ თეატრში იდგმებოდა და ერთი ყველაზე დამახასიათებელი და უცნაური რამ ხდებოდა აქ:თეატრის ყველა თანამშრომელი დარაჯით დაწყებული და დირექტორით დამთავრებული ყველა ესწრებოდა პრემიერას. არვიცი ვინ ასრულებდა დარაჯის ფუნქციებს, მაგრამ ეს რომ ასე იყო მხოლოდ მაშინ დავწმუნდი, როცა ვნახე, რადგან მართლა არ მჯეროდა.
თეატრში, სადაც ლიტველი ვუნდერკინდი რეჟისორი საკუთარ პიესებს დგამდა , არასდროს სჩიოდა, რომ არავინ გამოთქვამდა მოწონებას სპექტაკლების მიმართ, რადგან თავადაც ხვდებოდა, რომ მისი სპექტაკლებზე დასწრება უკვე გმირობა იყო და ხმის საჯაროდ ამოღება თვითმკვლელობას უდრიდა, მაგრამ ეს თვითმკვლელობა ბევჯერ ხალხს აცოცხლებს ხოლმე, თუმცა ესეთი თვითმკვლელობები ისეთივე იშვიათია, რომ ხალხს თითქმის სულ ძინავს. სპექტაკლები ყველას ძალიან მოსწონდა, თუმცა თავში გავლებული აზრები, თავშივე რჩებოდა და გასაქანს არ აძლევდა პროდასავლურ ორიენტაციას, ხმის ამოღება საოცრად ძნელი იყო., თუმცა ყოველთვის ვეთანხმებოდი იმ აზრს, რომსაბჭოეთში ლიტველები და საერთო ბალტიისპირელები ყველაზე მაგარი პატრიოტები იყვნენ და არიან ერთსულოვნების სულისკვეთებით.
სიმბოლურია,მაგრამ ვილნიუსში მხოლოდ ერთი წიგნი მქონდა წაღებული, სან-მარინოელი ფეხბურთელის დე ლუიჯის ავტორობით.წიგნი,რომელიც მცირერიცხოვან ერებზე დაწერა და ყდაზე წარწერა გააკეთა: ''ცხოვრობ იმპერიაში, არ ნიშნავს იყო იმპერიელი. გიყვარს სამშობლო, არ ნიშნავს უერთგულო იმპერატორს''
საინტერესო იყო ამ წიგნის ისტორიაც.ყველაფერი უცნაურად მოხდა, მაშინ სტუდენტი ვიყავი და სადაზვერვო სამსახურის რიგით თანამშრომელთან მომიხდა ურთიერთობა.საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა ამხანაგი ალექსანდროვიჩი და მისი პროფესიის ადამიანისთვის არადამახასიათებელი სიყვარული მუსიკისადმი, ჩვენი დამეგობრების მთავარ ფაქტორად იქცა.ხალხური მუსიკაზე გიჟდებოდა, თუმცა როკიც ძალიან მოსწონდა და მისმა არანორმალურმა სიყვარულმა სამშობლოსადმი სამსახურიც დააკარგინა, თუმცა მანამდე იმდენი შეძლო, რამდენიც ბევრი ქართველისთვის სანატრელია, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ იგი მართლა გამორჩეული იყო და ჩემი მოთხრობის წერის იდეა მისმა ცხოვრებამ წარმოშვა. ხალხში ვეძებდი იმ ადამიანს, რომელიც საოცარია, მაგრამ დაზვერვაში ვიპოვე.
კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობა, მაგრამ საბჭოთა კავშირის სიბერე უფრო დამამახსოვრდა. დაახლოებით ისეთივე სიხარული ჰქონდა მის დაშლას, როგორიც ბავშვს აქვს ხოლმე საყვარელი სათამაშოს ყიდვის შემდეგ, მაგრამ მან იმდენი ტკივილი დატოვა ამ მცირე დროის განმავლობაში, რომელიც მანამდე ასწლეულებმა და ათასწლეულებმაც ვერ დატოვეს.
წლების ფიქრი მეოცე საუკუნის მიწურულისკენ იყო მიმართული და საუკუნის დასასრულს სულმოუთმენლად ელოდა, რადგან წინ მსოფლიოს ბოლო იმპერიის ბოლო დღეები იდგა.
ამხანაგი ალექსანდროვიჩი წარმოშობით ლაზი იყო, თუმცა საქართველოში გაზრდილი და წლების შემდეგ ლაზური თეატრის ერთადერთი დამლაგებელი.სიკვდილის წინ მშობლების წერილებში ისიც აღმოაჩინა, რომ მისი ეკლესიური სახელი ელიოზი იყო, თუმცა კომუნისტებს ისე აერიათ მისი ოჯახის წევრების ფიქრები, რომ რელიგიისთვის ვეღარ მოიცალეს, რასაც ყველაზე მეტად თავად ალექსანდროვიჩი განიცდიდა, მაგრამ სიკვდილის წინ ის ახარებდა, რომ ერთ-ერთმა პირველმა ''გაჭრა გზა'' და ჩემი თხოვნა პირნათლად შეასრულა, რადგან სან მარინოელი კაცის წიგნი და ბრაზილიული გიტარა ჩემთვის ისეთივე სანატრელი იყო, როგორც ბევრი სხვა რამ.
სამსახურიდან გამოშვების მთავარ მიზეზად ასაკი დაუსახელეს, თუმცა თავად გამოექცა იმას, რაც ყველაზე ნაკლებად უყვარდა, მაგრამ ყველაზე მეტი დრო დაახარჯა.
ლაზური თეატრი ის გარემო იყო, სადაც იდგა ქართული ფესვები.არვიცი არსებობს თუ არა იგი ოფიციალურად, მაგრამ ვიცი, რომ არაოფიციალურად საუკუნეებს ითვლის.ალექსანდროვიჩის ანდერძის მიხედვით ყველაფერი ლაზებს გადაეცათ.მომეჩვენა თითქოს,რომ ლაზური მომავალი კიდევ უფრო ფერმკრთალდებოდა, რაც უფრო მეტად გრძნობდა მიხაილოვიჩი სიკვდილს.სიკვდილი კი მოვიდა, მაგრამ ათიოდე კაცმა გააცილა იგი ლაზეთისკენ, სადაც განისვენა სამარადისოდ.
ლიტვაში ყოფნისას კვლავ გამახსენდა ალექსანდროვიჩი და ვიგრძენი , რომ ლაზური თეატრის ოფიციალური დაარსების იდეა იმ მომენტში მხოლოდ ჩემი ოცნება იყო და მის გაცნობას ყველა ქართველისთვის ვაპირებდი, თუმცა ოცნება ხშირად ისეთი საშიშია ხოლმე, რომ ბევრჯერ მიფიქრია მისი აღსარებაში თქმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. თუმცა პოეზიას არც ჰგავს
ჟანრი შეუცვალეთ
ავტორი: ბობი ბრაუნი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1 2
26 ივნისი, 2011
თუმცა პოეზიას არც ჰგავს
ჟანრი შეუცვალეთ
ავტორი: ბობი ბრაუნი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1 2
26 ივნისი, 2011
3. თუმცა ოცნება ხშირად ისეთი საშიშია ხოლმე... თუმცა ოცნება ხშირად ისეთი საშიშია ხოლმე...
1. ირაკლი გიჟივით უმეორებდა პროკურორს , რომ ამ ქვეყნიდან მხოლოდ ცურვით გააღწევდა_ _თვალები დახუჭე სოლედად. იქ, დაბლა მდინარე ხმაურობს (ლორკა) :)
არაა ცუდი ნაწერი,ბობი ,,მაგრამ ერთფეროვანი ცხოვრება ერთი მ-ო-ტორით* ქოქავს საზოგადოებას :) ირაკლი გიჟივით უმეორებდა პროკურორს , რომ ამ ქვეყნიდან მხოლოდ ცურვით გააღწევდა_ _თვალები დახუჭე სოლედად. იქ, დაბლა მდინარე ხმაურობს (ლორკა) :)
არაა ცუდი ნაწერი,ბობი ,,მაგრამ ერთფეროვანი ცხოვრება ერთი მ-ო-ტორით* ქოქავს საზოგადოებას :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|