ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამაზ დევიძე
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2011


* * *

მის ბალმონტ
თხოვნა მაქვს ამჯერად,
ვენდობი თქვენს უზღვავ სიკეთეს,
მომისმენთ... მე თუმცა სიმართლის არ მჯერა...
და მერე გულიდან მოვიკვეთ თქვენს ხსოვნას მზიანი დღეებით დაფარულს...
მის ბალმონტ,
მინდორში ვიყავი და ძილი ასე რომ დავნატრით მუშები,
_თქვენი ქმარყოფილის ლურჯ კიტელს გაფიცებთ არ გამთქვათ_ მეწვია...
მახსოვდა უბედურ მატილდას ტირილი
და მასთან უბრალო სარეცლის გაყოფა,
როდესაც მე თქვენზე ფიქრი შემოვბედე...
და თქვენ დამესიზმრეთ...
ცოდვაა მერწმუნეთ და მეც გთხოვთ შენდობას,
და თუნდაც მარადის, მარადის  მეღვიძოს,
უბედურ მატილდას ტირილი გახსოვდეთ,
მის ბალმონტ ძვირფასო, აღარ დამესიზმროთ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები