ჰო ყოველთვის ასეა... ხშირად მაგვიანდება ერთი წამი, ერთი წუთი, ერთი საათი, ერთი დღე. ჰო, ყოველთვის ასეა, ხშირად ვაგვიანებ ერთი წამით, ერთი წუთით, ერთი საათით, ერთი დღით. და ეს ერთი თავდაყირა აყენებს ყველაფერს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოველთვის მრჩება საყვარელი ნივთი იქ, სადაც ვიყავი და ისევ უნდა დავბრუნდე. და რატომღაც ყოველთვის ვკარგავ ადამიანს, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემი ოცნებები ყოველთვის სრულდება ერთი წამის, ერთი წუთის, ერთი საათის, ერთი დღის დაგვიანებით. და ხშირად ეს ერთი ძალიან გვიანია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ახლა შენ - ყველაფერი ხარ ჩემთვის, ის - უკვე არაფერი. და ეს ყველაფერი დღეს ხდება არცერთი წამის, არცერთი წუთის, არცერთი საათის, არცერთი დღის დაგვიანებით. და ჩემი სადღაც დარჩენილი საყვარელი წიგნი ახლა შენთანაა უკანდასაბრუნებლად. იქნებ იმიტომ, რომ აღარ დამაგვიანდეს, ოცნებები დაგვიანებით აღარ ასრულდეს და ციფერბლატმა აღარ მამცნოს ჩემი დროის დაგვიანება. ჰო, ყოველთვის ასეა... ხშირად მაგვიანდება. დაბადებით კი, თურმე, ზუსტად ერთი თვით, ერთი დღით, ერთი საათით, ერთი წუთით და ერთი წამით ადრე დავიბადე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოველთვის მრჩება საყვარელი ნივთი იქ, სადაც ვიყავი და ისევ უნდა დავბრუნდე. და რატომღაც ყოველთვის ვკარგავ ადამიანს, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. არ ვიცი, რატომ,
უჰ,რა ზუსტია..:( არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოველთვის მრჩება საყვარელი ნივთი იქ, სადაც ვიყავი და ისევ უნდა დავბრუნდე. და რატომღაც ყოველთვის ვკარგავ ადამიანს, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. არ ვიცი, რატომ,
უჰ,რა ზუსტია..:(
14. მომწონს.... განწყობა და ფორმა ერთიანად მიგაქანებს იქ, სადაც ,,გაგვიანდება''......:) მომწონს.... განწყობა და ფორმა ერთიანად მიგაქანებს იქ, სადაც ,,გაგვიანდება``......:)
13. ადრე რომ დაიბადე, იმიტომ გაგვიანდება სულ ყველგან. გურული ხომ არ ხარ შენ შემთხვევით? ხო იცი ტაქსს რომ გაუჩერებენ – დაბრძანდით ბატონოო და გაუშვებს – სად მცალია დასაჯდომადო...ჰა–ჰა–ჰა ადრე რომ დაიბადე, იმიტომ გაგვიანდება სულ ყველგან. გურული ხომ არ ხარ შენ შემთხვევით? ხო იცი ტაქსს რომ გაუჩერებენ – დაბრძანდით ბატონოო და გაუშვებს – სად მცალია დასაჯდომადო...ჰა–ჰა–ჰა
12. აუ მე დავიღალე შუა ნაწილში და მივაგდე როგორც ბიძია თომას ქოხი დაწყებისთანავე მე4 კლასში : )) აუ მე დავიღალე შუა ნაწილში და მივაგდე როგორც ბიძია თომას ქოხი დაწყებისთანავე მე4 კლასში : ))
11. რიტმი? :-? :) რიტმი? :-? :)
10. საინტერესოა... 5 საინტერესოა... 5
9. ხშირად მაგვიანდება. დაბადებით კი, თურმე, ზუსტად ერთი თვით, ერთი დღით, ერთი საათით, ერთი წუთით და ერთი წამით ადრე დავიბადე.
შეკრული და ლამაზი ფინალი. მოგიკითხე მთელი სითბოთი. ხშირად მაგვიანდება. დაბადებით კი, თურმე, ზუსტად ერთი თვით, ერთი დღით, ერთი საათით, ერთი წუთით და ერთი წამით ადრე დავიბადე.
შეკრული და ლამაზი ფინალი. მოგიკითხე მთელი სითბოთი.
8. მეც მომეწონა...5! მეც მომეწონა...5!
7. ho, saaTis wikwikiviTaa,,,:) ho, saaTis wikwikiviTaa,,,:)
5. მახსოვს, როგორც მახსოვს :) კარგია.
მახსოვს, როგორც მახსოვს :) კარგია.
4. ხშირად მაგვიანდება. დაბადებით კი, თურმე, ზუსტად ერთი თვით, ერთი დღით, ერთი საათით, ერთი წუთით და ერთი წამით ადრე დავიბადე. ეს ფაქტია ??? :):):) ხშირად მაგვიანდება. დაბადებით კი, თურმე, ზუსტად ერთი თვით, ერთი დღით, ერთი საათით, ერთი წუთით და ერთი წამით ადრე დავიბადე. ეს ფაქტია ??? :):):)
3. ისე, სულ ასეა გუშინ ადრე იყო , დღეს უკვე გვიანაა, შენ "ერთი" მაინც იპოვე, მე ის "ერთიც" ვერ მიპოვია, სად მაგვიანდება ვერ ვხვდები :) მოგიკითხე ნელ ... :-* თბილ და ჩვილ გულა :) ისე, სულ ასეა გუშინ ადრე იყო , დღეს უკვე გვიანაა, შენ "ერთი" მაინც იპოვე, მე ის "ერთიც" ვერ მიპოვია, სად მაგვიანდება ვერ ვხვდები :) მოგიკითხე ნელ ... :-* თბილ და ჩვილ გულა :)
1. ტემპი აქვს ლექსს – აი ისეთი, როცა სადღაც გაგვიანდება:)
კარგია. ტემპი აქვს ლექსს – აი ისეთი, როცა სადღაც გაგვიანდება:)
კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|