ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პროზა
29 ივნისი, 2011


ნაწყვეტები ხორვატი კაცის დღიურიდან





                                                                                                            ო, ბოშა ქალების ნაღველი,
                                                                                                            ყოველღამ ცეცხლად რომ ანთია _
                                                                                                            დაკარგულ კალაპოტს მისტირის
                                                                                                            და გზათა შორეულ განთიადს.





  ხორვატიაში გვიან ჩამოვედი, უკუნეთი ღამე იყო.მგზავრობამ დიდხანს გასტანა.მე ხომ ახალი ზელანდიიდან ვბრუნდებოდი ჩემს უძველეს სამშობლოში.

  გენეტიკასთან შეხება ხშირად მქონდა პროფესიიდან გამომდინარე, თუმცა მის ჭეშმარიტებაში ეჭვი აღარ შემიტანია, როცა ამ დანგრეულ და გაფარჩაკებულ ქუჩებს ვხედავდი, რადგან მეგონა, რომ ეს დანგრეული ქუჩები ნანახი მქონდა და მე ვიბრძოდი იმ საშინელ ომებში ხორვატ მეომრებთან ერთად და მეც მქონდა შეტანილი მცირე წვლილი მის გადარჩენაში, თუმცა ჩემი ურთიერთობა ჩემს სამშობლოსთან დღეს დაიწყო, თუ არ ჩავთვლით ჩემი ბაბუის მიერ ნამღელ ხორვატიულ ხალხურ სიმღერებს.

  მეხსიერება კი თავისას შვრებოდა და სევდანარევ ჩემს ბაბუას, ბაბუა ივოს მახსენებდა, რომელიც ჩემს ბავშვობაში ხორვატების ხალხური მუსიკის ჰანგებს ჩემს საწოლთან მთელ ხმაზე აკვნესებდა, მაგრამ მე არ მომწონდა მაშინ მისი საქციელი, რადგან ძილი მსურდა. მაშინ ხომ 3-4 წლის მშობლებისგან გათავხედებული ბავშვი ვიყავი და არ მაინტერესებდა ჩემი უძველესი სამშობლო, ჩემი ხორვატია, ჩემი წინაპრების სევდიანი წარსული, რომელსაც ბაბუა გამარჯობასავით იმეორებდა და შეშლილივით ამბობდა, რომ ხვალ მიემგზავრებოდა შიბენიკში, ხორვატიელთა საზღვაო ქალაქში, თუმცა ეს ხვალე ძალიან ჭიანურდებოდა და სამწუხაროდ არასდროს დადგა, მაგრამ დადგა ჩემს ცხოვრებაში.

  როდესაც ბაბუას სიცოცხლე ბოლო წუთებს ითვლიდა, მე მას დავპირდი, რომ დავბრუნდებოდი ხორვატიაში და კიდევ იმას დავპირდი, რომ სიკვდილის შემდეგ მას გადავასვენებდი და მისი დიდი ბაბუის გვერდზე იქნებოდა მისი სამუდამო განსასვენებელი, თუმცა ეს გულში ვთქვი, რადგან ბაბუას კვლავ სჯეროდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა და უკვე არა მარტო, არამედ ჩემთან ერთად დაბრუნდებოდა გაკომუნისტურებულ სამშობლოში, რომლის შესახებ ინფორმაციას საერთოდ ვერ იღებდა, მაგრამ სჯეროდა, რომ მისი ქვეყანა ისეთივე ლამაზი იქნებოდა, როგორიც დატოვა. დატოვა მაშინ,როცა იყო 10 წლის, თავიდან ვერ შეეწყო ზელანდიას და ზელანდიელებს, თუმცა შემდგომ ზელანდიელთა ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი ცოლად მოიყვანა.ქორწილში ბაბუა მხოლოდ ხორვატიულად მღეროდა, თითქოს ამით სამშობლოს ბოდიშსაც უხდიდა, მას ხომ ყველაზე მეტად სისხლის აღრევა არ სურდა და მისი ეშინოდა, თუმცა იმ მომენტში არ არსებობდა სხვა გზა.ზოგჯერ არის გამოუვალი სიტუაცია და ეს მოხდა მის ცხოვრებაში.

  კოკაინით გაბრუებული ბავშვობის მეგობრები მპირდებოდნენ, რომ იშოვიდნენ დიდ ფულს და წავიდოდნენ ჩემთან ერთად რევოლუციური შემართებით იუგოსლავიაში, ერთად გავანთავისუფლებდით ხორვატიას, ვიცხოვრებდით შიბენიკის ყველაზე არისტოკრატიულ უბანში, საიდანაც იყო ჩემი ფესვები. საოცარია, მაგრამ მე მართლა მჯეროდა, რომ ჩვენ მართლა შევძლებდით ამას.არვიცი რისი ბრალი იყო ეს...ჩემი ბავშვური ოცნების თუ ახალგაზრდული შემართების....მაგრამ გულში დღემდე მჯერა, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო...

  უბანი, სადაც ვცხოვრობდით ნარკომანებით, პიდარასტებით, მკვლელებითა და რა ვიცი რა რჯულისა და რა აზროვნების ხალხით არ იყო დასახლებული.არვიცი რატომ , მაგრამ მაშინ მხოლოდ ნარკომანების მჯეროდა, სანამ მამაჩემი სამსახურს შეიცვლიდა და სოფელში, აფსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში მოგვიწევდა ცხოვრება, სადაც ჩვენი პირველი ჩასვლა მოულოდნელობებთან იყო დაკავშირებული. სიწყნარე, ხალხის სიმცირე, მათი უცნაური რეჟიმი: დილის 6 საათიდან ყველანი ფეხზე იყვნენ და სამუშაოდ მიდიოდნენ.და ყველაზე მთავარი: იქ გავიცანი გოგო, რომელიც ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახდა, მან მე მაჩუქა ორი პატარა , თუმცა ეს ჯვრისწერამდე მოხდა და ჩემი არარელიგიური ცხოვრების ყველაზე შავი ლაქები ჯვრისდაუწერებლობამ გამოხატა.ამან სინანულში ჩამაგდო, მას შემდეგ, რაც მამა აბიათარმა ზელანდიის ახლადაშენებულ ეკლესიაში, უძველესი წესით მომნათლა და თან მიქადაგა.

  უცნაური რამ შემემთხვა ნათლობის ღამეს. ბაბუას ხორვატიული ხალხური სიმღერები და მამა აბიათარის ქადაგება ერთმანეთში გადამეხლართა და ვეღარ ვიხსენებდი , ვინ რას მეუბნებოდა. თითქოს ისინი ერთად იდგნენ და ერთხმად ამბობდნენ ყველაფერს. ასეთი სიმშვიდე არასდროს მიგრძვნია. ჩემი სხეული და სული სიმშვიდემ მოიცვა.

  ფიქრებმა წამიღო , შორს რომ აღარ წავიდე, დავასრულებ დღევანდელი დღიურის წერას და იმასღა ვიტყვი, რომ ხვალ რთული დღე მელის, მაგრამ სასიხარულო. სასტუმროდან მივდივარ ჩემი წინაპრების საგვარეულო სასაფლაოზე, სადაც დიდი ბაბუის გვერდით, პირობისამებრ,საუკუნო განსასვენებელს ჰპოვებს ბაბუა, ბაბუა ივო.

                                                                        * * *
  ომი ახალი დასრულებული იყო.სამწუხაროდ მისი დასრულების შემდომ უფრო დიდი საშინელებები ხდება. როცა ბაბუა ივო დავასაფლავეთ შორეული ნათესავების გაცნობა მომიხდა. საკმაოდ ცუდად ვმეტყველებ ხორვატიულად, ამიტომ გამიჭირდა მათთან ურთიერთობა, მაგრამ მაინც ყველაფერი გავიგე.მით უმეტეს ის, რაც ჩემს ქვეყანას ეეხებოდა.ნათესავთაგან ერთ-ერთმა ბიჭმა, რომელიც დაახლოებით 20-22 წლის იყო საშინელი ამბავი მოყვა ოჯახზე, რომელშიც 7 ბავშვი ცხოვრობდა და აქედან 5 შიმშილით გარდაიცვალა, მაგრამ ეს არც ომამდე მომხდარა და არც ომის დროს, არამედ ეს იყო ომის შემდეგ.

  საომარი მოქმედებების დროს ადამიანებში იღვიძებს თვითგადარჩენის ინსტინქტი.სწორედ მაშინ ვხედავთ ვის უფრო მეტად უყვარს სამშობლო და როგორ გამოხატავენ მისდამი სიყვარულს.


  ომი ყოველთვის ცუდ ასოციაციას იწვევს, რაც არ უნდა მშვიდობიანი იდეები ამოძრავებდეს მასში ჩათრეულ ქვეყანას, თუმცა არც ომში ჩათრეული ქვეყანა არსებობს, რადგან ყველა ქვეყნის საზოგადოება იმას მოიმკის, რასაც დასთესავს.ღმერთი იმას მოგვცემს, რაც გვეკუთვნის და უმეტესად იმაზე მეტს გვაძლევს, ვიდრე ვიმსახურებთ.ასე რომ ომის დროს ჩემი აზრით მტყუანი და მართალი არ არსებობს, თუმცა ეს ყველას აინტერესებს. რეალურად კი მხოლოდ პოლიტიკოსებმა იციან ვის არ სურს ომი.

  პოლიტიკოსების გამამართლებელი საუბრები ნუ დაგაბნევთ. მათი უმრავლესობის ერთადერთი მიზანი ხომ ხალხის გაბრუებაა.ისინი არასდროს საუბრობენ თავიანთ შეცდომებზე და თუ საუბრობენ, მხოლოდ მოჩვენებით და გადაკვრით.რომ შემეძლოს ყველა ხორვატს ვეტყოდი არ მოუსმინონ პოლიტიკოსებს, მაგრამ დაუკვირდნენ მათ მიერ გაკეთებულ საქმეებს და ამის შემდეგ გამოიტანონ დასკვნები.სწორედ ამის შემდეგ მიხვდებიან, რომ პოლიტიკოსებშიც არსებობენ პატიოსანი ადამიანები, მაგრამ არა ისინი, ვინც მხოლოდ ლაპარაკობს.

  სამწუხაროა, მაგრამ რაც დრო გადის უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ ომი ყველაზე მეტად პოლიტიკოსებს სურთ, არადა ყველაზე მეტად სწორედ ისინი საუბრობენ მშვიდობის დამყარებაზე.

  ხორვატია ჩემია სულითხორცამდე და მემინდა მოვკვდე აქ, შიბენიკის ქუჩებში მიპოვონ მშიერი, დაგლეჯილი ტანსაცმლითა და მებრძოლი სულისკვეთებით.მე მინდა ვიცხოვრო აქ, მხოლოდ აქ.არ მსურს გრანდიოზული პანაშვიდები ზელანდიაში, არ მსურს მოოქროვილი ტანსაცმელი კუბოში ჩამაყოლონ.მე მინდა მოვკვდე აქ.

  ჩემი სული ითხოვს ბრძოლას იმ მშიერი ბავშვებისთვის, რომლებიც შეიწირა ომმა, სიძულვილმა და სისხლმა.მე მსურს ბრძოლა ხორვატიისთვის, მაგრამ არ მინდა ომი, არ მინდა ომი.

  არ მსურს მაღალფარდოვან საზოგადოებებთან ურთიერთობა ჩემს გამზრდელ ქვეყანაში.არ მინდა ზელანდია, მე მინდა აქ.ჩემი ცხოვრების მიზანს წარმოადგენს ბაბუის ოცნების აღსრულება, რომელი უკვე აღსრულდა, რადგან მე მინდა აქ.არ მიყვარს უცხოეთს ოქროები, მე მიყვარს ჩემი ქვეყნის ნაგავი. მე მინდა ვიცხოვრო აქ და მე მინდა მოვკვდე აქ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები