 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 9 ივლისი, 2011 |
ჩემს ნაზ ოცნებებს, ფრთებითა გაშლილს, მთვარე ეშმაკი აღარ უცინის, ჩემი ნატვრები ზღვის ნისლებს მიაქვს, დავიბრუნებ კი, აბა ვინ იცის?!
მთაწმინდის თავზე ძილს მისცემია, გადაუყრელი სევდისა ჯანღი, რა დაგვემართა, სახდელია თუ, ანტიქრისტეთა უდროო ჯანყი?!
თბილისურ ჭადრებს თავი მოჰკვეთეს, გოგო-ბიჭებს რომ მიაცილებდა, რუსთველზე პალმა და თესლი უცხო, არა, ვერასოდეს აღმოცენდება!
ვეღარ ხტის გვარზე ქართული კვიცი, თითქოს მანქურთებს უბოძა გონი, კვლავ აქვითინდა და შველას ითხოვს, მიტოვებული, სული ობოლი.
და სულ ეს დარდი, ტირილი, ოხვრა, ეყო, გაწამდა, ქართლის ზმანება, ამდენ ნატანჯი ჩემი ქვეყნისთვის, სამაგალითოდ დამენატრება: ზღვის ნიავქართან მინდა გაჭენდეს, ტატოს მერანის სულისკვეთება, სვეტიცხოველში, ვახტანგის გულზე, ფუტკრის სანთელი რომ დაენთება.
ბეთანიას და კავთა-სამთავისს, ატენის თავზე მზე აცისკროვნებს, ვართ კი ამდენი მადლის მტვირთველნი, რომ შევეხიდოთ ღვთის ანგელოზებს?!
პასუხი ისევ, მარად ჩვენშია, თავად რას ვირჩევთ ძილსა თუ ბრძოლას, სანამ ქართველი დაიცავს ქრისტეს, სვეტიცხოველიც განაგრძობს დგომას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სამშობლო რომ გიყვარს, ეგ კარგია, მაგრამ ეს ლექსი არაფრად არ ვარგა:) სამშობლო რომ გიყვარს, ეგ კარგია, მაგრამ ეს ლექსი არაფრად არ ვარგა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|