ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2008


ჰეიდი (ბარნომუსიას)

ჰეი ჰეიდი, გესალმები და
როგორც ყოველთვის ჰეიდურად მიღიმი,
თვალებს აციმციმებ ეშმაკურად,
ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი...
მიყვარს შენს პატარა სახეზე ეგ ღიმილი,
მეოცნებე გამოხედვა და მის სიღრმეში მიმალული სევდა,
არასდროს არაფერს ამბობენ გაბუტული ტუჩები,
ან ამბობენ, ოღონდ ძალიან იშვიათად...
ჰეი ჰეიდი იცი?
ყოველთვის მეცინება შენს სიარულზე,
მხარზე დაუდევრად მოგდებულ ჩანთაზე,
ჰეიდურ ნაბიჯებზე და თავზე კიკინაზე,
მიყვარს დილის დაწყება შენთან ერთად...
ვინ იცის რამდნი რამ გაწუხებს,
იქნებ გენატრება, იქნებ ელი,
იქნებ გიყვარს და ისევ სდუმხარ, იმიტომ რომ
იცი დუმილი სჯობს...
ჩვენ კი...
ჩვენ კი შეიძლება არც გვესმის ,
არ ვიმჩნევთ ან არ ვიწყებთ საუბარს ამაზე და
უბრალოდ ვგიჟდებით შენს ვითომდა
,,ფეხებზემკიდია“ ხასიათზე...
ჰეი ჰეიდი, გესალმები ყოველ დილით და
ცხვირზე გკოცნი,
შენ კი დამცინი, ან უბრალოდ გეცინება...
მე კი მიყვარხარ ასეთი უცნაური,
ჰეიდური და
სხვანაირი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები