სიცარიელე მაწვება ყელზე სათქმელად, ყელზე კიარა ლაყუჩებზე. რადგანაც ახლა თევზივით ვარ, მუდამ მდუმარე.
დასასრულის დასაწყისამდე მივცურე და ახლა უკვე, ფარფლის შერხევისაც მეშინია. ქვასავით დამძიმებული უშენო – მე, ფსკერისაკენ, რომ არ დავეშვა.
ნუ დაემსგავსები მასას, რომელსაც დესერტადაც არ ვეყოფი. რომელიც ისე გამომხრავს, ფხაც კი არ გადასცდებათ სასუნთქ მილში, რომ ნარჩენებად მაინც ამომახველონ. გააჩერე, უჩემოდ მიმავალი შენი დრო. დაამტვრიე, უჩემობაზე მოწიკწიკე ყველა საათი, რომელიც გახსენებს რომ იქ, სადღაც, მღვრიე მდინარეში თევზი დატოვე. სათქმელისაგან ლაყუჩებშებერილი თევზი.
ამოირეცხე, უჩემობა უგემური მომწამლავი საკვებივით. ამოირეცხე, ისე რომ ლაქაც არ შეიტოვო სხეულის შიდა მტკაველებზე. ამოირეცხე და წყალს გაატანე, წყალს რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად შეუერთდება მდინარეს და სათქმელს როცა ზღვამდე მოიტანს, ტალღების მრისხანე სიჯიუტით, ეცდება დამაჯეროს წყალში დანთქმული მოგონებების გარდა აღარფერი დავრჩენილვარ.
მეასე ხარისხოვანია, ასი სახეობის თევზებიდან ერთ–ერთი. მით უფრო დარდისაგან შეჭმული და უმოქმედობისგან არსებობის უნარ დაქვეითებული. მეასე ხარისხოვანია, თევზისაგან მეთევზის სიყვარული. როცა წყალში გადაგდებულ კაუჭს ათასობით თევზი ზედ ახტება და მას კი, ღრმად სწამს, რომ ადრე თუ გვიან მაინცდამაინც მის წინ დაეშვება მეთევზის კაუჭი.
მეასე ხარისხოვანია ყველა სიტყვა: ნათქვამიც,დაწერილიც და ნაფიქრიც. მეასე ხარისხოვანია: მოგონებებიც და სიზმრებიც. – როცა, მდორე წყალივით, მხოლოდ უძრაობისკენ მოგიწოდებენ და ადრე თუ გვიან, ზუსტად იცი, მხოლოდ ჭაობი თუ დადგება მისგან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. გააჩერე, უჩემოდ მიმავალი შენი დრო ერთი წავა და სხვა მოვა... გააჩერე, უჩემოდ მიმავალი შენი დრო ერთი წავა და სხვა მოვა...
11. დაკიდების თეორემის თანახმად , მოხარული ვარ რომ ხართ და თუნდაც კითხულობთ )) დაკიდების თეორემის თანახმად , მოხარული ვარ რომ ხართ და თუნდაც კითხულობთ ))
10. ტალღების მრისხანე სიჯიუტით, მდორე წყალივით არსებობის უნარ დაქვეითებული. –––> აი ასეთ ფრაზებს და სიტყვათა შეთანხმებებს როცა ვკითხულობ იქ მთავრდება პოეზია და იწყება ბურუსი :)
ნუ დაემსგავსები მასას – რას ლაპარაკობ?! :)
და საერთოდაც რა ამბავია ამდენი "–ვით"? ტალღების მრისხანე სიჯიუტით, მდორე წყალივით არსებობის უნარ დაქვეითებული. –––> აი ასეთ ფრაზებს და სიტყვათა შეთანხმებებს როცა ვკითხულობ იქ მთავრდება პოეზია და იწყება ბურუსი :)
ნუ დაემსგავსები მასას – რას ლაპარაკობ?! :)
და საერთოდაც რა ამბავია ამდენი "–ვით"?
8. ცხონებული გოდერძი ჩოხელი გადაბრუნდებოდა საფლავში:) ცხონებული გოდერძი ჩოხელი გადაბრუნდებოდა საფლავში:)
7. ასატრინა თუ ცოცხალი? ასატრინა თუ ცოცხალი?
6. ხო დამავიწყდა მეთქვა, რომ მართლა დიდი სისულელეა... ხო დამავიწყდა მეთქვა, რომ მართლა დიდი სისულელეა...
5. მახსოვს და ფინალი მომწონს ყველაზე მეტად. მოგიკითხე, ქალ :-*
მახსოვს და ფინალი მომწონს ყველაზე მეტად. მოგიკითხე, ქალ :-*
4. თევზისაგან მეთევზის სიყვარული. როცა წყალში გადაგდებულ კაუჭს ათასობით თევზი ზედ ახტება და მას კი, ღრმად სწამს, რომ ადრე თუ გვიან მაინცდამაინც მის წინ დაეშვება მეთევზის კაუჭი.
შესაშურად თავგანწირული სიყვარული სცოდნია...:-* თევზისაგან მეთევზის სიყვარული. როცა წყალში გადაგდებულ კაუჭს ათასობით თევზი ზედ ახტება და მას კი, ღრმად სწამს, რომ ადრე თუ გვიან მაინცდამაინც მის წინ დაეშვება მეთევზის კაუჭი.
შესაშურად თავგანწირული სიყვარული სცოდნია...:-*
3. ეს არის ერთი დიდი სისულელე ეს არის ერთი დიდი სისულელე
1. საინტერესოდ აზროვნებს და წერს ეს ავტორი – განცდისა და ხედვის საკუთარი რაკურსი აქვს, შესაძლოა, ხანდახან არაორდინალური, განსხვავებული, საკამათო, მაგრამ მაინც, დასამახსოვრებელი – ტკივილი და პროტესტია ხშირად აქ თავისებური!
"მოგონებებიც და სიზმრებიც. – როცა, მდორე წყალივით, მხოლოდ უძრაობისკენ მოგიწოდებენ და ადრე თუ გვიან, ზუსტად იცი, მხოლოდ ჭაობი თუ დადგება მისგან"
(გრამატიკული ხარვეზები არის...) საინტერესოდ აზროვნებს და წერს ეს ავტორი – განცდისა და ხედვის საკუთარი რაკურსი აქვს, შესაძლოა, ხანდახან არაორდინალური, განსხვავებული, საკამათო, მაგრამ მაინც, დასამახსოვრებელი – ტკივილი და პროტესტია ხშირად აქ თავისებური!
"მოგონებებიც და სიზმრებიც. – როცა, მდორე წყალივით, მხოლოდ უძრაობისკენ მოგიწოდებენ და ადრე თუ გვიან, ზუსტად იცი, მხოლოდ ჭაობი თუ დადგება მისგან"
(გრამატიკული ხარვეზები არის...)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|