ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხევისბერი
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2011


მიწა

მე საქართველოს მიწას მუჭით ვერსად წავიღებ,
მიწა ისედაც ერთი მუჭა შეგვხვდა თავიდან,
განგების ნებით, როგორც მწირი თუ მოვკვდი სადმე,
მკვდარი სხეული სხვა მიწასაც კარგად აიტანს...

ვერ დავივიწყებ ბახმაროს და ზღაპრულ საირმეს,
მაგათ მშვენებას გულის საგზლად ყველგან გავიტან,
მე ვერ მოვაკლებ საქართველოს მიწას რაიმეს,
მიწა ისედაც ერთი მუჭა შეგვხვდა თავიდან...

1976

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები