ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2011


ეჭვიანი ვარ!

არ შემიძლია თავის დახრა სიყვარულისთვის,
თუნდ ჩემს საქციელს სიამაყის პიკი დაარქვა,
რაც გინდა ის თქვი, სულერთია უკვე დღეიდან,
გაკიცხვასაც და თბილ სიტყვებსაც ვაგდებ არაფრად...

თუ კითხვებს არ ვსვამ, არასოდეს ვუცდი პასუხსაც,
უფრო ადვილად სხვისად ჩაგთვლი, ვიცი, ჩემად - ვერ,
თუმცა, ამასთან შეგუება შემშლის ჭკუიდან...
ეჭვიანი ვარ, ეჭვიანი - გაგიჟებამდე!!!

ლიკა ოხანაშვილი
21.07.2011


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები