საკვირაო წირვები... პოკერკლუბები ... კაზინოს სახლები... წითელ ფარდებაბრიალებული ბორდელები ... ბორდელები ... ბორდელები ... ღმერთთან, ღმერთის გარეთ თუ ეშმაკთან. ყველა კარი ღიაა და ყველა კარი დახშული. ყველგან საშვია საჭირო _ წმინდანობის ან ურწმუნოების, ან ბოლომდე დაცემის. ... დედა აღმართს რომ აუყვებოდა, შორიდან ლანდი იყო თუ ადამიანის სილუეტი, ვერ არჩევდი. სოფლის ეკლესიამდე დაკიდულ ბილიკზე შენც ბევრჯერ აგივლია. ღმერთთან მიდიოდი, რიტუალთან, თუ შენს დაკარგულ უხილავ "მესთან"... ჰო, დამავიწყდა, სანამ ტაძრის გალავნამდე ააღწევდი, გზად ბოზ ნანუკიას სახლთან უნდა გაგევლო. შეგეძლო ჯერ ევას _ ცოდვის ნაყოფს _ "ზიარებოდი" და მერე უფლისას. რამდენჯერ, მისი კარის ზღურბლთან მდგარს, ქვემოთ _ ნანუკიას მოშილიფებული მკერდის ძუძუსთავები გეძახდა, ზემოთ _ შენი სოფლის ეკლესიის ზარების რეკვა. სულერთი იყო, მეზობლის მწიფე გულაბს მოიპარავდი თუ, ნანუკიას სავსე თეძოებს... იქ, ზემოთ, უფლის სახლი და თან სოფლის სასაფლაო, იქ არ იბადებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველანი იქ სახლდებოდნენ. ზემოთ _ მარადიული სოფელი, ქვემოთ _ ჩვენ დასიზმრებულები, შევყურებდით ბუნდოვანი გაოცებით ყოველ შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში, ძინ-ძინ ძინ _ როგორ წკრიალებდა სოფლის ვეებერთელა ზარი, და ზღურბლთან არ გვაყენებდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. იქ, ზემოთ, უფლის სახლი და თან სოფლის სასაფლაო, იქ არ იბადებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველანი იქ სახლდებოდნენ. ზემოთ _ მარადიული სოფელი, ქვემოთ _ ჩვენ დასიზმრებულები, შევყურებდით ბუნდოვანი გაოცებით ყოველ შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში, ძინ-ძინ ძინ _ როგორ წკრიალებდა სოფლის ვეებერთელა ზარი, და ზღურბლთან არ გვაყენებდა...
იქ, ზემოთ, უფლის სახლი და თან სოფლის სასაფლაო, იქ არ იბადებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველანი იქ სახლდებოდნენ. ზემოთ _ მარადიული სოფელი, ქვემოთ _ ჩვენ დასიზმრებულები, შევყურებდით ბუნდოვანი გაოცებით ყოველ შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში, ძინ-ძინ ძინ _ როგორ წკრიალებდა სოფლის ვეებერთელა ზარი, და ზღურბლთან არ გვაყენებდა...
10. ღმერთთან მიდიოდი, რიტუალთან, თუ შენს დაკარგულ უხილავ "მესთან"...
კარგია :) ღმერთთან მიდიოდი, რიტუალთან, თუ შენს დაკარგულ უხილავ "მესთან"...
კარგია :)
9. ორი სამყარო – ორი რაკურსი – მკვეთრად საპირისპირო, პოეტური სიტყვით მოტანილი! ორი სამყარო – ორი რაკურსი – მკვეთრად საპირისპირო, პოეტური სიტყვით მოტანილი!
8. კარგი კონტრდაპირისპირებაა ლექსში... თემაც მშვენივრად მოტანილი. მოგიკითხეთ ბატონო დავით... კარგი კონტრდაპირისპირებაა ლექსში... თემაც მშვენივრად მოტანილი. მოგიკითხეთ ბატონო დავით...
7. ცხოვრებისეული ჭეშმარიტებაა შთამბეჭდავად გადმოცემული! :) ცხოვრებისეული ჭეშმარიტებაა შთამბეჭდავად გადმოცემული! :)
6. ჰო, დამავიწყდა, სანამ ტაძრის გალავნამდე ააღწევდი, გზად ბოზ ნანუკიას სახლთან უნდა გაგევლო. შეგეძლო ჯერ ევას _ ცოდვის ნაყოფს _ "ზიარებოდი" და მერე უფლისას.
აქ ყველაფერი თავის ადგილზეა ჰო, დამავიწყდა, სანამ ტაძრის გალავნამდე ააღწევდი, გზად ბოზ ნანუკიას სახლთან უნდა გაგევლო. შეგეძლო ჯერ ევას _ ცოდვის ნაყოფს _ "ზიარებოდი" და მერე უფლისას.
აქ ყველაფერი თავის ადგილზეა
5. არის აქ პროფესიონალიზმი. ოღონდ მე სრულიად სუბიექტურად არ მომეწონა. ვერ შევედი ნაწერში. არის აქ პროფესიონალიზმი. ოღონდ მე სრულიად სუბიექტურად არ მომეწონა. ვერ შევედი ნაწერში.
4. ზემოთ _ მარადიული სოფელი, ქვემოთ _ ჩვენ დასიზმრებულები
ლამაზი ლექსია :)
ზემოთ _ მარადიული სოფელი, ქვემოთ _ ჩვენ დასიზმრებულები
ლამაზი ლექსია :)
3. ლამაზი შერწყმა.... ლამაზი შერწყმა....
2. "ზემოთ _ მარადიული სოფელი, ქვემოთ _ ჩვენ დასიზმრებულები, შევყურებდით ბუნდოვანი გაოცებით"...
შთამბეჭდავი ლექსია... როგორც ყველგან და ყოველთვის - ცალი თვალი ადამიანური ვნებებისკენ, ცალი კი ღვთისკენ... "ზემოთ _ მარადიული სოფელი, ქვემოთ _ ჩვენ დასიზმრებულები, შევყურებდით ბუნდოვანი გაოცებით"...
შთამბეჭდავი ლექსია... როგორც ყველგან და ყოველთვის - ცალი თვალი ადამიანური ვნებებისკენ, ცალი კი ღვთისკენ...
1. ლექსი ძალიან კარგი, თუმცა გულის დამძიმება არც ისე მაკლდა და ახლა მითუმეტეს... :( ლექსი ძალიან კარგი, თუმცა გულის დამძიმება არც ისე მაკლდა და ახლა მითუმეტეს... :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|