| ავტორი: მარი ჟანრი: პოეზია 8 აგვისტო, 2011 |
საფმინ! შენი დალალებით დაწნული ოცნებები ქარმა შთანთქა თან, ისეთი უძიროა ლიბრგადაკრული თვალები, როგორც მთვარის ფიგურის ანარეკლი, სადაც გარკვევით იხატება მისი ოდნავ გაპობილი ბაგე. სიყმაწვილის დროინდელი შენი ზმანებებით კვლავაც გაჯერებული არის ჰაერი და ჰორიზონტის უსასრულობაში თავაწყვეტილი მიქრის. თითქოს შენც ნებდები, თითებს კი რიტმულად ამოძრავებ. მიგაჩნდა, რომ შენი ოთახის მიღმა სამყარო, ტანგოს ცეკვით გაბრუებულ, ლოყებაწითლებულ ქალიშვილს ჰგავდა, რომელიც კასკასებდა მამაკაცის წამწამის შეხებისას ლოყაზე ან მისი ცხელი სუნთქვით ეორთქლებოდა კისერი. და სწორედ მაშინ, დედამიწაც დაბნეულ ამორძალს ემსგავსებოდა, საკუთარ სურვილებში, გაურკვევლობის განცდით გაბრუებული. საფმინ! ჩვენ სადღაც, მიღმიერი წიაღიდან ამოვფორთხდით და გონებამ- დავიწყების ტალღებს მიანდო შეყვარება. ეჰ, საფმინ, საფმინ... კაცობრიობის გოლგოთას ჩვენ ვერ ვზიდავთ, რადგან, დასიცხულ სხეულს წყლულებით დახეთქილს არავინ შეგვიხვევს. მხოლოდ, აზრია დიადი ერთურთს შევუშროთ მწუხრი და ფინჯან ყავასთან ამოვწუროთ ლექსიკის უბე. არაადეკვატურობა გამოვლილნი, უაზრო იდეებით შეპყრობილნი ყვავილის ბუტკოს შევცქერთ პირგამშრალნი და ისე ვგრძნობთ ნეტარ სურნელს, როგორც ჩვილი, დედის კანის სუნს. რაღაცებში ისეთივე მართალი ხარ საფმინ- როგორც მე, ზოგადად ყველაფერში ვცდები. წავიდეთ, წავიდეთ საფმინ! ვარსკვლავებით ანთებულ ბილიკს გავუყვეთ და იქ აგიხსნი- თუ რაოდენ დიდია მსგავსება ჩემსა და შენს შორის. პეშვიდან წყალს გასმევ და მოგიკლავ ჟინს წყურვილისას. შენ, შენ საფმინ! ზეცას გახადე აბრეშუმის მოსასხამი და ერთად განვუდგეთ ღრუბელთ სამყოფთ, დაჩრდილული სხეულები მდელოზე მოვასვენოთ. ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში- უყვარდათ, სძულდათ, ციოდათ, კრთოდნენ, ფითრდებოდნენ, გრძნობდნენ- უენოდ, ჩვენ კი, საფმინ თითქოსდა ყველაფერი გვაქვს, თითქოსდა... მოდი, დავივიწყოთ სამოთხე და ჯოჯოხეთის რწმენით ვიცხოვროთ მერწმუნე, ასე უფრო ადვილია. ამ ნაწერს სინამდვილესთან შეჭიდება არ ძალუძს თუმცა, ცრემლიან უპეებს ნაწილობრივ ამოგიშრობს. საფმინ! გარემომცველ მატერიას შევერწყათ შენ, ძველებურად ითევზავე ტბის პირას გადახსნილი წითელი მაჯებით მე, შორიდან გადევნებ თვალს და წყლის დინების ცქერით გავირთობ გონებას. .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ტანგოს ცეკვით გაბრუებულ, ლოყებაწითლებულ ქალიშვილს ჰგავდა, რომელიც კასკასებდა მამაკაცის წამწამის შეხებისას ლოყაზე ან მისი ცხელი სუნთქვით ეორთქლებოდა კისერი. და სწორედ მაშინ, დედამიწაც დაბნეულ ამორძალს ემსგავსებოდა, საკუთარ სურვილებში, გაურკვევლობის განცდით გაბრუებული.
მშვენიერია! ტანგოს ცეკვით გაბრუებულ, ლოყებაწითლებულ ქალიშვილს ჰგავდა, რომელიც კასკასებდა მამაკაცის წამწამის შეხებისას ლოყაზე ან მისი ცხელი სუნთქვით ეორთქლებოდა კისერი. და სწორედ მაშინ, დედამიწაც დაბნეულ ამორძალს ემსგავსებოდა, საკუთარ სურვილებში, გაურკვევლობის განცდით გაბრუებული.
მშვენიერია!
5. შესანიშნავია.. ასეთი კარგი ნაწერი დიდი ხანია ამ საიტზე არ მინახავს.. წარმატებები...
რაღაცებში ისეთივე მართალი ხარ საფმინ- როგორც მე, ზოგადად ყველაფერში ვცდები. წავიდეთ, წავიდეთ საფმინ! ვარსკვლავებით ანთებულ ბილიკს გავუყვეთ და იქ აგიხსნი- თუ რაოდენ დიდია მსგავსება ჩემსა და შენს შორის. შესანიშნავია.. ასეთი კარგი ნაწერი დიდი ხანია ამ საიტზე არ მინახავს.. წარმატებები...
რაღაცებში ისეთივე მართალი ხარ საფმინ- როგორც მე, ზოგადად ყველაფერში ვცდები. წავიდეთ, წავიდეთ საფმინ! ვარსკვლავებით ანთებულ ბილიკს გავუყვეთ და იქ აგიხსნი- თუ რაოდენ დიდია მსგავსება ჩემსა და შენს შორის.
4. "...სიყმაწვილის დროინდელი შენი ზმანებებით კვლავაც გაჯერებული არის ჰაერი და ჰორიზონტის უსასრულობაში თავაწყვეტილი მიქრის..."
საინტერესო წასაკითხი აღმოჩნდა (წინანდელისაგან განსხვავებით)...სახეებიც საკმაოდ ორიგინალური... "...სიყმაწვილის დროინდელი შენი ზმანებებით კვლავაც გაჯერებული არის ჰაერი და ჰორიზონტის უსასრულობაში თავაწყვეტილი მიქრის..."
საინტერესო წასაკითხი აღმოჩნდა (წინანდელისაგან განსხვავებით)...სახეებიც საკმაოდ ორიგინალური...
3. ამ გოგოს არ უნდა პროზა სცადოს? კარგად დაწერს :) ამ გოგოს არ უნდა პროზა სცადოს? კარგად დაწერს :)
2. ამბავი მართლა საინტერესო ამბავი მართლა საინტერესო
1. რამდენად არის ეს ყველაფერი პოეზია არ ვიცი, თუმცა თავად ამბავი საინტერესოა... რამდენად არის ეს ყველაფერი პოეზია არ ვიცი, თუმცა თავად ამბავი საინტერესოა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|