 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 19 სექტემბერი, 2008 |
უნდა ვაღიარო, რომ არასოდეს მივეკუთვნებოდი იმ ბედნიერ პოეტთა რიცხვს, რომელნიც შეიძლება ''მუზის ნებიერად'' იწოდებოდნენ.იმთავითვე ჩემი ყოველი ლექსი ხანგრძლივი ფიქრისა და მუშაობის შედეგია., საწყის ეტაპზე , ჩვეულებრივ, მაქვს ხოლმე ის, რასაც ანგლო-ამერიკულ ლექსმცოდნეობაში''პრე პოემს ''უწოდებენ, რაღაც მონახაზი, ,რამდენიმესტრიქონიანი რიტმული ჩანაწერი,რომელიც შესაძლოა, გარითმულიც იყოს ან ფრაგმენტი პირადი დღიურიდან ,რომელსაც არცთუ რეგულარულად ვწერ.შემდგომ ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ რა არის საჭირო, რომ ეს ფრაგმენტი ლექსს საფუძვლად დაედოს.(ყოფილა შემთხვევები, რომ მუშაობის პროცესში საწყისი კონცეპტი უკუმიგდია და სრულიად სხვა მიმართულებით წამიყვანია ლექსი).
როცა თემა მონიშნული მაქვს, ვიწყებ ლიტერატურის დამუშავებას, ახლიდან ვეცნობი, შეძლებისდაგვარად, ყველა იმ ქართულს თუ უცხოურ ლექსს, რომელიც რაღაცით უკავშირდება ჩემს ჩანაფიქრს, ვეძიებ ახალ მასალებს.ვაანალიზებ, ვცდილობ დავადგინო, რა ეტაპამდე არის დამუშავებული ჩემთვის საინტერესო კონცეპტი, რა შეიძლება შევმატო მას, როგორც პოეტმა ინდივიდმა.თუ დავადგენ , რომ რაღაც საჩემო მართლაც არსებობს, ვიწყებ მუშაობას ლექსიკონებში. ვაგროვებ სიტყვიერ მასალას, ვადგენ მნიშვნელობებს, ვცდილობ, შემოვსაზღვრო კონოტაციური ველი.
ჩემი სამუშაო ფურცელი თავდაპირველად ასე გამოიყურება:ფურცლის შუაში არათანამიმდევრულად, ერთმანეთს მოსდევს სიტყვათა სინონომები, ანტონიმები, ფრაგმენტები, ველებზე მეტ-ნაკლები წესრიგით ჩამოწერილი მაქვს ფრაზები, რომელიც სავარაუდოდ დამჭირდება.
როცა დავრწმუნდები, რომ კოლექტირების ანუ მასალის მოგროვების პროცესი ჩამოვიტოვე, ვიწყებ სელექცირებას, ანუ არჩევას ოპტიმალური ვარიანტებისა. ვსინჯავ, როგორ ჩაჯდებიან ისინი ჯერ მცირე კომპოზიციურ მონაკვეთებში, ამასობაში ლექსის უამრავჯერ გადათეთრება მიხდება. საშუალოდ ოციდან ოცდაათ ფურცლამდე.
(მერე ამ ფურცლებს სახსოვრად ვჩუქნი ჩემს ერთ უფროს კოლეგა-მეგობარს, რომელსაც მრავალი პოეტის მიერ ნაჩუქარ ასეთ ხელნაწერთა კარგი კოლექცია აქვს.აქ არ დავასახელებ ვინაობას, რადგან დარწმუნებული არა ვარ, ამჟამად დაინტერესებული იყოსიმ პროექტის დეტალების გამხელით, რომელზეც წლების მანძილზე მუშაობს).
განვაგრძობ:როდესაც ცალკეული , მეტნაკლებად დასრულებული ფრაგმენტები მზად მაქვს, ვიწყებ ფიქრს მთელი კომპოზიციის მონტაჟირებაზე., ვადგენ, რით სჯობია დაიწყოს ლექსი, როგორ განვითარდეს სახეობრივი დინამიკა, რომ ფინალამდე ეფექტურად მივიდეს.
ამ ეტაპზე მყოფ ნამუშევარს მე მოქანდაკეთა პრაქტიკაში ცნობილ სახელს ""ბალვანკას''ვუწოდებ''.და იგი ასე გამოიყურება:კომპოზიცია შეკრულია, მაგრაშ ცალკეული ფრაგმენტების კონფიგურაციის გამო საჭირო ხდება ცვლილებების შეტანა მათში, რათა საერთო ბმა ბუნებრივი გამოვიდეს.ამის გამო ხშირად მიხდება თითქოსდა დალაგებული პასაჟის მთლიანად "'აყირავება"'. ნეოლოგიზმებიც ანუ სიტყვები, რომელთაც თავად ვაწარმოებ, ქართული ენის ბუნების გათვალისწინებით, ამ დროს იბადება.მაგრამ ვიდრე მათ ლექსში შევიტანდე, ვცდილობ, რაც შეიძლება მარჯვედ ჩავსვა, სხვადასხვა დონის კავშირი დავუმყარო სხვა სიტყვიერ მასალასთან, რომ უცხო სხეულად არ გამოიყურებოდნენ.ამის გამო მიხდება ხოლმე დამატებითი სიტყვების, წინადადებების შეტანა ტექსტში.
ბოლო ეტაპის სამუშაო უკვე ხარაჩოების მოხსნაა, ანუ წაშლა იმისა, რაც თავისთავად, მხატვრულ ღირებულებას მოკლებული არ არის, მუშაობაშიც ძალიან დამეხმარა, მაგრამ საბოლოო ვარიანტს ხელს უშლის, სიმსუბუქეს ართმევს.როცა ამ ეტაპს გადავლახავ, ვამბობ ხოლმე, რომ როგორც იქნა, ''ლექსი ამოვასუნთქე''. საბოლოო სამუშაო ინტონაციაა.სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებების მორგება, რომ ლექსი უშუალობის შთაბეჭდილებას ქმნიდეს მკითხველში. საბოლოოდ გადათეთრებულ ლექსს ''ვასვენებ'', ვცდილობ , რაღაც ხნით , გავგრილდე ,დავივიწყო, რათა''მტრული თვალით ''წაკითხვის საშუალება მომეცეს.თუ ამ ''მტრულ'', კრიტიკულ თვალს გაუძლო და მასთან საბოდიშო არაფერი აქვს.ვასკვნი, რომ გამომივიდა.და საკუთარ თავს ''ხელს ვართმევ''.
ცხადია, ეს ყოველივე ჩემი შემოქმედებითი პროცესის ყველა მხარეზე სრულ წარმოდგენას ვერ იძლევა, მაგრამ მეთოდის შესახებ კი , ვფიქრობ გარკვეული სურათი შეექმნება წამკითხავს, რომელიც შესაძლოა ჩემი, როგორც პოეტის "'თვითდემითოლოგიზაციამ "'ორჭოფულადაც დააფიქროს.მაგრამ რას ვიზამ!
ასე არამიმზიდველად გამოიყურება გულწრფელად გადმოცემული რეალობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მერწმუნეთ,ჩემი პიროვნება ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ ყურადღებას,არც არაფერში სჭირდება. აი,საკითხები კი,რომელზე სამსჯელოდაც ვიწვევ ინტერნეტ-მკითხველს,ნამდვილად საყურადღებო და პრობლემური მგონია. ინტერესით ველი იმგვარ გამოხმაურებებს,რომელთა ავტორებიც საკუთარ შემოქმედებით ლაბორატორიაში,სამზარეულოში,გნებავთ ,კულისებში შეგვახედებენ. ანონსი:ამ დღეებში დავდებ ახალ მინი ესსეს ამავე ციკლიდან ''როგორ ვწერ კონვენციურ,რითმიან ლექსს''.ესსეს ექნება დართული სავარჯიშოებიც. მერწმუნეთ,ჩემი პიროვნება ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ ყურადღებას,არც არაფერში სჭირდება. აი,საკითხები კი,რომელზე სამსჯელოდაც ვიწვევ ინტერნეტ-მკითხველს,ნამდვილად საყურადღებო და პრობლემური მგონია. ინტერესით ველი იმგვარ გამოხმაურებებს,რომელთა ავტორებიც საკუთარ შემოქმედებით ლაბორატორიაში,სამზარეულოში,გნებავთ ,კულისებში შეგვახედებენ. ანონსი:ამ დღეებში დავდებ ახალ მინი ესსეს ამავე ციკლიდან ``როგორ ვწერ კონვენციურ,რითმიან ლექსს``.ესსეს ექნება დართული სავარჯიშოებიც.
9. ანტიპიარი...საკუთარ ''წარუმატებულობაზე'' სწორედ და ზუსტად საუბარი ყველაზე კარგი პიარია.დღეს :)
აბა-მე რა კარგი ვარ,შემომხედეთ-მოძველდა.აღარ ჭრის.:)
საკუთარი თავის ''სისუსტეების'', ''ნაკლის '' გონივრული ჩვენება...გონივრულად განზავება ..კარგი ლექსიკა,სიტყვებით მანიპულირება,საზოგადოებასთან ''თამაში'' თან კარგი საქმის კეთება,სრულიად გულწრფელად ..თან... საკუთარი თავის დამკვიდრება , ავტორიტეტის შექმნა ინტერნეტ სივრცეში(აქვე დავძენ სრულიად დამსახურებულად!!!!!!!!!!!!!!!) ...სადაც საშუალო თაობის და პროფესიონალი ლიტერატორები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებენ თანამშრომლობას... ისე '' აახიეთ ''პორტალი ბროსეს ბაღის ''გოგო-ბიჭებს''ვერც კი გაიგეს...:) თან ამ თვითდამკვიდრებას ძალიან ოსტატურად და არა გამაღიზიანებლად აკეთებთ ... ლამაზად... სასარგებლო და სასიამოვნო ერთად,მოკლედ :) მე მაპატიეთ ... გადასარევი პოლიტიკოსის ნიჭი გაქვთ ,ქალბატონო ნინო.მე თქვენს ადგილზე სრულიად სერიოზულად ვიფიქრებდი ამაზე. ხო მე ერთი სულელლი გოგო ვარ,უბრალოდ მეუღლე მყავს პოლიტიკოსი .:) და რაღაცეებს ვხედავდი ეს წლები :)
ბევრი რამის გამო გულწრფელი ინტერესით და პატივისცემით ნინი... ანტიპიარი...საკუთარ ``წარუმატებულობაზე`` სწორედ და ზუსტად საუბარი ყველაზე კარგი პიარია.დღეს :)
აბა-მე რა კარგი ვარ,შემომხედეთ-მოძველდა.აღარ ჭრის.:)
საკუთარი თავის ``სისუსტეების``, ``ნაკლის `` გონივრული ჩვენება...გონივრულად განზავება ..კარგი ლექსიკა,სიტყვებით მანიპულირება,საზოგადოებასთან ``თამაში`` თან კარგი საქმის კეთება,სრულიად გულწრფელად ..თან... საკუთარი თავის დამკვიდრება , ავტორიტეტის შექმნა ინტერნეტ სივრცეში(აქვე დავძენ სრულიად დამსახურებულად!!!!!!!!!!!!!!!) ...სადაც საშუალო თაობის და პროფესიონალი ლიტერატორები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებენ თანამშრომლობას... ისე `` აახიეთ ``პორტალი ბროსეს ბაღის ``გოგო-ბიჭებს``ვერც კი გაიგეს...:) თან ამ თვითდამკვიდრებას ძალიან ოსტატურად და არა გამაღიზიანებლად აკეთებთ ... ლამაზად... სასარგებლო და სასიამოვნო ერთად,მოკლედ :) მე მაპატიეთ ... გადასარევი პოლიტიკოსის ნიჭი გაქვთ ,ქალბატონო ნინო.მე თქვენს ადგილზე სრულიად სერიოზულად ვიფიქრებდი ამაზე. ხო მე ერთი სულელლი გოგო ვარ,უბრალოდ მეუღლე მყავს პოლიტიკოსი .:) და რაღაცეებს ვხედავდი ეს წლები :)
ბევრი რამის გამო გულწრფელი ინტერესით და პატივისცემით ნინი...
7. ეს ტექსტი ფორუმ ''ებლიტფოსათვის'' შეიქმნა.იქ ვუძღვები თემას ''პოეზიის პრაქტიკუმები'',იგივე თემა გავხსენი ''ლიტერატურა.გე'' ზე. საკუთარი თავის პიარი ყველაზე სარისკო საქმეა,ამას პირადად მე ვერასოდეს გავბედავ,რადგანაც ვიცი, თუ ის,რასაც აპიარებ, არსობრივად საზოგადოებრივ ტესტირებას ვერ გაუძლებს,ანტიპიარი შეგრჩება ხელში. მეორეც, მე რომ თვითპიარით ვიყო დაინტერესებული,როგორც პოეტი,მივმართავდი არა ჩემი,როგორც პოეტის დე-მითოლოგიზაციას, არამედ სწორედ საპირისპიროს - თვითმითოლოგიზაციას.საკუთარ წარუმატებლობებზე კი არა,წარმატებებზე გესაუბრებოდით. გინახავთ განა როდესმე რეკლამა,სადაც შემოთავაზებული ბრენდის ნაკლოვანებებზე გულახდილად გესაუბრებიან ან ამ ნაკლოვანებებს გიჩვენებენ? ნებისმიერი პიარ-ტექნოლიგიის საფუძველში კი სწორედ რეკლამის სპეციფიკა დევს. მე კარგა ხანია,პოეტი აღარ გახლავართ.ამდენად, საკუთარ პოეტური ტექსტებისაგან იმდენად გაუცხოებული ვარ,შემიძლია, როგორც პოეზიის მკითხველმა ახლადშეხვედრილივით,ემოციურადაც აღვიქვა და ცივი გონებითაც შევაფასო ისინი. ამ საქმეს საკუთარი შემოქმედების უკან გადაწევითაც არაერთგზის შევჭიდებივარ.,სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებული კრიტიკული წერილები სხვადასხვა პოეტის შემოქმედებითი ლაბორატორიის შესახებ კომპ.ში არ მაქვს შეყვანილი,შეყვანისათვის კი ჯერ ვერ მოვიცალე.ალბათ ოდესმე შევძლებ .თუ თვალს ადევნებთ ჩემს მუშაობას,თუნდაც ''ურაკპარაკზე''შენიშნავდით,რომ ახალგაზრდა პოეტებთან თანამშრომლობითაც არაერთი ლაბორატორიული სამუშაო,ანუ პოეტური პრაქტიკუმი გვაქვს ჩატარებული. ჩემი გულწრფელი მიზანია,რაღაცით დავეხმარო ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტებს,ასევე პოეზიის მკითხველებს და ამით რაღაც,მცირედი მაინც ვარგო ქართულ ლიტერატურას. ვიცი,ჩვენს უნდო დროში ეს ყველაფერი არადამაჯერებლადაც შეიძლება ჩათვალოთ,მაგრამ სცადეთ და წამით დაუშვით,რომ ეს მართლაც ასეა.თუ ასეთ შემთხვევაში დაგებადებათ სურვილი,რაიმე მირჩიოთ,ან ახალი იდეა გამიზიაროთ ამ საქის უკეთ წასამართავად,ნუ დაიზარებთ. მე ეს ძალიან მჭირდება.
ეს ტექსტი ფორუმ ``ებლიტფოსათვის`` შეიქმნა.იქ ვუძღვები თემას ``პოეზიის პრაქტიკუმები``,იგივე თემა გავხსენი ``ლიტერატურა.გე`` ზე. საკუთარი თავის პიარი ყველაზე სარისკო საქმეა,ამას პირადად მე ვერასოდეს გავბედავ,რადგანაც ვიცი, თუ ის,რასაც აპიარებ, არსობრივად საზოგადოებრივ ტესტირებას ვერ გაუძლებს,ანტიპიარი შეგრჩება ხელში. მეორეც, მე რომ თვითპიარით ვიყო დაინტერესებული,როგორც პოეტი,მივმართავდი არა ჩემი,როგორც პოეტის დე-მითოლოგიზაციას, არამედ სწორედ საპირისპიროს - თვითმითოლოგიზაციას.საკუთარ წარუმატებლობებზე კი არა,წარმატებებზე გესაუბრებოდით. გინახავთ განა როდესმე რეკლამა,სადაც შემოთავაზებული ბრენდის ნაკლოვანებებზე გულახდილად გესაუბრებიან ან ამ ნაკლოვანებებს გიჩვენებენ? ნებისმიერი პიარ-ტექნოლიგიის საფუძველში კი სწორედ რეკლამის სპეციფიკა დევს. მე კარგა ხანია,პოეტი აღარ გახლავართ.ამდენად, საკუთარ პოეტური ტექსტებისაგან იმდენად გაუცხოებული ვარ,შემიძლია, როგორც პოეზიის მკითხველმა ახლადშეხვედრილივით,ემოციურადაც აღვიქვა და ცივი გონებითაც შევაფასო ისინი. ამ საქმეს საკუთარი შემოქმედების უკან გადაწევითაც არაერთგზის შევჭიდებივარ.,სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებული კრიტიკული წერილები სხვადასხვა პოეტის შემოქმედებითი ლაბორატორიის შესახებ კომპ.ში არ მაქვს შეყვანილი,შეყვანისათვის კი ჯერ ვერ მოვიცალე.ალბათ ოდესმე შევძლებ .თუ თვალს ადევნებთ ჩემს მუშაობას,თუნდაც ``ურაკპარაკზე``შენიშნავდით,რომ ახალგაზრდა პოეტებთან თანამშრომლობითაც არაერთი ლაბორატორიული სამუშაო,ანუ პოეტური პრაქტიკუმი გვაქვს ჩატარებული. ჩემი გულწრფელი მიზანია,რაღაცით დავეხმარო ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტებს,ასევე პოეზიის მკითხველებს და ამით რაღაც,მცირედი მაინც ვარგო ქართულ ლიტერატურას. ვიცი,ჩვენს უნდო დროში ეს ყველაფერი არადამაჯერებლადაც შეიძლება ჩათვალოთ,მაგრამ სცადეთ და წამით დაუშვით,რომ ეს მართლაც ასეა.თუ ასეთ შემთხვევაში დაგებადებათ სურვილი,რაიმე მირჩიოთ,ან ახალი იდეა გამიზიაროთ ამ საქის უკეთ წასამართავად,ნუ დაიზარებთ. მე ეს ძალიან მჭირდება.
4. სასიამოვნო სასარგებლოასთან ერთად. შესანიშნავი- საკუთარი თავის პიარის მასტერკლასებს გვაჩვენებთ,ნინო. ''პრიატნოე ს პალზენიმ'' თან საქმე კეთდება. ახალგაზდა ავტორებს და ჩვენც მკითხველებს გვასწავლით. ისე მონდომებული კაცი საკუთარ შემოქმედების უკან გადაწევითაც ''შეეჭიდებოდა''ამ საქმეს :)
ლექსი იწერება,''კალმის წვალებით'' ლექსი არ იქმნება.''არც მუშაობით''. საკუთარ თავზე მუშაობა და დახვეწა ეს რა თქმა უნდა ულაპარაკოდ,აუცილებელია.
ნახატი რომ აღიქვა სულ არა აუცილებელი,ხელით შეეხო და მითუმეტეს ''შიგა სამზარეულოს''გაეცნო. :)
სასიამოვნო სასარგებლოასთან ერთად. შესანიშნავი- საკუთარი თავის პიარის მასტერკლასებს გვაჩვენებთ,ნინო. ``პრიატნოე ს პალზენიმ`` თან საქმე კეთდება. ახალგაზდა ავტორებს და ჩვენც მკითხველებს გვასწავლით. ისე მონდომებული კაცი საკუთარ შემოქმედების უკან გადაწევითაც ``შეეჭიდებოდა``ამ საქმეს :)
ლექსი იწერება,``კალმის წვალებით`` ლექსი არ იქმნება.``არც მუშაობით``. საკუთარ თავზე მუშაობა და დახვეწა ეს რა თქმა უნდა ულაპარაკოდ,აუცილებელია.
ნახატი რომ აღიქვა სულ არა აუცილებელი,ხელით შეეხო და მითუმეტეს ``შიგა სამზარეულოს``გაეცნო. :)
3. საოცარია, მე ვერასდროს ვერ შევძლებ ამას.....:( საოცარია, მე ვერასდროს ვერ შევძლებ ამას.....:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|