არეული ლექსი
გუშინ თებერვალმა კრახი განიცადა და მზემ წამოიწყო თოვლის გენოციდი, მთებზე აქა–იქა შერჩა თეთრი ლაქა, თოვლი დამარცხდა და უკვე გემო ვიცი მთებზე შერჩენილი თეთრი ლაქებისა, ტყეში ხის ფოთლების არის რია–რია, ტროამ მოიტანა დღემდე აქილევსი, აი,ეს ლექსი კი ჩემი პიარია. სანამ ქარიშხლები ვნებებს ამირევენ, მჯერა,ეს სანთლები გზა–კვალს იპოვნიან, მითში ამირანი ახლაც ამირანობს, ისევ,ერთადერთი გალაკტიონია. ვიცი,სტრიქონებს ვწერ ცოტა ტრივიალურს, მაგრამ ალალია ისე აღმაფრენა, როგორც, მაგალითად, ვერდის "ტრავიატა", ანდა ხიდან ხეზე ჩიტის გადაფრენა. ბოლოს,ისევ უნდა წავურომანტიკო,– –წვეთი ძირს დაეშვა ფოთლის პარაშუტით,– –ჩვენი ეს ცხოვრება მთელი რომანია, ოღონდ ერთი წუთით,მხოლოდ ერთი წუთით...
* * * ცის პრერიებზე,თითქოს თეთრ პონებს,– –ღრუბლებს ყიჟინით მისდევდა ქარი,– –გეძებდი,მაგრამ ვერსად ვერ გპოვე, გეძებდი,თვალიც ვერ შეგასწარი. მზე,როგორც მკაცრი დედინაცვალი, მოღუშულიყო და არ მწყალობდა, წლებს,როგორც სიმინდს,ისე ვმარცვლავდი, პეშვით მომქონდა წყალი წყაროდან. ვითვლიდი დღეებს უშენოდ ჩავლილს, დრო ბუტბუტებდა,როგორც მკითხავი, არსად არ სჩანდი,არსად არ სჩანდი,– –თუმცა ვიცოდი ყველგან იყავი. ვიცოდი,მაინც ვერსად ვერ გპოვე, გეძებდი,თვალიც ვერ შეგასწარი,– –ცის პრერიებზე გაქცეულ პონებს,– –ღრუბლებს ყიჟინით მისდევდა ქარი...
ლინდა
ლინდა,მინდა,რომ მენდო, მანდო ღიმილი წმინდა, ლინდა,თეთრყელა გედო, შენი სული მსურს ლინდა. ლინდა,ლანდივით დაგდევ და დროც ჰქრის,როგორც ლანდო, ლინდა,მიმატებ დარდებს და რა თქმა უნდა გდარდობ. ლინდა,ჟრუანტელს მგვრიდა, მხრებზე,რომ შლიდი მანდილს და ჰგავდი მაშინ,ლინდა,– –ციდან ჩამოსულს ჰგავდი. ლინდა,ვერ ვუძლებ ლოდინს, მინდა აგხადო რიდე, ლინდა,ძვირფასო ლედი, ხელებს გიკოცნი რიდით და დაგდევ,როგორც ლანდი და დროც ქრის,როგორც ლანდო, ლინდა,მიმატებ დარდებს, ლინდა,გდარდობ და გნატრობ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. საინტერესო ძველი რვეულები გქონია საინტერესო ძველი რვეულები გქონია
10. საინტერესო იყო ჩემთვის ... საინტერესო იყო ჩემთვის ...
9. მომეწონა...ყველაში იგრძნობა პოეტური ...:) მომეწონა...ყველაში იგრძნობა პოეტური ...:)
8. "გუშინ თებერვალმა კრახი განიცადა და მზემ წამოიწყო თოვლის გენოციდი"
"კრახი" და "გენოციდი" რაღაც ვერ...
სადღაა ამირანი და გალაკტიონიც...
ბოლო ლექსი უფრო მომეწონა – ალიტერაცია არცთუ ურიგოა, რიტმული...თუმცა, უპრეტენზიო,
"გუშინ თებერვალმა კრახი განიცადა და მზემ წამოიწყო თოვლის გენოციდი"
"კრახი" და "გენოციდი" რაღაც ვერ...
სადღაა ამირანი და გალაკტიონიც...
ბოლო ლექსი უფრო მომეწონა – ალიტერაცია არცთუ ურიგოა, რიტმული...თუმცა, უპრეტენზიო,
6. ბოლოს,ისევ უნდა წავურომანტიკო,– –წვეთი ძირს დაეშვა ფოთლის პარაშუტით, – აი ეს სიტყვები ძალიან მესიამოვნა დედას გეფიცებით ახლა :)
მეორე და მესამე არ მომეწონა :)
5 დავწერ მაინც, მხოლოდ გამოყოფილი სიტყვების გამოც კი სიამოვნებით :)
ბოლოს,ისევ უნდა წავურომანტიკო,– –წვეთი ძირს დაეშვა ფოთლის პარაშუტით, – აი ეს სიტყვები ძალიან მესიამოვნა დედას გეფიცებით ახლა :)
მეორე და მესამე არ მომეწონა :)
5 დავწერ მაინც, მხოლოდ გამოყოფილი სიტყვების გამოც კი სიამოვნებით :)
5. რომ ვთქვა გადავირიეთქო ტყუილი იქნება, მაგრამ რამდენიმე ადგილი ამ ლექსებიდან დამამახსოვრდება ის მომეწონა. აი ამირაი და გალა არ უნდა გამოგერია რა. ყოველთვის აბანალურებს ნაწერებს.
შემდეგში წაიგიკითხავ სიამოვნებით, იმიტომ რომ მეტს ველოდები როგორც მკითხველი. რომ ვთქვა გადავირიეთქო ტყუილი იქნება, მაგრამ რამდენიმე ადგილი ამ ლექსებიდან დამამახსოვრდება ის მომეწონა. აი ამირაი და გალა არ უნდა გამოგერია რა. ყოველთვის აბანალურებს ნაწერებს.
შემდეგში წაიგიკითხავ სიამოვნებით, იმიტომ რომ მეტს ველოდები როგორც მკითხველი.
2. მომეწონა თქვენი შემოქმედება მომეწონა თქვენი შემოქმედება
1. ძალიან კარგი ლექსები-ძველი რვეულიდან! ძალიან კარგი ლექსები-ძველი რვეულიდან!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|