ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2008


გიო არაბულს

სიტყვები ფურცლიდან გვირილებად
ავაწყე და თმაში ჩავიბნიე,
იმ მთის სურნელება მომიტანა,
სუნთქვად რომ ატარებ ქარაფებზე.

ალბათ ახლაც ისევ სალ კლდეებზე
ჩუმად დააბიჯებ გარინდული
ღამით ვარსკვლავების მწყემსვას იწყებ
ლექსად რომ აკინძო პოეტური...

ფიქრები, მეც თვალებს დავაცეცებ
რატომღაც გეძახი, სულს ჭირდები,
მასწავლე უბრალო გაღიმება,
უცხო და ძალიან შენეული...

ყეფით მომიტანა დღეს არაგვმა,
შენი წანაკითხი ტაეპები,
იცი? სულ ბილომდე გამიღია,
შენთვის ჩემი გულის დარაბები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს