ახალგაზრდობისას უკრიტიკოდ მჯეროდა ყოველგვარი ბრძნული აზრისა და მჯეროდა მით უფრო, რაც უფრო ძველი, საუკუნეებგამოვლილი იყო იგი. საქმე მარტივად მქონდა დაყენებული: საჭიროა, მხოლოდ დაიმახსოვრო იგი და შენი ცხოვრების შესაბამის მომენტს დროულად მიუსადაგო. აი, მაგალითად ეს გამონათქვამი: "გუშინ ჭკვიანი ვიყავი, ამიტომ მინდოდა სამყაროს შეცვლა... დღეს ბრძენი ვარ და ამიტომ ვცვლი საკუთარ თავს..." ხომ შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ საკმარისია, რეალობაში მისდიო, ერთხელაც აღმოაჩენ, რომ ისე მარჯვედ მოერგე ყველაფერს, ისეთ სრულ თანხმობაში ხარ იმასთან , რასაც არ უნდა ეგუებოდე.... ამ კონფორმიზმის გამო გრძნობ, როგორ გეკარგება პატივისცემა საკუთარი თავისადმი და რაღაცნაირად , გებრალება კიდეც ასე ცუდად ,,დაბრძენებული'', გენატრება ის საწყისი დრო, როცა მხოლოდ ჭკვიანი იყავი, მაგრამ არც იმდენად, რომ გცოდნოდა: ის, ვინც მუდმივად სხვათა სიბრძნით ცხოვრობს, ენდობა მეხსიერებას და არა - საკუთარ თავს, ანუ ბოლომდე უმწიფარ პიროვნებად რჩება. ალბათ თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა სჯობია: 1. მოერგო ყველაფერს, ეს ყველაფერი სამყაროდ მიიჩნიო, თავი ბრძენი გეგონოს და სინამდვილეში კი უმწიფარ პიროვნებად დარჩე და ასე, შენს მსგავსებთან ერთად უდრტვინველად გალიო დღენი შენი. 2. ჩამოყალიბდე და გაძლო პიროვნებად და იცოდე, რომ ამისთვის მუდმივად მოგიწევს, გაიღო ძვირი და ძვირი საზღაური. ადამიანებს გვიჭირს ასეთი ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღება. და ჩვენი ყოფითი არსებობაც ალბათ მიზიდულობის ამ ორ ცენტრს, ორ პოლუსს შორის უთავბოლო ბოდიალია. ამ ბოდიალში ერთმანეთს ვაწყდებით, ვშორდებით და ამას ეწოდება სიყვარული, მეგობრობა, მტრობა .... ზოგადად ცხოვრება. რა იქნებოდა ეს ყოველივე რწმენის გარეშე? და მე აქ მისულმა ,,აღმოვაჩინე'' ის, რაც ათასწლეულების წინ იყო ცნობილი: წინ უპირველესად რწმენა უნდა მიგვიძღოდეს და სიბრძნე კი მას უნდა მისდევდეს.
რწმენა....
ჩემი ფიქრთა მდინარება ამჯერად აქ იხერგება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. "და მე აქ მისულმა "აღმოვაჩინე" ის, რაც ათასწლეულების წინ იყო ცნობილი:" არა მგონია დღევანდელი დღის გადასახედიდან ამოწურული იყოს ეს თემა და მსჯელობისათვის საკმარისი იყოს ეს პატარა ჩანახატი!! "და მე აქ მისულმა "აღმოვაჩინე" ის, რაც ათასწლეულების წინ იყო ცნობილი:" არა მგონია დღევანდელი დღის გადასახედიდან ამოწურული იყოს ეს თემა და მსჯელობისათვის საკმარისი იყოს ეს პატარა ჩანახატი!!
13. ვფიქრობ რომ თქვენ დილაუზმოზე კარგად ვერ იგებთ რაღაცეებს და ამიტომ ჯობია, რომ ჯერ ყავა მიირთვათ და შემდეგ დაფიქრდეთ ამ შეგონებაზე......
ნიკის ვეთანხმები.......
თქვენთვის ვიცი ნაკლებად საინტერესოა ჩემი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით ამიტომ დაგტოვებთ უკომენტაროდ.
პატივისცემით.... ვფიქრობ რომ თქვენ დილაუზმოზე კარგად ვერ იგებთ რაღაცეებს და ამიტომ ჯობია, რომ ჯერ ყავა მიირთვათ და შემდეგ დაფიქრდეთ ამ შეგონებაზე......
ნიკის ვეთანხმები.......
თქვენთვის ვიცი ნაკლებად საინტერესოა ჩემი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით ამიტომ დაგტოვებთ უკომენტაროდ.
პატივისცემით....
11. მე ბავშვობიდანვე ნაკლებად ვთვლიდი ეჭვგარეშე ჭეშმარიტებად ნებისმიერ სიბრძნეს. საბოლოო ''აღმოჩენაში'' გეთანხმებით... (გიო საჯაიას ცნობილი ლექსის ფინალური ფრაზა გამახსენდა აქვე.) სხვა საკითხია, რამდენად შეესაბამება თქვენი ფიქრები შერჩეულ ჟანრს.
მე ბავშვობიდანვე ნაკლებად ვთვლიდი ეჭვგარეშე ჭეშმარიტებად ნებისმიერ სიბრძნეს. საბოლოო ``აღმოჩენაში`` გეთანხმებით... (გიო საჯაიას ცნობილი ლექსის ფინალური ფრაზა გამახსენდა აქვე.) სხვა საკითხია, რამდენად შეესაბამება თქვენი ფიქრები შერჩეულ ჟანრს.
10. მე კი სიამოვნებით წავიკითხავდი დილაუზმოზე ”დილაუზმოს ჩანაწერებს” და მერეც:) მე კი სიამოვნებით წავიკითხავდი დილაუზმოზე ”დილაუზმოს ჩანაწერებს” და მერეც:)
9. მე გეთანხმებით...სიბრძნე რწმენის გარეშე, ეს არის წლების მანძილზე შეგროვილი იმფორმაციები მხოლოდ...:) სიტყვა "განათლება" კი მოდის "განათებიდან"...და განათლებულიც ის არის, ვინც განათებულია... განათებული კი რწმენის გარეშე ვერ იქნები...ჩემი აზრით ასეა...:) მე გეთანხმებით...სიბრძნე რწმენის გარეშე, ეს არის წლების მანძილზე შეგროვილი იმფორმაციები მხოლოდ...:) სიტყვა "განათლება" კი მოდის "განათებიდან"...და განათლებულიც ის არის, ვინც განათებულია... განათებული კი რწმენის გარეშე ვერ იქნები...ჩემი აზრით ასეა...:)
8. რაც შეეხება მორგებას ქალბატონო ნინო ჩემი აზრით ბრძენი და მორწმუნე ადამიანი ყოველთვის მონახავს გამოსავალს.ამიტომ რწმენას და სიბრძნეს ერთმანეთი ჰაერივით ჭირდებათ, მთავარია ადამიანმა მოინდომოს. პატივისცემით დუმბაძე. რაც შეეხება მორგებას ქალბატონო ნინო ჩემი აზრით ბრძენი და მორწმუნე ადამიანი ყოველთვის მონახავს გამოსავალს.ამიტომ რწმენას და სიბრძნეს ერთმანეთი ჰაერივით ჭირდებათ, მთავარია ადამიანმა მოინდომოს. პატივისცემით დუმბაძე.
7. ახლა ჩემს აზრსაც მოგახსენებთ :)
რწმენა გაუაზრებლად ფარისევლობაა, გწამდეს იმის რაც არ გესმის .... რომ იწამო, მთავარია მის არსში გაერკვე, თორემ სარწმუნებლად მატერიალური მტკიცებულებები არ არსებობს, გწამდეს ნიშნავს გჯეროდეს უხილავის... არსში რომ გაერკვე აუცილებელია მიხვიდე გონების დაძაბვით ამ აზრამდე.
ნუ მოკლედ ჯერ იყო სიბრძნე....
და საერთოდაც პირველი იყო სიყვარული, შემდეგ დიდი ნათება და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი, გამგებმა გაიგოს, თუ ვერ გაიგებთ ახსნას არ ვაპირებ. მეზარება :) ახლა ჩემს აზრსაც მოგახსენებთ :)
რწმენა გაუაზრებლად ფარისევლობაა, გწამდეს იმის რაც არ გესმის .... რომ იწამო, მთავარია მის არსში გაერკვე, თორემ სარწმუნებლად მატერიალური მტკიცებულებები არ არსებობს, გწამდეს ნიშნავს გჯეროდეს უხილავის... არსში რომ გაერკვე აუცილებელია მიხვიდე გონების დაძაბვით ამ აზრამდე.
ნუ მოკლედ ჯერ იყო სიბრძნე....
და საერთოდაც პირველი იყო სიყვარული, შემდეგ დიდი ნათება და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი, გამგებმა გაიგოს, თუ ვერ გაიგებთ ახსნას არ ვაპირებ. მეზარება :)
6. საინტერესო თემაა ქალბატონო ნინო, ღრმად დასაფიქრებელი. ჩემი აზრით რწმენა და სიბრძნე ვერ იარსებებენ უერთმანეთოდ,რწმენა უფრო დიდს ნიშნას ვიდრე იტყვის ადამიანი „მწამს“,რწმენა ეს გრძნობაა, ადამიანის შიგნით ნაჭუჭში ჩაკეთილი და ამ რწმენის გაგება ხდება სიბრძნით. სიბრძნე ხომ მარტო ლამაზი გამონათქვამები არის, სიბრძნე ცხოვრებაა, უშეცდომო ადამიანი არ არსებობს გასაგებია მაგრამ, როცა რწმენისკენ მიიწევს ადამიანი ის ბძენდება ნელ–ნელა, ანუ მწიფდება. სიბძნეს ცხოვრებით სწავლობს ადამიანი,ადამიანი საერთოდ მიჩვეულია თავის თავზე გამოცადოს ყველაფერი, მაგრამ არის ისიც რომ სხვის შეცდომებზეც შეიძლება სწავლება თუ ჩვენ ვისწავლით დანახვას და გაანალიზებას. აი ამ მომენტში ჩემი აზრით ხდება ადამიანის და რწმენის შეჯახება, შეიძლება ვიწამოთ ან საერთოდ ხელი ჩავიქნიოთ რწმენაზე. რწმენამ სიბძნესთან უნდა მიიყვანოს ადამიანი ისევე როგორც სიბრძნემ რწმენასთან, როგორც რწმენას ჭირდება სიბრძნე ისე სიბრძნეს ჭირდება რწმენა. რომელი გაჩნდა პირველი რწმენა თუ სიბრძნე? ჩემი აზრით ორივე ერთდროულად გაჩნდა და მას ღმერთი ჰქვია. პატივისცემით დუმბაძე. საინტერესო თემაა ქალბატონო ნინო, ღრმად დასაფიქრებელი. ჩემი აზრით რწმენა და სიბრძნე ვერ იარსებებენ უერთმანეთოდ,რწმენა უფრო დიდს ნიშნას ვიდრე იტყვის ადამიანი „მწამს“,რწმენა ეს გრძნობაა, ადამიანის შიგნით ნაჭუჭში ჩაკეთილი და ამ რწმენის გაგება ხდება სიბრძნით. სიბრძნე ხომ მარტო ლამაზი გამონათქვამები არის, სიბრძნე ცხოვრებაა, უშეცდომო ადამიანი არ არსებობს გასაგებია მაგრამ, როცა რწმენისკენ მიიწევს ადამიანი ის ბძენდება ნელ–ნელა, ანუ მწიფდება. სიბძნეს ცხოვრებით სწავლობს ადამიანი,ადამიანი საერთოდ მიჩვეულია თავის თავზე გამოცადოს ყველაფერი, მაგრამ არის ისიც რომ სხვის შეცდომებზეც შეიძლება სწავლება თუ ჩვენ ვისწავლით დანახვას და გაანალიზებას. აი ამ მომენტში ჩემი აზრით ხდება ადამიანის და რწმენის შეჯახება, შეიძლება ვიწამოთ ან საერთოდ ხელი ჩავიქნიოთ რწმენაზე. რწმენამ სიბძნესთან უნდა მიიყვანოს ადამიანი ისევე როგორც სიბრძნემ რწმენასთან, როგორც რწმენას ჭირდება სიბრძნე ისე სიბრძნეს ჭირდება რწმენა. რომელი გაჩნდა პირველი რწმენა თუ სიბრძნე? ჩემი აზრით ორივე ერთდროულად გაჩნდა და მას ღმერთი ჰქვია. პატივისცემით დუმბაძე.
5. ვერ დაგეთანხმებით ქალბატონო ნინო საკუთარი თავის შეცვლა არანაირად არ გულისხმობს იმისთან მორგებას, რასაც არ უნდა ეგუებოდე რასაკვირველია მოიცავს ამასაც, მაგრამ სხვანაირადაც შეიძლება შეცვლა, როცა მაინც ვერ ეგუები იმას, რასაც არ უნდა ეგუებოდე, მაგრამ მეთოდებს ცვლი ბრძოლისას...
ასე რომ, იმ ბრძენის ნათქვამი მთლად ასე ხელწამოსაკრავი არაა :)
აი ის თქვენი ფიქრებიც საინტერესო იქნება, სადაც ჩაიხერგა, რას ფიქრობთ მაგ თემაზე? ვერ დაგეთანხმებით ქალბატონო ნინო საკუთარი თავის შეცვლა არანაირად არ გულისხმობს იმისთან მორგებას, რასაც არ უნდა ეგუებოდე რასაკვირველია მოიცავს ამასაც, მაგრამ სხვანაირადაც შეიძლება შეცვლა, როცა მაინც ვერ ეგუები იმას, რასაც არ უნდა ეგუებოდე, მაგრამ მეთოდებს ცვლი ბრძოლისას...
ასე რომ, იმ ბრძენის ნათქვამი მთლად ასე ხელწამოსაკრავი არაა :)
აი ის თქვენი ფიქრებიც საინტერესო იქნება, სადაც ჩაიხერგა, რას ფიქრობთ მაგ თემაზე?
4. ქალბატონო ნინო, ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენ. მე დილაუზმოზე ყავის მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ : ) ქალბატონო ნინო, ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენ. მე დილაუზმოზე ყავის მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ : )
3. დილაუზმოზე მე ვერც კი ვფიქრობ, ვწერო კიარა:))) რწმენა....
ჩემი ფიქრთა მდინარება ამჯერად აქ იხერგება...
-სადაც ჯერ არს!:)))მოგიკითხეთ, ქალბატონო ნინო! დილაუზმოზე მე ვერც კი ვფიქრობ, ვწერო კიარა:))) რწმენა....
ჩემი ფიქრთა მდინარება ამჯერად აქ იხერგება...
-სადაც ჯერ არს!:)))მოგიკითხეთ, ქალბატონო ნინო!
2. სავსებით გეთანხმებით, ბეთ ავენ. ძვირფასო! სხვათა, მზამზარეული სიბრძნის მიმდევრებს სწორედ ეს ემართებათ. სავსებით გეთანხმებით, ბეთ ავენ. ძვირფასო! სხვათა, მზამზარეული სიბრძნის მიმდევრებს სწორედ ეს ემართებათ.
1. როცა ,,თავი ბრძენი გგონია,, იქ სიბრძნის ნატამალიც არ არის!:) როცა ,,თავი ბრძენი გგონია,, იქ სიბრძნის ნატამალიც არ არის!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|