ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2011


მხარდამხარ...

გახსოვს? რა მარტივად ვამბობდით
მიყვარხარ, მერე კი რატომღაც,
სულ ათას წვრილმანზე ვდაობდით,
სანამ დროს სული არ ამოხდა,
სანამ არ დავაშრეთ წვიმები,
სანამ არ დაგვტოვა ზამთარმა,
ხანდახან გვეგონა ვირწევით
ქარისგან და მარტი გვართავდა,
როგორც ორ, სხვადასხვა თითისტარს,
ოღონდ ეს, სულ უფრო ხანდახან,
ახლა ჩვენ ერთნი ვართ, ვიცით და
უსიტყვოდ მივდივართ მხარდამხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები