ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2011


მოდი(ებიდან)

მოდი რა,მოდი,
გადმოიარე მთები,ზღვები,ციცაბო კლდენი.
უნდა შეიგრძნო ჩემს დუმილში როგორ დგას სევდა.
(ბოდვა.ძახილი,შეძახილი,ზოგჯერ ვედრებაც.)
უნდა იგრძნო რომ ჩემთვის სულაც არ შეგედრება –
არავინ,ვინც კი დაგასწრო
და ჩემთან მოვიდა.

მოდი რა,მოდი
ცხელი ქვიშების სიმხურვალე,
ცის მწველი სითბო,
მზისგან გამთბარი ზღვის ტალღები
– \"შემომიგრილე\".
დაე, ამჯერად, შენი სუნთქვის ქარები ქროდნენ –
ბეჭებზე, მხრებზე, კისერსა
და თმების ფარდებში.

მოდი რა,მოდი.
მოდი და რამე მომიყევი –
რწმენაზე, ღმერთზე,
ეკლესიებზე,ხატებზე.ხატე –
როგორც გინდა, რაც გინდა, ძერწე –
სიტყვები, ჩემთვის და ჩემზე
და შემპირდი დამი-დამიხატავ თავისუფლებას.
ცხელი ქვიშისგან გამოძერწავ ნანატრ სიმშვიდეს

და მომატყუე,
ამ ერთხელაც შემიტყუე მაგ შენს თამაშში
და კიდევ ერთხელ,
ხო, ერთხელაც დამაჯერე,
რომ ყველა წასვლა
მარტო იმიტომ გიხარია,
რომ მერე ისევ ჩემთან ბრუნდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები