ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2011


ნინო დარბაისელი ,, ცეცხლი''



... ცეცხლი
-----------

ქარს ვეცეკვები,
ტკაცა-ტკუცი გამიდის ძვლებში,
დამფრიალებენ
ნამწვავების შავი პეპლები.

წაჯექ,
უკუჯექ,
მომერიდე!
ენამწარე ვარ.
კვამლით დაგახრჩობ,
აგაცრემლებ,
ჩავიფერფლებით.

ჩემზე ისეთი ადვილია ხელის მოთბობა,
მჩხრიკე შორიდან,
ნაკვერჩხლები მითვალიერე!
და ნუ იკითხავ, რა მაქვს გულში,
ნუღარასოდეს.

მე რომ მაცოცხლოს,
გულს სჭირდება
სიცარიელე.

(კრებულიდან: ნინო დარბაისელი ,,ვიტა ბრევის'' თბ. 2010)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები