ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2011


პაემანი გულის დამასთან (დიდი მადლობა ნინო დარბაისელს)

გულის დამასთან
ეჩქარებოდა
აგურის ვალეტს,
მაგრამ ექვსიანს
ზედ დაეცა
პიკის ...საათი.
ამდენ ლოდინში,
კაცი გავთავდი,
კარტი არ მოდის,
”ფულ ჰაუსს” ველი,
დამა არსად სჩანს,
ტუზი ამოდის!
ვიღაც მეძახის,
გავხედე ცერად,
ყვავის ვალეტი,
არ შემრჩა ხელში,
”დამოჩეკ ნე ბრატ”,
ყვირის ჰამლეტი.
”საპოჟნიკია” ჰამლეტა,
ვერის უბანში,
”არ ჩანს დამოჩკა?”
შემხრა ღიმილით,
”აღარ უნდიხარ,
არ მოვა, მორჩა!”
მიდი რა ჰამლეტ,
”ტუფლებს” მიხედე,
წებო გადმოგდის,
ნერვები კვდება,
ნეტა დამადო?
”სტრელზე” არ მოდის!
აგურის დამას,
ხომ არა ვთხოვო,
ეგებ ის შემხვდეს,
საღამოს ექვსზე,
პიკის საათში,
პური ვაჭამოთ ზოოპარკში გედებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები