ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევროპელი
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

სიყვარული თბილისზე

გარდამეხსნა სულში ძველი გრძნობები,
გულს მეკიდა როგორც წმინდა თილისმა,
შემიყვარა მტკვრის ტალღებმა შვილივით,
მეფე დავითს შემაგება თბილისმა.

თრთის ხელები, მემძიმება სხეული,
ფიქრი მეტად გააღვივა ივლისმა,
ნეტარება ციდან გადმომაფრქვია,
კურთხეულმა ჩემმა დედა თბილისმა.

მასპინძლობა აქ ყოვლად შესაშური,
არის მისი ოქრო-ვერცხლის თილისმა,
სტუმარს ასვეს დღეს აქ ვაზის ნაჟური,
სიომ ნაზად დაუბერა დილისმა.

მომიგონეს სიყვარულის მითები,
კინტოს ღვინო ყანწით შემომთავაზეს,
ამერია გვირილებში ტიტები,
თვალს ვუპუჭავ მოტრფიალე ლამაზებს.


თუკი მტკვარმა დღეს მე ჯვარი დამწეროს,
დავაბრალებ ისევ სტუმარ მასპინძელს,
საიათნოვას გრძნობით შევებრალები,
დაჯდება და ლამაზ ლექსებს დამიწერს.



მომიგონეთ კინტო ყარაჩოღელნო!
თუ ამ ყანწის სიყვარულმა დამმარხოს,
ვერ მოითმენს ჩემი დედა თბილისი,
მტკვრის ტალღებმა მე მიჯნური გამლახოს.

შემოგევლე კურთხეულო მიწავ მე,
თუნდაც ცრემლმა თვალზე შენთვის იაროს,
შეგიყვარე, როგორც ღმერთი გიწამე,
მოვკვდე, შენზე დარდმა გადამიაროს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები