ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიჭიერა
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2011


usatauro

თუკი ცხოვრება გაფრენილი ერთი წამია,
თუკი ამ ქვეყნად მხოლოდ რწმენა გვაქვს-გაგვაჩნია,
მოდით ვიაროთ მომავლისკენ,ვშალოთ წარსული,
წარსული მხოლოდ მოგონებაა შორს გარდასული.
ამ ქვეყანაზე თესე კეთილი და წმინდა მხოლოდ,
ნუ დაეცემი,სულს ნუ აიმღვრევ,წააგებ ბოლოს.
მხოლოდ ილოცე და ითხოვე შენდობა ღვთისგან.
ლოცვა გიშველის მოინანიო,თავი იხსნა შენი ცოდვისგან.
თუკი ერთხელაც დაფიქრდები ამ ცხოვრებაზე,
მაშინ მიხვდები ამა ქვეყნად თესო სიყვარული.
უარს ნუ იტყვი ნურც მიზნებზე,ნურც ოცნებებზე,
მხოლოდ შეგეძლოს პატიება და სინანული.
ამ ქვეყანაზე ერთხელ მოვალთ, ერთხელ ვიცოცხლებთ.
ერთხელ გავივლით ამ მიწაზე რაც მთავარია,
უნდა ვისწავლოთ სიყვარული,პატივისცემა,
ცოდვილ მიწაზე ჩვენი თავი ჩვენ გვაბარია.
არ შევეცადოთ ბოროტების გავხდეთ მონები,
გზას ვერ გავიკვლევთ ამ ცხოვრებას გავლევთ უაზროდ,
თუ ცოდვილი ხარ მაშ,ილოცე რას ელოდები?!
გთხოვ დაგვეხმარე,მოგვიტევე რა ვქნათ,უფალო?!
ღირსნი არა ვართ,მაგრამ მაინც გვეპატიება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები