 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 26 სექტემბერი, 2011 |
ჩვენ გავიზარდეთ უფრო დიდები, ვიდრე გვეგონა ეს ბავშვობაში, ახლა უკუღმა მივსდევთ დინებას და არც ჯებირებს აღარ ვაშენებთ, რომ გადმოვიდეთ ნაპირებიდან – ხანდახან როგორც მკვდარი თევზები, თითქოს მზის გულზე სიკვდილს ვაპირებთ, თითქოს მუდმივი ბრძოლა გვბეზრდება... როცა ვერ იტევს სხეული დუღილს, მუჭში მომწყვდეულ ხაზებს დავყურებთ, მერე რატომღაც მალე ვიღლებით, მაინც სიცოცხლით ვივსებთ ლაყუჩებს. წარსული ჩვენთან ისე ახლოა, გვგონია, ერთი ხელის გაწვდენით შევძლებთ, შევეხოთ ღმერთზე ახლობელს, რადგან დაგვემსხვრა ღმერთი, ამ რწმენით ომში, რომელიც არ იყო მისგან და უკანონოდ შობეს დიდებმა, არავის ტკენა არ ჰქონდათ მიზნად, მაინც ტკივილით მივედინებით. თვეები დღეებს იმეორებენ, ჩვენ მომავლისთვის ვეძებთ საშოვარს და გადამფრენი წეროებივით, სადღაც დავტოვეთ უკან ბავშვობა.
ჩვენ გავიზარდეთ უფრო დიდები, ვიდრე გვეგონა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. თვეები დღეებს იმეორებენ, ჩვენ მომავლისთვის ვეძებთ საშოვარს და გადამფრენი წეროებივით, სადღაც დავტოვეთ უკან ბავშვობა.
ჩვენ გავიზარდეთ უფრო დიდები, ვიდრე გვეგონა...
+++ თვეები დღეებს იმეორებენ, ჩვენ მომავლისთვის ვეძებთ საშოვარს და გადამფრენი წეროებივით, სადღაც დავტოვეთ უკან ბავშვობა.
ჩვენ გავიზარდეთ უფრო დიდები, ვიდრე გვეგონა...
+++
14. ირი-ბირი , როგორ ჩაფიქრებულა ... :) :-* ირი-ბირი , როგორ ჩაფიქრებულა ... :) :-*
13. ირინკა...:-* :-* :-* ირინკა...:-* :-* :-*
12. ირი თავადა კი გაქვს აღნიშნული თემატიკის შესახებ. დანარჩენი მომწონს, განსაკუთრებით ეს მომენტი
და გადამფრენი წეროებივით, სადღაც დავტოვეთ უკან ბავშვობა. ირი თავადა კი გაქვს აღნიშნული თემატიკის შესახებ. დანარჩენი მომწონს, განსაკუთრებით ეს მომენტი
და გადამფრენი წეროებივით, სადღაც დავტოვეთ უკან ბავშვობა.
11. თვეები დღეებს იმეორებენ, ჩვენ მომავლისთვის ვეძებთ საშოვარს და გადამფრენი წეროებივით, სადღაც დავტოვეთ უკან ბავშვობა.
ჩვენ გავიზარდეთ უფრო დიდები, ვიდრე გვეგონა...
თოკოს რომ დავესესხო, შეიძლება? ”თქვენ კი დატოვეთ ბავშვობა, მაგრამ აწი პატარა ზედვაკელები იტანტალებენ სახლში...” :-* :-* :-* :)))) თვეები დღეებს იმეორებენ, ჩვენ მომავლისთვის ვეძებთ საშოვარს და გადამფრენი წეროებივით, სადღაც დავტოვეთ უკან ბავშვობა.
ჩვენ გავიზარდეთ უფრო დიდები, ვიდრე გვეგონა...
თოკოს რომ დავესესხო, შეიძლება? ”თქვენ კი დატოვეთ ბავშვობა, მაგრამ აწი პატარა ზედვაკელები იტანტალებენ სახლში...” :-* :-* :-* :))))
10. აჰა, უკვე ახალი სტატუსით დაეცნენ საიტს ირინე წიკლაური და გიორგი ზედვაკელი...
დიდება თქვენს გამოჩენას... :) ირი, შენს მეუღლეს უთხარი, ვარსკვლავთბიჭუნამ მოგიკითხა-თქო, და შენც მოგიკითხე... გაკოცეთ ორივეს შუბლზე...
”და გადამფრენი წეროებივით, სადღაც დავტოვეთ უკან ბავშვობა.”
ეს მაგარია... კარგია...
თქვენ კი დატოვეთ ბავშვობა, მაგრამ აწი პატარა ზედვაკელები იტანტალებენ სახლში... :)
აჰა, უკვე ახალი სტატუსით დაეცნენ საიტს ირინე წიკლაური და გიორგი ზედვაკელი...
დიდება თქვენს გამოჩენას... :) ირი, შენს მეუღლეს უთხარი, ვარსკვლავთბიჭუნამ მოგიკითხა-თქო, და შენც მოგიკითხე... გაკოცეთ ორივეს შუბლზე...
”და გადამფრენი წეროებივით, სადღაც დავტოვეთ უკან ბავშვობა.”
ეს მაგარია... კარგია...
თქვენ კი დატოვეთ ბავშვობა, მაგრამ აწი პატარა ზედვაკელები იტანტალებენ სახლში... :)
9. რას ერჩით, თბილი ლექსია... :) რას ერჩით, თბილი ლექსია... :)
8. რა დასანანია, რომ ასე ვტოვებთ ბავშვობას... რა დასანანია, რომ ასე ვტოვებთ ბავშვობას...
7. არავითარი ინტონაციური პოეზია და არავითარი იაღოველთა სექტა :D წავედი ყავას დავდგამ და მოვალ ;;) არავითარი ინტონაციური პოეზია და არავითარი იაღოველთა სექტა :D წავედი ყავას დავდგამ და მოვალ ;;)
6. ხო, გავიზარდეთ... ;;) ხო, გავიზარდეთ... ;;)
5. ინტონაციური პოეზიის მიმდევარიც ყოფილხართ :)
უბრალოდ - და + ახლო ახლოს არს ჩემს კლავიატურასა ზედა :) ინტონაციური პოეზიის მიმდევარიც ყოფილხართ :)
უბრალოდ - და + ახლო ახლოს არს ჩემს კლავიატურასა ზედა :)
4. უჰ, კაი კაცო ერთი, -1 - იც იწერება აქ უკვე? შორს წავსულვართ რაღა გვიჭირს ;;) უჰ, კაი კაცო ერთი, -1 - იც იწერება აქ უკვე? შორს წავსულვართ რაღა გვიჭირს ;;)
3. თემები არ ძველდება :) უბრალოდ თემის შესრულებაა ხოლმე ბანძი :) მივდევთ? მივსდევთ... ღმერთზე ახლობელი არ მომეწონა, მოკლედ -1 :) თემები არ ძველდება :) უბრალოდ თემის შესრულებაა ხოლმე ბანძი :) მივდევთ? მივსდევთ... ღმერთზე ახლობელი არ მომეწონა, მოკლედ -1 :)
1. მოკლედ ერთი ძველი ლექსი ვიპოვე, რომელიც არ გამომიქვეყნებია ვგონებ. ვიცი რომ თემატიკა გადაცვეთილია, მაგრამ მაინც მომინდა გამომზეურება :D მოკლედ ერთი ძველი ლექსი ვიპოვე, რომელიც არ გამომიქვეყნებია ვგონებ. ვიცი რომ თემატიკა გადაცვეთილია, მაგრამ მაინც მომინდა გამომზეურება :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|