ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო გაბელია
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2011


....................................

 
გვირილებში დაფანტულა გაზაფხული.
მზე ზურმუხტის მწვანე ფერში დამეღვარა,
მე შენს გულზე ყვითლადა ვარ დახატული,
თეთრ გვირგვინებს შემოგავლებ ირგვლივ ფარად.

დამივიწყებ, დამივიწყებ უსასრულოდ..
ამ სტრიქონებს დაედებათ დროთა ფერი
და ხელახლა მზეკაშკაშა გაზაფხულზე
პაწაწინა გვირილებად ავყვავდები.

მოვალ ისევ, რას დამაკლებს დრო და ჟამი,
მოვალ სანამ იარსებებს ქართველთ გენი
და თუ სევდა შემეპარა ზამთრის სუსხში
ამ ყვავილთა ზღვა ფერებში ავყვავდები.

მოვალ ჩუმად, როგორც მოდის გაზაფხულზე
მიწის სული, თავბრუს დაგხვევ.
მე გაგიჩენ ზღვისთვალება კოლხ ასულებს ოქროს თმებით
და ლომგულა კოხტა ქართველთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები