ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Nice
ჟანრი: პროზა
29 სექტემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

****

სასოწარკვეთამ დაისადგურა...
აზროვნება, ძალ-ღონე  ერთად გამომეცალა.
ექსკალატორით ისე ჩავეშვი მიწისქვეშა სამფლობელოში წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია. გაღიმებული, მზის სხივებით განათებული სამყაროს ალერსს  ზურგზე იქამდე ვგრძნობდი სანამ ექსკალატორიდან ფეხს ჩამოვდგამდი.
ლიანდაგზე მატარებელი  მწვანე მუხლუხოს მატლივით გამოღოღდა.
ექსკალატორზე ხელმეორედ დადგომის და ისევ ზევით ასვლის არც სურვილი მქონდა და არც ძალა.
მატარებელში ჩავჯექი. ზურგს უკან კარები დაიკეტა და სველი, სინესტის სუნით გაჟღენთილი, თითქოს ლორწოვანი გარემო ტანზე მომეწეპა.
ლიანდაგზე მატარებელი  მწვანე მუხლუხოს მატლივით გაღოღდა...
სასოწარკვეთილი სახის ნიღბებაფარებული ადამიანებით გარემოცულმა მეც მსგავსი ნიღაბი ავიფარე და ვიგრძენი პეპელამ მეტამორფოზა როგორ განვიცადე...
-" ბოლო გაჩერება, გთხოვთ დაცალოთ ვაგონები."
მატარებელი დეპრესიის სადგურზე ჩამოდგა და მგზავრები დაგვტოვა. მწვანე მუხლუხოს მატლი მიწის ქვეშ მიიმალა...
სასოწარკვეთილი სახის ნიღბებ აფარებულმა ადამიანებმა ჭუპრებს მიაშურეს.
მე კი ადგილიდან ფეხის დაძვრაც  ვერ მოვახერხე, სივრცეს სადაც მატარებელი გაუჩინარდა კარგა ხანს თვალს ვერ ვაცილებდი...
გონს რომ მოვედი  ისევ მატარებელში ვიჯექი, ლიანდაგზე მატარებელი  მწვანე მუხლუხოს მატლივით მიღოღავდა, დეპრესიის სადგურს ვტოვებდი. რამდენიმე წუთში კი  ექსკალატორზე ვიდექი და გაღიმებული, მზის სხივებით განათებული სამყაროს სხეულზე შემოჭდობილ ხელებს მთელი არსებით ვგრძნობდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები