ფიქრებმა ობობას ხლართებში გამაბა, ხელიდან მეცლები, ვერ გხვდები, სადა ხარ? თვალები, არწივის თვალებს რომ წააგავს ფრთები გამოგისხამს ვერ გწვდები, სადა ხარ? მაგ მზერამ განმგმირა, ქარივით დავდრტვინავ, ღრუბლებში დავძრწივარ, შენს ფრთებს შევეხები ძლიერს და გამყინავს... მე ისევ ბავშვი ვარ.. ზღვის ნაპირს მივყვები შიშველი ფეხებით, ფერებით მევლება ტერფებზე შხეფები, ხელების ფათურით ტალღებს ვეფერები, ღამდება მიყურებს დაისის ფერები. მზე თვალებს მილულავს.. კვლავ მარტო დავრჩებით ზღვა, მე და ნაპირი.. არსად შენაპირი ქვიანი ნაპირი ცივი საღამოა.. იყო დიდი ხნის წინათ, ცეცხლში გახვეული ქალაქი დავტოვე, თვალები დავახრჩვე ცრემლებით გოლგოთას გავუდექ ვედრებით, ისე არ მოვკვდე, რომ ერთხელაც ვერ გნახო, შენ ჩემო სოხუმო ოცნების ქალაქო..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ო ბოჟე სპასი ნას. ო ბოჟე სპასი ნას.
10. მითხარ სად სად სად გეძებო)))))))))) მითხარ სად სად სად გეძებო))))))))))
9. ორიგინალური სტილია, ვფიქრობ სასიმღერო ტექსტია ორიგინალური სტილია, ვფიქრობ სასიმღერო ტექსტია
8. მადლობთ ნეფერტარ თქვენ სწორად გაიგეთ ჩემი განწყობა.. მადლობთ ნეფერტარ თქვენ სწორად გაიგეთ ჩემი განწყობა..
7. დიდი ხუთიანი! ! !
მე მომეწონა ეს "გვერდებჩალეწილი" ლექსი, იმიტომ რომ ასეთი გვერდებჩალეწილია საქართველო - როგორც ოცნება, - აფხაზეთის გარეშე... მაგრამ ეს უნდა გტკიოდეს რომ გაიგო. მე მესმის, რადგან ძალიან მტკივა, და საერთოდაც, ბევრ "ხელოვნურ ინტელექტიან" ლექსს მირჩევნია ეს ნაწერი. დიდი ხუთიანი! ! !
მე მომეწონა ეს "გვერდებჩალეწილი" ლექსი, იმიტომ რომ ასეთი გვერდებჩალეწილია საქართველო - როგორც ოცნება, - აფხაზეთის გარეშე... მაგრამ ეს უნდა გტკიოდეს რომ გაიგო. მე მესმის, რადგან ძალიან მტკივა, და საერთოდაც, ბევრ "ხელოვნურ ინტელექტიან" ლექსს მირჩევნია ეს ნაწერი.
6. იმიზა რომე ვერ მოხტეს ნაწერის აზრსა და შესრულებაზე დაკვირვებაი :დ აგია ჩემი კომენტარი :| და კიდევ :) მე სულაც არ ვარ ხახვი, რომ მეორედ მოვიდე! (აქ ანუ) იმიზა რომე ვერ მოხტეს ნაწერის აზრსა და შესრულებაზე დაკვირვებაი :დ აგია ჩემი კომენტარი :| და კიდევ :) მე სულაც არ ვარ ხახვი, რომ მეორედ მოვიდე! (აქ ანუ)
5. რატოა ასე გვერდებჩალეწილი ეს ლექსი?! რატოა ასე გვერდებჩალეწილი ეს ლექსი?!
3. ძალიან სუსტია. ამ კლაკნილის მცდელობას ავტორისთვის უმჯობესი იქნებოდა რითმებზე გაკეთებულიყო მეტი აქცენტი. წარმატებები. ძალიან სუსტია. ამ კლაკნილის მცდელობას ავტორისთვის უმჯობესი იქნებოდა რითმებზე გაკეთებულიყო მეტი აქცენტი. წარმატებები.
2. ისე არ მოვკვდე, რომ ერთხელაც ვერ გნახო, შენ ჩემო სოხუმო ოცნების ქალაქო..
ნატვრა აგხდენოდეს! ;;) ისე არ მოვკვდე, რომ ერთხელაც ვერ გნახო, შენ ჩემო სოხუმო ოცნების ქალაქო..
ნატვრა აგხდენოდეს! ;;)
1. დავდრტვინავ- არ ვიცი შეიძლება თუ არა დატრტვენა
მტკივნეული თემა
ნაწერის ფორმა ორიგინალური
ეგაა და ეგ... დავდრტვინავ- არ ვიცი შეიძლება თუ არა დატრტვენა
მტკივნეული თემა
ნაწერის ფორმა ორიგინალური
ეგაა და ეგ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|