| ავტორი: მარი ჟანრი: პოეზია 2 ოქტომბერი, 2011 |
დროა ხაზგასმულად, ულაყს მივაჭენებ ქარი ჰორიზონტის სახეზე მოძრაობს, ახლა, ნაბიჯები წამს ვეღარ აჩერებს, შენი თვალის გუგებში ანარეკლს შევცქერი საკუთარს, მელანქოლიკ ბუნებას ვეჯახები, ისეთი ანკარა, ცის ნამით სუფთაა- როგორც ყოველი და მეც დავეწაფები. ცის ტატნობს ეძაბება ძარღვები გამალებით, ნაპირსაც დატბორავს ტალღები ემოციის, ჩვენი აურები თბილად გადავცვალოთ, ფინჯანს შემოვაჭდოთ თითები ჩვეულებრივ. მოდი, დავივიწყოთ საკმევლის სუნი თუნდაც- ცხვირის ნესტოებში ღიტინს როცა ვიგრძნობთ, სულიერებას კარი ჩაურაზავს- ვგონებ, მომლოდინე მგზავრის ხელის მტევნით. დროა ხაზგასმულად, ულაყს მივაჭენებ, ქარი ჰორიზონტის სახეზე მოძრაობს, ახლა, ნაბიჯები წამს ვეღარ აჩერებს, შენი თვალის გუგებში ანარეკლს შევცქერი საკუთარს, მელანქოლიკ ბუნებას ვეჯახები, ისეთი ანკარა, ცის ნამით სუფთაა- როგორც ყოველი და მეც დავეწაფები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დასახვეწია! წარმატებები!!! დასახვეწია! წარმატებები!!!
3. არაუშავს ლექსია! უკეთესის მოლოდინში არაუშავს ლექსია! უკეთესის მოლოდინში
2. წარმატებები წარმატებები
1. სასიმღერო ლექსია +2 სასიმღერო ლექსია +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|