ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კროს.კ
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2011


ზღაპარი

ჩვენ-
ახლა როცა ,
წითელ სახლებს აივნებით,
ტოვებს ქარი-
ზღაპრებს ვახტებით,
ხუთი თითით გამოგონილს(-).

ალი ავარდა,
ცა დაიწვა.
გაყინულ ტბასთან გაგვაღვიძეს
ფეხი რომ გვაკლდა-
ძაღლებს მიჰქონდათ.


მერე კედლებმა გააცოცხლეს ჩვენი
ზღაპრები.
მგელმა შეჭამა
ორი ბარტყი,
მონადირემ მოკლა
მელია.
ცეცხლზე იცეკვეს
ტყის სულებმა-ქონდრის კაცებმა.
გამოვტოვოთ.

ზამთარი იდგა.
ერთად გაწყვიტა ყველა ძაღლი
დამპალმა ხორცმა.
უთოვლო იყო დეკემბერი.
მიწამ ჩაყლაპა -
გამხარ ხეებს სდიოდათ-სისხლი.


გაგრძელება:
მელამ შეჭამა
ორი ბარტყი.
მონადირემ მგლები დახოცა.
ცეცხლზე ცეკვავდნენ-
ტყის სულები.
გამოვტოვოთ.


იანვარიც უთოვლო იდგა.
ჩუმად მოცილდენ,
ნისლიანი ნაპირები
ადიდებულ მდინარეებს.

კოცონზე დაწვეს,
ტყის სულებმა-ყველა ზღაპარი.


მგელი გადარჩა.
მელა გადარჩა.
მონადირემ მოკლა ბარტყები.


ქარი დაბრუნდა, ჩვენ სახლებში
და თქვა რომ მიწამ...

მიწამ კი არა,
მიწა ჩაყლაპეს კუბოებმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები