 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 3 ოქტომბერი, 2011 |
სფეროსებური, ცისფერი ლამპის დაბალი შუქი, ოთახში - წყვილი სავარძელი და მაგიდაზე - მაღალ ჭიქებში - შავი ღვინო, მისატანებლად - - ვერცხლის ლამბაქით - - ცოტა ყველი.
თითო გვეყოფა, სისხლსაც უხდება, არც დაგვამძიმებს ტანინიანი. ყლუპ-ყლუპად ვსვამთ და ვმასლაათობთ მთელი საათი:
შენ: - განგება და ბედი მუდამ ბურთს თამაშობენ. მე: - ამ ორს შუა მუდამ არის თეთრი საზღვარი.
შენ: - საზღვრის თავზე ბადეც მუდამ გაჭიმულია. მე: - რა ქნას მსაჯმა, თუ წესრიგი მუდამ ირევა, რადგან განგება - ფრენბურთელია, ბედი კი ფეხბურთს ეთამაშება.
შენ: - საბოლოოდ, მუდამ ფრეა. ყველა ვიგებთ ანუ ვმარცხდებით. მე: - გაგვიმარჯოს! შენ: - სლონჩე ვა!
ყლუპ! და ორივე თითქმის ერთად: - ძილი ნებისა!
თვალდახუჭული ვეღარ ვიხსენებ, შევინახე თუ მაგიდაზე დამრჩა ლამბაქი.
ამ სიჩუმეში რაღაც შორი ზუზუნებს, წუის, ბრუნავს გლობუსი, ორბიტაზე ბრუნავს გლობუსი, და სხივოსანი განსაცდელი გვიახლოვდება.
----- სლონჩე ვა - გაგვიმარჯოს (ძვ. შოტლანდიური).
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვაააა, ძველშოტლანდიურიც გცოდნიათ......ფრიადი დაგიწერე....ლიტერატურა.გე რატო არ იხსნება?
ვაააა, ძველშოტლანდიურიც გცოდნიათ......ფრიადი დაგიწერე....ლიტერატურა.გე რატო არ იხსნება?
3. სლონჩე ვა, ალაზნისპირელო ძვირფასო! სლონჩე ვა, ალაზნისპირელო ძვირფასო!
1. ბრუნავს გლობუსი, ორბიტაზე ბრუნავს გლობუსი, და სხივოსანი განსაცდელი გვიახლოვდება.
----- სლონჩე ვა - გაგვიმარჯოს (ძვ. შოტლანდიური).
ბრუნავს გლობუსი, ორბიტაზე ბრუნავს გლობუსი, და სხივოსანი განსაცდელი გვიახლოვდება.
----- სლონჩე ვა - გაგვიმარჯოს (ძვ. შოტლანდიური).
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|