როგორ გაზრდილა ! ქალია უკვე. ახლა ვინ იცის, ბეწვის ხიდზე როგორ გაივლის...
გუშინ არ იყო? მამა-შვილი ზამთრის საღამოს მოვუყვებოდით ამ ქვაფენილს. მე თან ნაბიჯებს ვიმოკლებდი და თან გათოშილ ხელის მტევანს მუჭში ვუთბობდი.
- აქ ღმერთი ცხოვრობს? - მკითხა უეცრად, სამშობიაროს შენობასთან რომ ჩავიარეთ. - აქ ღმერთი?! არა! - აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - რა ვიცი, თითქოს ლოცულობენ...
მამა და შვილი მუდამ ერთად როგორ ივლიან. თავაწეული ვდგავარ მარტო, შუაღამეა. სადღაც, ზემოთა სართულზეა მისი პალატა. აი, ფანჯრებიც, (თუ გამოთვლამ არ მიღალატა). რა კვნესა ისმის, ხეა, ქარით გადარწეული თუ უჭირს შვილს და უკვე აღწევს ხმა მისი გარეთ? (სანთებელათი მოვუკიდე ბოლო სიგარეტს). ვეძებ ფანჯრებში ფერმკრთალ სახეს, მაგრამ ფარდებიც ეფარება დაორთქლილ მინებს. გუბდება გული, მერე მძიმედ ამოიგმინებს და სიჩუმეა.
ნელა გადის დრო გულმოდგინე.
რა გითხრა,ღმერთო! მე არ ვიცი, როგორ ვილოცო. ღმერთო, მამაო, გთხოვ, მშვიდობით მოალოგინე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ლამაზია... მთელი ემოცია დევს :) ლამაზია... მთელი ემოცია დევს :)
17. საოცარი სითბოთი გადმოცემული მამა-შვილობა, "აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული" - სულ თავაწეულები ყოფილიყვნენ! გაიხარეთ ავტორო, ულამაზესია! +2 (სამწუხაროდ) საოცარი სითბოთი გადმოცემული მამა-შვილობა, "აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული" - სულ თავაწეულები ყოფილიყვნენ! გაიხარეთ ავტორო, ულამაზესია! +2 (სამწუხაროდ)
16. ძალიან,,, ძალიან მომეწონააა. მაგარია
"მამა და შვილი მუდამ ერთად როგორ ივლიან. თავაწეული ვდგავარ მარტო, შუაღამეა. სადღაც, ზემოთა სართულზეა მისი პალატა. აი, ფანჯრებიც, (თუ გამოთვლამ არ მიღალატა). რა კვნესა ისმის, ხეა, ქარით გადარწეული თუ უჭირს შვილს და უკვე აღწევს ხმა მისი გარეთ? (სანთებელათი მოვუკიდე ბოლო სიგარეტს). ვეძებ ფანჯრებში ფერმკრთალ სახეს,"
ძალინ მაგარია, გაიხარეთ............ ძალიან,,, ძალიან მომეწონააა. მაგარია
"მამა და შვილი მუდამ ერთად როგორ ივლიან. თავაწეული ვდგავარ მარტო, შუაღამეა. სადღაც, ზემოთა სართულზეა მისი პალატა. აი, ფანჯრებიც, (თუ გამოთვლამ არ მიღალატა). რა კვნესა ისმის, ხეა, ქარით გადარწეული თუ უჭირს შვილს და უკვე აღწევს ხმა მისი გარეთ? (სანთებელათი მოვუკიდე ბოლო სიგარეტს). ვეძებ ფანჯრებში ფერმკრთალ სახეს,"
ძალინ მაგარია, გაიხარეთ............
15. მადლობა, ვიკა ძვირფასო! გიორგობის მადლი გფარავდეთ! მადლობა, ვიკა ძვირფასო! გიორგობის მადლი გფარავდეთ!
14. რა არაჩვეულებრივია! საკრალური. მამის განცდა სრულყოფილად გადმოეცით, არადა ღმერთმა დედად მოგავლინათ ამქვეყნად. გიორგობას გილოცავთ! :) რა არაჩვეულებრივია! საკრალური. მამის განცდა სრულყოფილად გადმოეცით, არადა ღმერთმა დედად მოგავლინათ ამქვეყნად. გიორგობას გილოცავთ! :)
13. მთელი არსებით რომ შეიგრძნობ ისეთი ლექსია ++ მთელი არსებით რომ შეიგრძნობ ისეთი ლექსია ++
12. მრცხვენია,მაგრამ ვიტყვი-გული ამიჩვილდა.. სუფთა ლექსია! მრცხვენია,მაგრამ ვიტყვი-გული ამიჩვილდა.. სუფთა ლექსია!
11. გული, რომ მართლაც გუბდება ... :) გული, რომ მართლაც გუბდება ... :)
10. ვსუნთქავ :) ვსუნთქავ :)
9. მეოთხეს თანხმობა : ) მეოთხეს თანხმობა : )
8. ეს ლექსი ლიტ.გეზე წავიკითხე ამა წინეებზე და ძალიან მაგრად მომეწონა : )
ეს ლექსი ლიტ.გეზე წავიკითხე ამა წინეებზე და ძალიან მაგრად მომეწონა : )
7. დამბურძგლა,ძალიან ემოციურია.თან რა ოსტატურად შესრულებული!იშვიათი ლექსია!მადლობა! დამბურძგლა,ძალიან ემოციურია.თან რა ოსტატურად შესრულებული!იშვიათი ლექსია!მადლობა!
6. "- აქ ღმერთი ცხოვრობს? - მკითხა უეცრად, სამშობიაროს შენობასთან რომ ჩავიარეთ. - აქ ღმერთი?! არა! - აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - რა ვიცი, თითქოს ლოცულობენ... "
მმმიყვაააააარს :x "- აქ ღმერთი ცხოვრობს? - მკითხა უეცრად, სამშობიაროს შენობასთან რომ ჩავიარეთ. - აქ ღმერთი?! არა! - აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - რა ვიცი, თითქოს ლოცულობენ... "
მმმიყვაააააარს :x
5. ეს ლექსი მახსოვს და მომწონს! :) ეს ლექსი მახსოვს და მომწონს! :)
4. ..
ეს ისეთი ლექსია, სულ რომ გახსოვს.
ყველა სიკეთე. ..
ეს ისეთი ლექსია, სულ რომ გახსოვს.
ყველა სიკეთე.
3. - აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - რა ვიცი, თითქოს ლოცულობენ...
- აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული და თან ისეთი თვალები აქვთ.. - მაინც როგორი? - რა ვიცი, თითქოს ლოცულობენ...
2. წაკითხული მქონდა ესეც ადრე :)
რა გითხრა,ღმერთო! მე არ ვიცი, როგორ ვილოცო. ღმერთო, მამაო, გთხოვ, მშვიდობით მოალოგინე! წაკითხული მქონდა ესეც ადრე :)
რა გითხრა,ღმერთო! მე არ ვიცი, როგორ ვილოცო. ღმერთო, მამაო, გთხოვ, მშვიდობით მოალოგინე!
1. საინტერესოა. საინტერესოა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|