ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეო კაკიაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2011


წვიმა წინაპართა საფლავებს ასველებს...

წვიმა წინაპართა საფლავებს ასველებს,
ნეტავ წვიმაა თუ ერის ცრემლებია?
დედა საქართველოს ღირსების დამცველებს
დღეს მხოლოდ საფლავის ქვები შერჩენიათ.

ეს ქვები სამშობლოს იარებს მახსენებს.
გმირებს სისხლის ბოლო წვეთამდე უბრძოლიათ,
მათ ხომ უფალივით უყვარდათ სამშობლო
და მსგავსი ედემი სხვა ვერსად უპოვიათ.

ეს წვიმა წარსულის სურათებს მახსენებს...
...და როცა კართან მტერი მოგვდგომია
თავი გაუწირავთ გმირულად ქართველებს
მათი თავგანწირვით სამშოლო მოგვყოლია.

წვეთები გმირების სახელებს აჩენენ
ქვაზე ამოტვიფრულთ სევდა დასჩენიათ,
ერი ყველას იცნობს მაგრამ იმათ რა ჰქნან,
იმათ, საფლავებიც რომ არ დარჩენიათ?!

წვიმა წინაპართა საფლავებს ასველებს
ეს წვიმა არ არის, ზეცის ცრემლებია,
დედა საქართველო ღვთისმშობელს ავედრებს
შვილებს სახელოვანთ, ოქროს ხელებიანთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები