 | ავტორი: სპილუკა ჟანრი: იუმორისტული 7 ოქტომბერი, 2011 |
„be cool” საქმე თუ გაქვს, ეს უკვე კარგია, უსაქმური არა ყოფილხარ. ნუ იდარდებ ნურაფერზე, ცოტა ამოისუნთქე, საქმე არსად გაგექცევა, მაგრამ ეხლავე თუ გააკეთებ, შეგამჩნევენ უსაქმოდ რომ დარჩი და სხვა რამით დაგასაქმებენ, თანაც დაგტუქსავენ - „უსაქმოდ რადა ზიხარო?!” ბევრი საქმე თუ გაქვს არ იჩქარო, კარგად დაფიქრდი, ყველაფერი აწონ-დაწონე, სიჩქარით მხოლოდ საქმეს გააფუჭებ. ჩამოჯექი, ცოტა დაისვენე, ხვალაც ამ თვის არაა?! ამ თვის თუ არ - ამ წლის ხომ მაინცაა?! წელი თუ გადის და გამხიარულდი, ახალი წელი კარს მოგდგომია, ჭიქა აიღე! ხალხს ახალი წელი მიულოცე! რა დროს საქმეა?! თუ ძალიან ბევრი საქმე გაქვს და თანაც მუშაობის იშტაზეც ხარ მოსული, აქ უკვე დაჯდომა ვერაფერს გიშველის. ცოტა ხნით წამოწექი, ყველაფერი დაივიწყე, ბოლომდე მოდუნდი და იქნებ მუშაობის სურვილმაც გადაგიაროს. თუ უამრავი საქმე დაგიგროვდა და არ იცი რომლიდან დაიწყო, ყველაფერი გვერდზე გადადე და იმაზე დაფიქრდი ამდენი საქმე რატომ დაგიგროვდა. იქნებ ამ ჩახუთულ ოთახში ჯდომით ტვინს ჟანგბადი დააკლდა და აზროვნებაც ამან შეგიფერხა?! ამასობაში კი, დრომ დრო იხელთა და გონებას გაუსწრო, იმდენი საქმე დაგროვდა, რომ საქმისთვის დრო აღარ დაგრჩა. აქ უკვე რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო. სასწრაფოდ ადექი, ჰაერზე გადი, ასუნთქე ორგანიზმი, თვალს წყალი დაალევინე, გული გადააყოლე და უკან დაბრუნებული მიხვდები, რომ ყველაფერი თავისით მოგვარებულა. არც ის უამრავი დაგროვილი საქმე და არც ის ფაქტი, რომ არ იცი რომლიდან დაიწყო ნერვებს აღარ გიშლის. ტვინიც უკვე იმით არის დაკავებული, მზის ჩასვლა უფრო ლამაზი იყო, თუ ის გოგონა ქარი მოკლე, ჭრელ კაბას ლამაზად რომ უფრიალებდა, თმას უწეწავდა და მის გარუჯულ სხეულს ნაზად ელამუნებოდა... თუმცა დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, უფრო სწორედ საქმეზე ფიქრს, რამე თუ დავადგინეთ, რომ საქმე მგელი არ არის და ტყეში არ გაგვექცევა. არ მისცე საქმეს იმის უფლება, რომ მოგერიოს. იცოდე, რომ შენ ძლიერი ხარ და ყველაფერს დასძლევ. არც დროს მისცე იმის ნება, რომ ზურგი გაჩვენოს. რაც უფრო მეტს მუშაობ, მით უფრო მეტ საქმეს აკეთებ, რაც უფრო მეტ საქმეს აკეთებ, მით უფრო მეტ ახალ საქმეს გავალებენ და ამას ბოლო არ უჩანს. არ მისცე ამ მოჯადოებულ წრეს შენი მორევში ჩათრევის უფლება. ნუ დაიტოვებ თავს უსაქმურად იმიტომ, რომ საქმე უფრო მალე გააკეთე ვიდრე ეს შეიძლებოდა. იყავი იმაზე ჭკვიანი ვიდრე ეს საქმეს სჭირდება. იყავი იმდენად ჭკვიანი, რომ მუშაობით შენს თავს არაფერი ავნო. საწყალი კახელი ვირი, აი ის, მუშაობამ რომ მოკლა. ამბობენ თეთრი იყო და მიხოს ძალიან უყვარდაო, მაგრამ ძაან ჯაფას კი ატანდა საცოდავს. სინამდვილეში ბროლია (ვირს ერქვა ეგრე) ინგლისურის არცოდნამ გადაიყოლა. აბა იმ პატრონ ნაქებს რომ სცოდნოდა „be cool” რასა ნიშნავს იმოდენა ტვირთს ხომ არ აიკიდებდა ზურგზე. ეჰ, რას იზამ, ვირი ვირია და კაცი თუ არ დაფიქრდა მასზე უარესიო. ჰოდა შვილოსა, კარგა დაფიქრდი, იმაზე მეტს ნუ გააკეთებ ვიდრე შეგიძლიან, თორე, ენდე მიხოი, ეხლაც ცხარე ცრემლით დასტირის თავის ვირსა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგია მამუ. ვიცი რასაც გიშვებიან სამსახურში რა ბევრია შენზე დამოკიდებული ეს რომ დაგაწერიანა. მაგრამ უსაქმურობა კიდევ უფრო დამღლელი ყოფილა.... კარგია მამუ. ვიცი რასაც გიშვებიან სამსახურში რა ბევრია შენზე დამოკიდებული ეს რომ დაგაწერიანა. მაგრამ უსაქმურობა კიდევ უფრო დამღლელი ყოფილა....
6. ჰეეჰ რა კაცი გამოჩენილა...სად დაიკარგეთ კოლეგავ? ჰეეჰ რა კაცი გამოჩენილა...სად დაიკარგეთ კოლეგავ?
5. სინამდვილეში ბროლია (ვირს ერქვა ეგრე) ინგლისურის არცოდნამ გადაიყოლა.
ახალი ანეგდოტი, კახელმა თავის ვირს უთხრა: ვირო! დრო შეიცვალა , ემანდ ინგლისური ისწავლე,თორე ვირი იყავ და ვირად დარჩებიო. სინამდვილეში ბროლია (ვირს ერქვა ეგრე) ინგლისურის არცოდნამ გადაიყოლა.
ახალი ანეგდოტი, კახელმა თავის ვირს უთხრა: ვირო! დრო შეიცვალა , ემანდ ინგლისური ისწავლე,თორე ვირი იყავ და ვირად დარჩებიო.
4. როგორ გამიხარდით :) სიამოვნებით წავიკითხე... მოიკითხეთ
როგორ გამიხარდით :) სიამოვნებით წავიკითხე... მოიკითხეთ
3. ვეთანხმები ჭასოო, ამხელა კაცი და ამხელა სპილუკა ისე, როგორ უნდა დაკარგულიყავი , მოგიკითხე , გამიხარდა შენი გამოჩენა :) :-* ვეთანხმები ჭასოო, ამხელა კაცი და ამხელა სპილუკა ისე, როგორ უნდა დაკარგულიყავი , მოგიკითხე , გამიხარდა შენი გამოჩენა :) :-*
2. ვეთანხმები ჭასოო, ამხელა კაცი და ამხელა სპილუკა ისე, როგორ უნდა დაკარგულიყავი , მოგიკითხე , გამიხარდა შენი გამოჩენა :) :-* ვეთანხმები ჭასოო, ამხელა კაცი და ამხელა სპილუკა ისე, როგორ უნდა დაკარგულიყავი , მოგიკითხე , გამიხარდა შენი გამოჩენა :) :-*
1. სპილუკა...:-* გამიხარდი აქ რომ გხედავ... ეტყობა იმდენი საქმე გქონდა და ისე დაღლილხარ...უსაქმურობის მთელი მეთოდები შეგიმუშავებია...:) რა კარგია რომ მოხვედიიი..:-* სპილუკა...:-* გამიხარდი აქ რომ გხედავ... ეტყობა იმდენი საქმე გქონდა და ისე დაღლილხარ...უსაქმურობის მთელი მეთოდები შეგიმუშავებია...:) რა კარგია რომ მოხვედიიი..:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|