 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 11 ოქტომბერი, 2011 |
ვუძღვნი ყველა იმ რეალურ ადამიანს ,რომელთა სახეები ამ მოთხრობაში გამოვიყენე.
სწრაფი ნაბიჯით ადიოდა მთაზე,ხანდახან ძუნძულსაც შეურევდა, თავს აქეთ-იქეთ ხშირ-ხშირად ატრიალებდა,იცოდა ფრთხილად უნდა ყოფდილიყო,ნებისმიერ ხესა თუ ბუჩქში შეიძლებოდა სიკვდილი ყოფილიყო ჩაბუდებული,არბალეტი და ისრებიანი კაპარჭი ზურგზე გადაეგდო,ცალი ხელი ხმლის ვადაზე ქონდა დაბჯენილი. მისდა გასაკვირად ისე აივაკა მთაზე ხიფათისმაგვარიც არ შეუნიშნავს. აივაკა და გაოგნებული შედგა,ულამზეს მდელოზე იდგა,ალბათ 4 სტადიონის ხელა იქნებოდა ტრიალი მინდორი,ერთადერთი,უზარმაზარ ტოტებგაფარჩხული ხე სადღაც მინდვრის შუაგულში გაჩხერილიყო. ფეხით ქელავდა ბიბინა,ხასხასა ბალახს,ნელა მიიწევდა ხისკენ,გამოცდილი თვალით ათვალიერებდა იქაურობას. კიდევ ცოტაც მიუახლოვდა და შეამჩნია: ხეზე რაღაც სანიშნისმაგვარი იყო მიმაგრებული, აი ისეთი, როგორებიც მანამდეც ბლომად მოეპოვებინა. არბალეტი მომართა, დიდხანს უმიზნებდა,გაუშვა და მოეჩვენა თითქოს: ისრის პრიალა,წამახული წვერი ნელ კადრებად მიფრინავდა მიზნისკენ. სწორედ იქ ჩაერჭო სადაც დაუმიზნა, შეირყა სანიშნი, ძირს წამოვიდა ფარფატით. უცებ იხულვა ირგვლივ, ციდან ჩამოფრინდნენ მეომრები და ალყა შემოარტყეს ელვისებურად.ამას ნამდვილად არ ელოდა. აამუშავა სწრაფად არბალეტი,სამი ისრის გასროლა კიდევ მოასწრო, სამი მეომარი წაწვა ჯერ კიდევ ნამიან ბალახზე.ხმალი ამოიღო და ჩაება უთანასწორო ბრძოლაში. ერთი დარტყმით ხმლიანი ხელი წააწყვიტა მის წინ მდგომს,ნელ ნელა იკაფავდა გზას,ხისკენ მიიწევდა, ზურგით მიეყრდნობოდა იცოდა და შედარებით გაუადვილდებოდა ბრძოლა.მიაღწია კიდეც,მიეყრდნო და იმედი მიეცა.უემოციო,გაყინული სახეები ქონდათ მეომრებს,თითქოს მხოლოდ იმისთვის იყვნენ შექმნილნი რომ მოეკლათ ან დახოცილიყვნენ.თხელდებოდა თანდათან მათი რიგები.აშკარად ძლიერი იყო მათზე,გული დაიმშვიდა,აუცილებლად მივაღწევო გამარჯვებას. მოულოდნელად იგრძნო როგორ იხსნებოდა ხე,სწრაფად შეტრიალდა,რაღაც მახინჯი არსება ცდილობდა ნახლეჩიდან გამოძრობას,ცადა ხმლით აეკუწა, ყურადღება მოუდუნდა წამით.უკნიდან მძლავრად ჩაარტყა ზურგში მეომარმა,მიხვდა ძალები ელეოდა,მეორე მეომრის ხმალი კისერში მოხვდა.მაღლა ავარდა თავი,მწვანე ბალახში გაგორიალდა,მკვეთრ წითელ კვალს ტოვებდა ზედ. უთავო კისერი სისხლს აფრქვევდა ისევ.გავეშებული მეომრები კი არ ჩერდებოდნენ, სადისტურად ჩეხავდნენ ხმლებით გვამს. GAME OVEღ დიდი, სისხლისფერი ასოებით დაეწერა ეკრანს. ნერვიულად შეიკურთხა, ბოლომდე მოქაჩა სიგარეტი და კვამლის სქელი ქულები შეაბოლა ჯერ კიდევ სისხლისფერ ეკრანს. მოურიდებლად გაიზმორა (ანდა ვისი უნდა მორიდებოდა?), მიხვდა დაღლილიყო სახლში ჯდომით,რაღაც ახალი უნდოდა. გადაწყვიტა კიდეც. ინტერნეტში შევიდა, მწვანედ ენთო ის გოგო , როგორც ყოველთვის, ინტერნეტით მეგობრობდა მასთან, ტურისტულ კომპანიაში მუშაობდა გოგო. თხოვა რამე საინტერესო თუ გაქვს ჩემთვისო. პატარა, მყუდრო სასტუმრო ურჩია, არც ფასები დაგაფრთხობს და დროსაც შენს გემოზე გაატარებო. მადლობა გადაუხადა, თანხა საკრედიტო ბარათით მაშინვე გადაიხადა. „ჰო მართლა ეს სასტუმრო ჰოსტელის ტიპისაა, ხომ იცი რა არის ჰოსტელი გიგა?“, გვიანღა ნახა მეგობრის ბოლო გზავნილი. ჰოსტელი უნდა ეთქვა თუ ჰოტელიო?თავისთვის გაიფიქრა. ბარგის ჩალაგება დაიწყო, პატარა, სპორტულ ჩანთაში აუცილებელი ნივთები დაუდევრად ჩაალაგა: ორიოდე მაისური, საცურაო კოსტიუმი, ერთიც მოკლე შარვალი, კიდევ რაღაც მისთვის საჭირო ნივთები. ზურგზე მოიგდო ჩანთა, რაღაც გაახსენდა, ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო,გამორთო და მაგიდაზე დადო.სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი, გარეთ რომ გადიოდა ერთი მოიხედა უკან,მაგიდას შეავლო ფიქრიანი მზერა. მოდით, სანამ ჩვენი გმირი ბათუმამდე ჩააღწევს, ცოტა რამ მასზე ვთქვათ. მაღალი, გამხდარი ბიჭია გიგა,თითქმის სულ ატარებს წვერს,ეს მის სიზარმაცეზე უფრო მიუთითებს ვიდრე სხვის გემოვნების გათვალისწინების გრძნობაზე (ხშირად უთქვამთ გოგოებს წვერი გიხდებაო) ახლახანს დაკარგა სამსახური, ფირმაში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, მას კი მადლობა გადაუხადეს და გამოუშვეს, საინტერესო ისაა რომ დარჩენილი თანხით ზღვაზე დასვენება გადაწყვიტა,თუმცა ეს მისი ნებაა. უყვარს სპორტი, თავადაც თამაშობდა სკოლაში ფეხბურთს. რაღაცნაირი მორიდებული ტიპია, ერთი შეხედვით იფიქრებ ამას ვერაფერს გავუგებო,როცა გესაუბრება თითქმის არ გიყურებს,ესეც მისი მორიდებულობის თვალსაჩინო დასტურია. საერთოდ გულგრილი და ინდიფერენტულია სამყაროს მიმართ.კი რათქმაუნდა ყავს მეგობრები, უყვარს ნათესავები, მაგრამ ამას ვერ გამოხატავს,თავისებურია და იმიტომ, გულში ინახავს საკუთარ დარდს,არც სიხარულის გამოხატვა ჩვევია დიდად. აი თუნდაც ერთი საინტერესო მაგალითი: ბათუმში მიმავალ მანქანაში რომ ჩაჯდა ბედმა გაუღიმა, ფანჯარასთან ერგო ადგილი. მალევე ამოვიდა მანქანაში ახალგაზრდა, ბავშვიანი ქალი, საშინლად ცხელოდა, გიგამაც გაიფიქრა დავუთმობ ამ ჩემთვის ძნელად დასათმობ ადგილსო, ის იყო წამოდგომაც დააპირა და ქალის წუწუნიც მოესმა,აშკარად მიანიშნებდა ადგილი უნდა დამითმოთო. ნებიერად გადაწვა სავარძელზე,ფანჯარა გააღო და ხარბად შეისუნთქა სუფთა ჰაერი. ბათუმში საღამო ხანს ჩავიდა. მზე შუბის წვერზე იყო უკვე,ტკბებოდა ლურჯი, კამკამა ზღვის ხედებით. უსასრულობამდე გაშლილი, საოცრად წყნარი და მიმზიდველი იყო წყალი,აქა_იქ ამოჭრილი, გემების სილუეტებით. სურვილი მოეძალა, მიხვდა, ვერაფრით გაძლებდა ახლა წყლის გარეშე. ძალიან უყვარდა გიგას ზღვა, შეცურავდა მასში და თითქოს უწყნარდებოდა აფორიაქებული სული. ზღვა ქალივით იყო მისთვის, ხანდახან მშვიდი და საფერებელი, როცა გინდა მკლავები მაგრად მოხვიო, გულში ჩაიხუტო,ეამბორო მის ლურჯ, უძირო თვალებს, ოდნავ მოცახცახე, მთრთოლავ სხეულს, ხან კიდევ ვერაგი, ფლიდი, რომ გიტყუებს თავისკენ, გიზიდავს და მერე უცებ ხვდები, რომ იღუპები,არაფერი აღარ გშველის... მანქანა სიგნალებით მიიკვლევდა უკვე გზას მწკრივში, სადგურს უახლოვდებოდა.ფიქრებიდან გამოარკვია ამ ხმაურმა, ჩანთა მოიგდო, ფეხი ძირს დადგა და ნოტიო ჰაერში ბოლომდე გაეხვია. ფეხით გაუყვა გზას სანაპიროსკენ.დანანებით გაიფიქრა, მზის ჩასვლას ვეღარ მივუსწრებო, ალბათ. თუმცა მიუსწრო, ცეცხლის ბურთი ნელ_ ნელა იღვენთებოდა სხივებისგან აკლებულ წყალში,იგრძნო, ძალიან კარგად იყო ახლა,მარტოობასაც აქვსო თავისი პლიუსები_გაიფიქრა, ბანაობა მოუნდა,ირგვლივ მიმოიხედა,ჯერ კიდევ ბლომად ირეოდნენ დამსვენებლები ნაპირზე. რაღაც მოაფიქრდა, ჩაიცინა, ისევ ბავშვური აზრები გაწუხებსო ბიჭო,_ თავის თავს შეუძახა, ნელა გაუყვა ნაპირს, ძირითადად წყვილები იყვნენ, ერთმანეთს გადანასკვული ქალ-ვაჟი, იყვნენ მოხუცი ბებოებიც,აღნავლებულ შვილიშვილებს რომ დაცქეროდნენ თავზე, სახლში წასვლა ეზარებოდათ ალბათ. ცოლ-ქმარი, ხელახლა აფეთქებულ სიყვარულს რომ ეფიცებოდნენ ერთმანეთს, 17-18 წლის ბიჭები, წყალზე ქვების გასრიალებაში ეჯიბრებოდნენ, 2 სერიოზული სახის გოგო, სერიოზულად არჩევდა ნინცას შეყვარებულის პლიუს-მინუსებს. მივიდა და მოკრძალებით სთხოვა, ჩემს ტანსაცმელს და ჩანთას ჩაგაბარებთ ცოტა ხნით, სანამ გავგრილდებოდეო. ერთმა თითქოს ვერც გაიგონა, მეორემ, თავი დაგვანებე, შენ შემოგევლეო. მეც შემოგევლეთო,_ გაუღიმა გიგამ, გზა განაგრძო ისევ. კიდევ შენიშნა ორი გოგო, იქნებ ამათთან მაინც „გამიმართლოსო“ გაიფიქრა, პატარები ჩანდნენ, 15-16 წლისები ალბათ, ლუდის ქილები ეკავათ ხელში, უაზროდ კისკისებდნენ,ერთმანეთს აწყდებოდნენ სიცილით. ამათაც იგივე სთხოვა, გოგოები კი უყურებდნენ და იცინოდნენ, იმათმა დაგადესო?_ამოთქვა ერთმა, როგორც იქნა, გიგა კი უხერხულად უღიმოდა. ბევრს ნუ სვამთო, გააფრთხილა, სწრაფად გაიხადა და შეცურა ზღვაში. წყალი თბილი იყო, სხეულზე ელამუნებოდა, ნეტარებას განიცდიდა, თითქოს, ისე სიამოვნებდა, ღრმად შეცურა, ბნელოდა უკვე, უკან რომ მოიხედა თავისი ნივთებისკენ, ორი მბჟუტავი წერტილი დაინახა, სიგარეტს ეწეოდნენ გოგოები. თავადაც მოუნდა სიგარეტი. ნაპირზე გავიდა, ჯიბეში ჰქონდა, იცოდა. ამოიღო, გოგოებს გამოართვა ასანთი,მოუკიდა და გემრიელად შეისუნთქა კვამლი. გაეცნო კიდეც,არც თავად განაზებულან, უცებ გაუგეს ერთმანეთს. სოფო და ლელუკა დაქალები იყვნენ, როგორც გაიგო სოფოს „ლოვე“ ჰყავდა და მალე უნდა შეხვედროდა,ლელუკა მარტო უნდა დარჩენილიყო და მოიწყინა ძალიან. მე დაგიტოვებო, გაეკრიჭა, დარწმუნებული იყო, ხუმრობაში გაუტარებდნენ, უცებ წამოხტა სოფო, ხომ გითხარი მოეწონებიო, სიცილით უთხრა დაქალს, ტელეფონი მიიდო ყურთან და სიბნელეს შეერია... მობუზული იჯდა გოგო, მორცხვი და უკარება, ნელა მიიწია, ხელი გადახვია. იმან კიდევ, თხუთმეტი წლის ვარო. გააცია ტანში, იქნებ ცუდად ვიქცევიო, გაიფიქრა და გადმოჯდა გვერდზე... მოწყენილი იჯდა ბიჭი, არ იცოდა, რა ექნა,წასვლა უნდოდა იქიდან, სად მოვხვდიო ამ გაუგებრობაში,_ ფიქრობდა. იგრძნო, როგორ მიეხუტა გოგო, მცივაო. გულმა ბაგაბუგი აუტეხა,როგორია გვერდით გრძნობდე თბილ და ნაზ სხეულს,თავს ებრძოდა, მაკოცეო,_გოგომ. თბილი,ვნებიანი ტუჩებით დაეწაფა ბიჭის ბაგეს, უკვე აგებდა ბრძოლას მიხვდა, შიშველი მკლავებით ეტმასნებოდა გოგო, ყურთან მიუტანა ტუჩები და ვნებიანად ჩასჩურჩულა, მოგწონსო უცხო გოგოსთან სექსი, თავიდან ფრთხილად, ნაზად მომექეცი,მერე კი უხეშობა მიყვარსო, მაგრად გამჟიმეო. გააცია ისევ გიგას,ნელა მოიშორა,ცივად, ვერ უყურებდა, მაგრამ ხვდებოდა, როგორ გაუფართოვდა გოგოს თვალები გაოცებისგან. მძიმედ სუნთქავდა და სიგარეტის და ლუდის სუნს აფრქვევდა ერთდროულად. გაიხადეო, უჩურჩულა გოგოს, შენც გაიხადეო_ იმან, როცა იგრძნო შიშველი იყო უკვე,წყალში ჩადიო ახლა ეს უთხრა, შენც ჩამოდიო, საყვარელო და ბარბაცით შევიდა მდუმარე წყალში, ჩადი, მოფსი და დაიძინეო, კბილებში გამოცრა, ადგა და წავიდა. გოგოს ხმა არ გაუღია, ჯერ ისევ წყალში იდგა, იგრძნო, რომ სციოდა. მიხვდა არასწორად მოიქცა, თავიდანვე არ უნდა წამოეწყო ეს თამაში. რაც მოხდა მოხდაო, გულში გაიფიქრა. სასტუმროში რომ იყო მისასვლელი ზურგზე აკიდებულმა ჩანთამ აგრძნობინა, დამძიმებულიყო თითქოს, ახლა კარგი გამოძინება ჭირდებოდა. ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ქაღალდი ამოიღო, პროჟექტორების შუქზე გაშალა, საკმაო მანძილი ქონდა დარჩენილი კიდევ, ჯიბეში ჩაიდო ქარღალდი, გზაზე გავიდა და პირველივე შემხვედრ ტაქსს აუწია ხელი. მანქანა ნარინჯისფერ ჭიშკარს მიადგა, მანქანის ფარების შუქი აისხლიტა პრიალა ზედაპირმა. ესააო, ჩაიბურტყუნა მძღოლმა, გიგამ თანხა გადაუხადა და ეზოში შევიდა. თავიდან იფიქრა შემეშალაო, ჩამი ჩუმი არ ისმოდა, ოდნავ მოშორებით, ეზოს სიღრმეში იდგა სამსართულიანი შენობა, შესასვლელიდან შუქი იფრქვეოდა, არ გავსო რაღაც ეს შენობა სასტუმროს, გაიფიქრა და შუქისკენ წალასლასდა. შესასვლელში, რაც თვალში მოხვდა პირველ რიგში, ეს იყო, ძველი, ოთხკუთხა მონიტორი, მისგან გამოფრქვეული შუქი სახეში ცემდა კომპიუტერთან მჯდარ გოგონას,რაღაცას გულმოდგინედ აკვირდებოდა, სტუმარი არც შეუმჩნევია. გამარჯობათო, მიესალმა გიგა. გოგო ისევ თავის საქმეს აგრძელებდა. - ოთახს თუ მიჩვენებთ აღარ შეგაწუხებთ-ისევ გიგამ გააგრძელა, გოგონა გამოერკვა, ახედ დახედა ახალმოსულს. -დაჯავშნული გაქვს?-კევის ღლაჭუნით კითხა -აბა ისე ვინ გაბედავდა აქ შემოსვლას-ირონია გაურია ხმაში. -ოკ, რომელი ადგილები დაჯავშნეთ, ბიჭები, შერეული თუ გოგოები? -გოგოები-ვერც კი ხვდებოდა რა კითხა,ალალბედზე უპასუხა. გოგონამ კიდევ ერთხელ ყურადღებით აათვალიერ ჩაათვალიერა. -გოგონებს თქვენ ვერ დაჯავშნიდით, მაჩვენებ გადახდის ქვითარს? გამოართვა და ინტერესით ჩააცქერდა, ოკ, ოკ-იო თავისთვის ჩურჩულებდა, შემდეგ ადგა და კიბეებზე წაუძღვა გიგას. შენობაში თითქოს არავინ არ იყო, გიგას უცნაური შეგრძნება დაეუფლა, ცარიელი, ჩუმი ოთახები. გოგონამ ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო, მიუთითა გიგას სად უნდა დაეძინა, უჯრის გასაღები მიცა ტანსაცმელების და ნივთების შესანახად, აცნობა რომ ბიჭი შერეულ ოთახში მოხვდა, კიდევ რაღაცეები ექაქანა თავიანთი სასტუმროს უპირატესობაზე, კარგი დასვენება უსურვა და წავიდა. გიგა ცოტა ხანს იდგა, ოთახის გვერდით მყოფი აბაზანიდან გამომავალ წყლის ხმას აყურადებდა, კარის ღრიჭოდან შუქის ვიწრო ზოლი გამოდიოდა. როგორც იქნა შეაბიჯა ოთახში. არ იყო დიდი ოთახი, ოთხი 2 სართულიანი საწოლი შეადგენდა სულ მის ავლადიდებას. ჩანთა კუთხეში მიაგდო, გაუხდელად წამოწვა საწოლზე , მალევე ჩაეძინა. ღრმად და მშვიდი ძილით ეძინა გიგას, სიზმარშიც კი ეძინა, თითქოს თავის საწოლში იწვა, ტახტზე, ჩართული ტელევიზორი დარჩენოდა, ეკრანზე საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა, უჩვეულოდ უხვგოლიანი თამაში იყო, წამოიღებდა ერთი გუნდი გოლს გაიტანდა, მერე მეორეს გაქონდა, ძილში ბორგავდა, წუხდა, რომ მას ეძინა და ასეთ მაგარ მატჩს ვერ უყურებდა. უცებ მობილურის ზარი მოესმა, გაახსენდა მაგიდაზე დატოვა ტელეფონი, ხელი გაიწვდინა,ვერ მიწვდა,მერე უფრო გადაიხარა და იატაკზეც მოადინა ზღართანი. თვალები გაახილა,იგრძნო, როგორ აჯდებოდა მოზრდილი კოპი. მობილური კი მართლა რეკავდა,ოღონდ სხვისი, ოთახის შუაგულში შიშველი,გლუვი ფეხები შეამჩნია,ნელ-ნელა ააყოლა ზემოთ მზერა. გოგოს წითელი თმები ქონდა, ზურგზე ჩამოშლოდა ტალღებად. ალბათ იღებავსო გულში გაიფიქრა. ამ დროს კი გოგომ ვიღაცასთან საუბარი გააბა, ყურმილს იქით მოსაუბრეს, გოგო დაბეჯითებით უმტკიცებდა რომ ვიღაც იდიოტი მის საწოლზე წამოგორებულიყო და მშვიდად ეძინა. სანამ აბანოში ვიყავი, ჩემი ადგილი აითვისაო,თან შემოტრიალდა, ძირს დაგდებულ ბიჭს მკაცრი მზერა შეავლო, ყურმილს ჩასძახა, უკვე გაუნთავისუფლებია ჩემი ლოგინიო, ზემოდან გადაალაჯა და იმ საწოლზე დაჯდა სადაც ცოტა ხნის წინ ჩვენს გმირს ტკბილად ეძინა.ისევ გოგოს ააყოლა ქვემდან მზერა, ოთახის ჩუსტები ეცვა, მოკლე ჯინსის შარვალი, თეთრი,მოკლე მაისური, საშუალო სიმაღლის იქნებოდა, პატარა ცხვირი,სისიხლივით წითელი ტუჩები,შავი თვალები, რომლებიც ტუშით უფრო მეტად ჩაეღამებინა. მორჩა როგორც იქნა საუბარს და ბიჭს შეხედა: - მეორედ აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა-სიცივე გაურია ხმაში. - ტელეფონს მათხოვებ? -სალაპარაკო პუნქტი არა მაქვს აქ მე! ბიჭი იატაკზე წამოჯდა,ინტერესით მიაჩერდა, მერე რომელი საათიაო კითხა. -შენი ძილის დროა, იქნებ ცოტა ხნით გაბრძანდე,უნდა გამოვიცვალო. -შენ რომ ტელეფონს არ მთხოვნი?-გაუღიმა გიგამ და მის გვერდით დაჯდა-როკერშა ხარ? ისე ვამპირსაც გავხარ. -ჰოდა დროზე გადი გარეთ სანამ გეცი კისერში! -მოდი, მე მსხვერპლად შეგეწირები,მინდა შენი დუჟმორეული სახე და სისხლიანი ტუჩები დავინახო უკანასკნელად,იქნებ მთვარესაც შეყმუვლო და იავნანასავით ჩამესმას. -მაგრად უბერავ, გადი გარეთ! მერე ერთად წავიდეთ-მოლბა გოგო. -სად მივდივართ?-სწრაფად აძვრა ზედა ლოგინზე-არ ჩამოვიხედავ გეფიცები, მზეთუნახავო-ირონია გაურია ხმაში. გარეთ რომ გავიდნენ უკვე შუაღამე იყო, ციოდა ოდნავ. გოგო უხმოდ მიდიოდა წინ, წითელ თმებს სიო უწეწავდა, ნამდვილ ვამპირს გავდა, შუაღამისას ჰოსტელიდან სანადიროდ გამოსულს. -ნადირობ?-სიჩუმე ბიჭმა დაარღვია პირველად -ჰო, შენისთანა უტვინოებზე. -მე კი მგონია რომ მოგეწონე -აბა რა, ერთი ნახვით შემიყვარდი. -ვამპირებს სიყვარულის ჯერათ? გოგო შემოტრიალდა, ბრაზისგან შეშლოდა სახე -მე სიყვარულმა მაქცია ვამპირად-ხმა უცახცახებდა. -მაპატიე როკერშა-ნიკაპში მოკიდა ხელი და ოდნავ შეეხო მის ტუჩებს-მაპატიე. მის მხრებს რომ შეეხო იგრძნო როგორ თრთოდა გოგო. -წამოდი ბულვარში გავისეირნოთ, ჰო? ქუჩის ხმაურს გამოეყო და მათ ყურებში ახმიანდა რაღაც საშინელი ხმა, თითქოს მუმბერაზი ცხოველი განწირულად ღმუოდა ზღვაში. -ეს რა იყო?-ბიჭს შეშფოთება ჩაუდგა ხმაში -არაფერი, გემია მგონი, ხშირად გამიგონია უკვე.წავიდეთ ბულვარში-ჩურჩულზე გადავიდა გოგო, ბიჭმა სახეში შეხედა და დაინახა გოგო სარკასტულად იღიმებოდა. ქუჩას ორი ადამიანი მიუყვებოდა, წარმოიდგინეთ რომ ზემოდან უყურებთ ამ ყველაფერს, შუაღამე.შემოდგომის სუსხი იგრძნობა უკვე. ერთმანეთს ენაცვლება განათებული და ჩაბნელებული ქუჩების კასკადი. მიუხედავად იმისა რომ ღამეა, ხალხის მოძრაობა არ წყდება,ჯერ კიდევ მრავლად არიან დამსვენებლები, მოუსვენარნი,სიცოცხლით სავსენი,გართობის და დროს ტარების მოყვარულნი, ერთმანეთში ირევა მათი ჟივილი-ხივილი, ქართული, სომხური და ინგლისური, ყველა ბარი ანთია, ყველა კაფე ღიაა, სავსეა დარბაზები, ერთმანეთში არეული სხეულები, მძლავრი რიტმი და მუსიკა. ეს ორი კი თქვენ წარმოიდგინეთ,რაღაც სხვანაირად მიდიოდნენ, არც შეყვარებული წყვილს არ გავდნენ, არც ღამე, გასართობად გამოსულ მეგობრებს, არც ცეკვა უნდოდათ, გვერდს უვლიდნენ კაფე-ბარებს, დისკოთეკებს, გოგო- ოდნავ მაღალ ქუსლებზე შემდგარი, მხრებ აწეული, შიშველ მხრებზე საოცრად წითელი თმებ ჩამოყრილი და მის გვერდით ბიჭი, ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი,ფიქრიანი სახით. ახლა მკვეთრად შემოვატრიალოთ კადრი და წინიდან შევხედოთ მათ: -მოიცადე,მაღაზიაში შევალ-თქვა გიგამ -... გოგოც შეყვა. გამყიდველი, უზარმაზარი ლინზების ზემოდან,დაკვირვებით რომ ათვალიერებს მათ, ცდილობს გამოიცნოს ვინ არიან ერთმანეთის, ირონიულ ღიმილზე ეტყობა რომ უკვე „გამოიცნო“. კმაყოფილი აკანტურებს თავს. აქ მისი სამფლობელოა. - კონიაკი მომეცით, ორი ერთჯერადი ჭიქაც-ოცლარიანი დაუგდო დახლზე გიგამ. დინჯად, ორი წუთის განმავლობაში ასწორებდა ქაღალდის ფულს, გამომცდელად შეყურებდა თვალებში ახალგაზრდებს, ხურდის მოცემის მომენტიც უსასრულობაში გადაიზარდა: - ღამის გათევა თუ გინდათ,თქვენთვის მაქვს ერთი კოხტა ოთახი, ორმოც ლარად მოგაქირავებთ-სულმოუთქმელად ჩაამთავრა. გიგამ ხურდა გამოართვა,არც დაუთვლია,ისე ჩაიყარა ჯიბეში, გოგოს ხელი მაგრად ჩაკიდა და გარეთ გავიდნენ. ბულვარში შევიდნენ. ბიჭმა კონიაკი ჩაასხა ჭიქაში, თითქმის ბოლომდე გაავსო, სულმოუთქმელად გადაკრა. სითბომ დაუარა სხეულში,თვალებში ვარსკვლავებმა იფეთქეს. გოგოს შეხედა ამ დროს,მის წინ ყინულის დედოფალი იდგა. -მეც დამისხი-კბილებიდან გამოცრა. შეუვსო და მიაწოდა. გოგო ნელ ნელა სვამდა, პატარა ყლუპებით, აგემოვნებდა თითქოს, ბიჭს მოწონდა ეს, შეეხარბა თითქოს მისი, ასეთი გემრიელი იყოო?გაიფიქრა,ისევ მოუნდა და თავისთვისაც შეივსო ჭიქა ხელმეორედ. მის წინ ყინულის დედოფალი დნებოდა,გალურჯებული და სიცივე ჩამდგარი ქალის სხეული აფეთქებას იწყებდა. ერთმანეთს უყურებდნენ და იცინოდნენ,თანდათან ხარხარი უტყდებოდათ,გამვლელები გაოცებული აყოლებდნენ მზერას. ისინი კი წინ მიდიოდნენ, თანდათან აკლდებოდა კონიაკის ბოთლს,როცა ძროზე დავიდა,ერთდროულად იგრძნეს,მათ სხეულებში სიცივე აღარ იყო, ახლა იქ სითბო და სიყვარული ჩქეფდა. საათის მანათობელ ციფერბლატს დახედა ბიჭმა, ორი დაწყებულიყო უკვე, გოგოს შეხედა სითბო ჩამდგარ თვალებში, საშინლად მოუნდა მისთვის ეკოცნა ახლა, სისხლივით წითელ ტუჩებში ეკოცნა. -ველოსიპედით გავისეირნოთ გინდა?-კითხა,მხრებზე მოხვია ხელი. „ორ საათზე მივდივართო“ -გამქირავებელმა, „ნახევარ საათში მოგიყვანთო“-გიგამ. ორი ველოსიპედი აიღეს. ქარებივით მიქროდნენ წინ, ბიჭი გოგოს გახედავდა ხოლმე, თმები უფრიალებდა უკან, თვალები უბრწყინავდა,გამატარეო უყვიროდა ბიჭს, ასე ჯობდაო-გულში ფიქრობდა ბიჭი, ზუსტად ეს გვჭირდებოდაო ახლა და მეტი არაფერი. როცა საშინლად დაღლილები,ერთმანეთზე მიხუტებულები ძლივს მილასლასებდნენ სასტუმროსკენ,ორივე მიხვდა, ბედნიერები იყვნენ იმ წამს. -რამდენი წლის ხარ?-პირველი კითხვა დაუსვა ბიჭმა -ცხრამეტის. გაუხდელად მიეგდო ლოგინზე და ჩაეძინა ბიჭს. როცა გოგო აბაზანიდან გამოვიდა, დაინახა ბიჭს ისევ მის საწოლზე ეძინა. ჩვეულმა, სარკასტულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ამ დროს კი ჰოსტელში სიცოცხლე დუღდა, ზემოთ , ვერანდაზე ასული დამსვენებლების ხმაური ჩამოდიოდა ოთახამდე. ახლა ჩვენი გმირები დაიძინებენ, ისევ კადრი ზემოდან: განათებული,პატარა ჰოსტელი, დაკლაკნილი სილუეტებით, მუსიკის გამაყრუებელი გუგუნით და მის ირგვლივ სრული სიბნელე. ეძინა ქალაქს. ღამის ხმაური აღვიძებდა ხოლმე გიგას. ხან ვიღაც სიშლეგემდე მთვრალი გოგო შემოაბოტებდა ოთახში, დააკვირდებოდა მათ საწოლს, ჩაიქირქილებდა, თავის ქნევით დავარდებოდა თავის საწოლზე, ხან კიდევ მისი ვნებააშლილი შეყვარებული (თუ რაც გინდათ, ის დაარქვით,იმ დღეს გაიცნო იქვე) მიუწვებოდა უკვე გათიშულ ქალს, მერე ისევ ფორთხვით გადიოდა გარეთ ახალი ულუფის მისაღებად. ტუალეტის კარების მიკეტვის ხმა, ვიღაცას აწყინა და თვალებგადმოკარკლული, ოხვრით,უშვერი სიტყვებით აგინებდა ყველას და ყველაფერს, ტვინის აფეთქებამდე, ბოლომდე აწეული მუსიკა, ხალხის ღრიანცელისადღაც ზემოთ.კიდევ ერთი რამ იყო: როგორია, გრძნობდე გვერდით ქალიშვილის,თითქმის შიშველ, ნაზ სხეულს.. წითურთმიანი ნებივრად გახვეულიყო თავისივე საბანში. მისი ცხელი ზურგი წვავდა, ოდნავ გრილ მკლავებზე ადებდა ტუჩებს, მას კი ტკბილად ეძინა, კრუტუნებდა ძილში. „რა კარგი ვქენი, აქ რომ წამოვედიო“-გაიფიქრებდა, დახედავდა ამ დროს გოგოს, აკოცებდა და ეხუტებოდა დაწყნარებული. გვიან გაეღვიძა. იგრძნო რაღაც აკლდა, ოთახში აღარავინ იყო. წუხანდელი თითქოს კოშმარი იყო მხოლოდ. სასტუმროს მენეჯერმა გოგომ შემოიხედა ოთახში, მრავლისმთქმელად ჩაუკრა თვალი: -ერთი წამით!-დაადევნა გიგამ. -გისმენ. -ის გოგო სადაა, აი, ამ საწოლზე რომმ... -ენა დაება. -სანაპიროზე გავდივარო, დილით მითხრა. ისე თქვენ არ გვკადრულობთ, მთელი ღამეები დისკოთეკები გვაქვს, სმა, ცეკვა... ყური აღარ დაუგდია. მისი მობილურის ნომერი მაინც ვიცოდეო, გაიფიქრა. იცვამდა და ფიქრობდ,ა სად ეპოვნა. დიდხანს დადიოდა პლიაჟზე, მერე ქალაქში, მერე ისევ პლაჟზე. სასურველ წითურ არსებას ვერსად მოკრა თვალი. ჰოსტელში სამჯერ შეიარა. ვერ იპოვა. ბინდი ნელ_ ნელა მოედო ქალაქს. ეს მისი მეორე და ბოლო ღამე იყო ბათუმში. დილით თბილისში ბრუნდებოდა. საშინლად მოუნდა ზღვის ტალღებში შესულიყო ახლა. კიდევ ერთხელ განეცადა და დამტკბარიყო მისით. სულ ოდნავ ცრიდა წვიმა. სანაპიროზე უკვე აღარავინ დარჩენილიყო. მხოლოდ ერთი გოგო იჯდა მისგან ზურგშექცევით. წითელი თმა ჩამოყროდა მხრებზე. მობუზული იჯდა და გაცქეროდა შორეთს. ნელ-ნელა იწყებდნენ ტალღები ღელვას. გვერდით მიუჯდა: -გეძებდი -იცი, დღეს დილით სარკეში ვიხედებოდი-უთხრა მან -მერე? -იქ ჩემი თავი დავინახე-პაუზა გააკეთა და გააგრძელა-ადრე არ ვჩანდი. გესმის? -მესმის, ჰო-მხრებზე მოხვია ხელი და მიიხუტა. -მაკოცე-უთხრა გოგომ. ბიჭი წამოდგა, გახდა დაიწყო. სურვილი ებრძოდა ნებისყოფას. -გამარჯვების შემდეგ მოპოვებული უფრო ტკბილია-უთხრა და თავზე ხელი გადაუსვა, თვალები დაუკოცნა. ტუში გათხაპნოდა, წვიმის წვეთები გზას იკვალავდნენ სახეზე. -ყოველთვის მინდოდა, შემეცურა ზღვაში, ასეთ ამინდში. შორს გავსულიყავი, მაგრამ ვერ ვბედავდი.მეშინოდა... -შენ ახლა გააკეთებ ამას. გაუღიმა. ნელა შევიდა. ცივი იყო წყალი. გახურებულ ტანზე ეღვრებოდა წვიმა. უკვე ყელამდე იყო და ტალღები ევლებოდნენ თავზე. სწრაფი მხარულით მიცურავდა წინ,ხანდახან ყვინთვასაც შეურევდა, თავს აქეთ-იქეთ ხშირ-ხშირად ატრიალებდა,იცოდა ფრთხილად უნდა ყოფდილიყო,ნებისმიერ ტალღაში შეიძლებოდა სიკვდილი ყოფილიყო ჩაბუდებული. მისდა გასაკვირად ისე გავიდა ტივტივებამდე. პრობლემა არ შექმნია. გავიდა და გაოგნებული შედგა,უზარმაზარ მორევში იყო თითქოს,თავად სადღაც ამ მორევის შუაგულში გაჩხერილიყო. მიხვდა უკან დაბრუნების დრო დადგა, ნაპირისკენ გააპარა მზერა, ბუნდოვნად ჩანდა გოგოს მოხაზულობა, ხელებს იქნევდა,რაღაცას უყვიროდა,მას კი არაფერი ესმოდა წყლის ხმაურში. ეს გოგო მისი გადარჩენა იყო ან დაღუპვა. გული მოეცა და მძლავრად გაცურა მისკენ. მზერა გააშეშა გოგოზე და ეს მზერა თითქოს ნელა, კადრებად მიიწევდა მიზნისკენ. უცებ იხულვა ირგვლივ, ციდან ჩამოფრინდნენ ტალღები და ალყა შემოარტყეს ელვისებურად.ამას ნამდვილად არ ელოდა. აამუშავა სწრაფად მკლავები და ჩაება უთანასწორო ბრძოლაში. ერთი დარტყმით გაარღვია მის წინ მდგომი ტალღა,ნელ_ ნელა იკაფავდა გზას,ნაპირისკენ მიიწევდა, ფეხქვეშ მიწას იგრძნობდა, იცოდა და დამშვიდდებოდა. მიაღწია კიდეც,დაეყრდნო და იმედი მიეცა.ცივი და მძლავრი იყვნენ ტალღები,თითქოს მხოლოდ იმისთვის იყვნენ შექმნილნი, რომ დაჯახებოდნენ,წაელეკათ. მიწას დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა არაქათგამოცლილი, გულში ზეიმობდა გამარჯვებას.უკნიდან მძლავრად ჩაარტყა ზურგში უზარმაზარმა ტალღამ, ისევ წყლისკენ წაითრია,მიხვდა ძალები ელეოდა...
დასასრული გაიბრძოლა,მაგრამ მეორე ტალღა მოხვდა და ჩააყურყუმელავა წყალში. მლაშე გემო იგრძნო პირში. ცხვირი და ყურები ევსებოდა. ამოყვირება სცადა, მაგრამ კიდევ ერთი ტალღა დაეტაკა და დაითრია ფსკერისკენ. სანამ გონებას დაკარგავდა, გაიფიქრა „ღირდაო კი აქ შემოსვლა ახლა?“
დასასრული გაიბრძოლა უკანასკნელად, უკნიდან წამოსული ტალღა შეეხეთქა და მძლავრად მოისროლა ნაპირისკენ. ფეხქვეშ ისევ იგრძნო მიწა, მიხვდა გადარჩა, ეს საოცარი გრძნობა იყო. ხელებში შეაწყდა სიხარულისგან აკივლებამდე მისულ გოგოს, მისი ყვირილი ჩაესმოდა ყურში :“შენ გაიმარჯვე, გესმის? შენ გაიმარჯვე!“ მყარად იგრძნო ზურგით ხმელეთი,გაღიმება სცადა, მერე გოგოს ცხელი ტუჩები იგრძნო, მიხვდა კოცნის თავიც არ ქონდა. სახეში შეხედა და ძლივს ამოილუღლუღა: „რა გქვიაო,მითხარი“.
P.S: აქ დავასრულე ეს ამბავი. მკითხველი თავად გადაწყვეტს დასასრულის რომელი ვარიანტი აირჩიოს. ასე არაა მკითხველო?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. სასიამოვნოდ წასაკითხი მოთხრობაა. ასე უშუალოდ, მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა, ბუნებით რომანტიკოსი, მგრძნობიარე, შეყვარებული ბიჭები წერენ.
“შენ გაიმარჯვე, გესმის? შენ გაიმარჯვე!“ მყარად იგრძნო ზურგით ხმელეთი,გაღიმება სცადა, მერე გოგოს ცხელი ტუჩები იგრძნო, მიხვდა კოცნის თავიც არ ქონდა. სახეში შეხედა და ძლივს ამოილუღლუღა: „რა გქვიაო,მითხარი“.
ეს, ის შემთხვევაა, როცა დასასრული "ჰეფი ენდით" სულაც არ მეჩვენება ბანალურად. წარმატებები და სიკეთე ავტორს! :)
სასიამოვნოდ წასაკითხი მოთხრობაა. ასე უშუალოდ, მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა, ბუნებით რომანტიკოსი, მგრძნობიარე, შეყვარებული ბიჭები წერენ.
“შენ გაიმარჯვე, გესმის? შენ გაიმარჯვე!“ მყარად იგრძნო ზურგით ხმელეთი,გაღიმება სცადა, მერე გოგოს ცხელი ტუჩები იგრძნო, მიხვდა კოცნის თავიც არ ქონდა. სახეში შეხედა და ძლივს ამოილუღლუღა: „რა გქვიაო,მითხარი“.
ეს, ის შემთხვევაა, როცა დასასრული "ჰეფი ენდით" სულაც არ მეჩვენება ბანალურად. წარმატებები და სიკეთე ავტორს! :)
5. გადასვლა იყო იმდენად მოულოდნელი, სიცილმა ამიტანა: ) (მოტყებული რჩები ფაქტობრივად) გაგიკვირდება და კიდევ, "კადრი ზემოდან" მომეწონა. შენგან კარგი რეჟისორიც დადგება, სულ ფილმივით გადამირბინა ყველაფერმა და ბოლოს,დასასრულ(ებ)თან ლამის ,,მატოოოოორ" ჩამესმა. რაც შეეხება მსგავსებას, რა გითხრა აბა,ბატონო ჩემო... სარკეში ცისფერი თვალებით ვიხედები და სულ სხვადასხვა "მეს" ვხედავ. პ.ს. მეორე დასასრული ჯობია.აუცილებელი არაა ტრაგიკულად დასრულდეს
პატივისცემით სასტიკი და ამპარტავანი სირინოზი:დ გადასვლა იყო იმდენად მოულოდნელი, სიცილმა ამიტანა: ) (მოტყებული რჩები ფაქტობრივად) გაგიკვირდება და კიდევ, "კადრი ზემოდან" მომეწონა. შენგან კარგი რეჟისორიც დადგება, სულ ფილმივით გადამირბინა ყველაფერმა და ბოლოს,დასასრულ(ებ)თან ლამის ,,მატოოოოორ" ჩამესმა. რაც შეეხება მსგავსებას, რა გითხრა აბა,ბატონო ჩემო... სარკეში ცისფერი თვალებით ვიხედები და სულ სხვადასხვა "მეს" ვხედავ. პ.ს. მეორე დასასრული ჯობია.აუცილებელი არაა ტრაგიკულად დასრულდეს
პატივისცემით სასტიკი და ამპარტავანი სირინოზი:დ
4. გაიხარე... ისეთი ინტერესით წავიკითხე, რომ... 55555555555555555 გაიხარე... ისეთი ინტერესით წავიკითხე, რომ... 55555555555555555
3. დასასრული ? მეორე მომეწონა, თან ძალიან მომეწონა, დღეს ადამიანს არ რჩება იმდენი დრო ,წაკითხულზე ფიქრი მეორე დღეს გააგრძელოს, , მე მესიამოვნა ,რომ კეთილი ზღაპარივით მთავრდება. მეორე დასასრულს ვგულისხმობ,კარგი უნდა იფიქრო ყოველთვის და მუხტიც დადებითი მოვა!
დასასრული ? მეორე მომეწონა, თან ძალიან მომეწონა, დღეს ადამიანს არ რჩება იმდენი დრო ,წაკითხულზე ფიქრი მეორე დღეს გააგრძელოს, , მე მესიამოვნა ,რომ კეთილი ზღაპარივით მთავრდება. მეორე დასასრულს ვგულისხმობ,კარგი უნდა იფიქრო ყოველთვის და მუხტიც დადებითი მოვა!
2. კარგი დასწყისი, საინტერესოდ გადახვედი მოულოდნელი იყო ნამდვილად:)
დასასრულს რაც შეეხება არჩევანზე თუა პირველი ჯობია, საფიქრალს ტოვებს მეტს და უფრო ახლოა ლოგიკურადაც.
"-გეძებდი -იცი, დღეს დილით სარკეში ვიხედებოდი-უთხრა მან -მერე? -იქ ჩემი თავი დავინახე-პაუზა გააკეთა და გააგრძელა-ადრე არ ვჩანდი. გესმის?"-აი ეს კაი რამეა მაგრამ აქამდე სანამ მივა თხრობა ანუ ამ მომენტამდე, ცოტა მეტი მისტიკა და ამბები მაგრად მოუხდებოდა ნაწერს ია ტაკ დუმაიუ რომ ეს კონკრეტული მომენტი გამართლდეს:)
მთლიანობაში მომეწონა ალაგ-ალაგ კორექტურებია და გადახედე:)
ვოტ ტაკ
კარგი დასწყისი, საინტერესოდ გადახვედი მოულოდნელი იყო ნამდვილად:)
დასასრულს რაც შეეხება არჩევანზე თუა პირველი ჯობია, საფიქრალს ტოვებს მეტს და უფრო ახლოა ლოგიკურადაც.
"-გეძებდი -იცი, დღეს დილით სარკეში ვიხედებოდი-უთხრა მან -მერე? -იქ ჩემი თავი დავინახე-პაუზა გააკეთა და გააგრძელა-ადრე არ ვჩანდი. გესმის?"-აი ეს კაი რამეა მაგრამ აქამდე სანამ მივა თხრობა ანუ ამ მომენტამდე, ცოტა მეტი მისტიკა და ამბები მაგრად მოუხდებოდა ნაწერს ია ტაკ დუმაიუ რომ ეს კონკრეტული მომენტი გამართლდეს:)
მთლიანობაში მომეწონა ალაგ-ალაგ კორექტურებია და გადახედე:)
ვოტ ტაკ
1. ეს ხომ იდო? ეს ხომ იდო?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|