ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2011


ზედა – ტანი (ერთდროულად)

რა შუაშია ასაკი ახლა?
ანდა საერთოდ...
ადამიანად უნდა დაიბადო...
ვერ გახდები...
სხვისთვის მიუწვდომ
სიხარულით
გული ამევსო.
დავხეტიალობ ქუჩა–ქუჩა
ისევ ეულად,
გვირილებად კი
მზე ჩამოსულა
დედამიწაზე,
რომ ჩემს ძარღვებში
იდინოს სისხლად...
მე მეშინია მზეს ჩემსავით
სხვაც არ უყვარდეს...
მზის შვილი ვარ და
პირი–მზე მქვია...
დავხეტიალობ ფიქრების ტევრში,
დამაქვს სხეულით უმიზეზო ბედნიერება
და არ მადარდებს დარი, ავდარი...
მე იასამნის ფერი მაქვს
ზედა–ტანი...
და ვგავარ კიდეც იასამანს –
ერთდროულად ბავშვიც ვარ,
ქალიც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები