 | ავტორი: გრენუი ჟანრი: პოეზია 15 ოქტომბერი, 2011 |
ჩვენ მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობთ, როცა არ ვცხოვრობთ. მეტერლინკი
მან სრულიად შემთხვევით, რაღაცის მოლოდინში მყოფმა, საშოდან რომელიც იყო წითელი და საიდანაც აფრქვევდა არამიწიერ სურნელს, უკეთილშობილეს ბორგვაში., დაძრა ნაშიერი რომელმაც განვლო მილიონობით, საიდუმლო-ბლანტი საფეხურები, და გრძნობა პირველი ეს იყო სევდა წარსულში ჩადენილი უცნობი დანაშაულისა. და სწორედ იმ უხილავმა ორკესტრებმა უწყიან, რომ თითქოს ვიღაც ჩვენ სასიცოცხლო ნადიმზე, უყოყმანოდ, ხისტად მომზირალი გვზაფრავს, რომ გონმიუწვდომელი ჟესტით დააბიჯებს, ჩვენ ღრიალსა და შეძახილებში. რომ წუხილთა რეზერვუარის ყდა სქელია ყველაზე და გადაბმულად რეკდა ტელეფონი. რომ მან დაბადებიდან დაიწყო გახრწნა და თევზის სიფრიფანა ფხები ჩაიწნა თმებში, მისი სახე, იყო ქარიშხალი - და გრძნობა მორეული შეექცეოდა სიჩუმეს, როგორც ზეთისხილის მსუბუქ მარცვლებს. რომ ირგვლივ კედლებს., თუ დერეფნებს თუ იპოდრომებს თუ უნივერმაღებსაც კი არ აქვთ თანამოაზრის სახე.
გაზაფხული ზაფხული შემოდგომა ზამთარი და ისევ გაზაფხული.
სიცოცხლე ეს შეკეცილ-შემოკლებული წინასიტყვაობა ფიზიკურია ტკივილია მხოლოდ და ჩვენ როგორც ჭიანჭველების განმარტოებული რაზმი დუმილის წამახულ კუთხეებსა და წვეროებში, დავცოცავთ თავდავიწყებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ..
და ჩვენ როგორც ჭიანჭველების განმარტოებული რაზმი... ..
და ჩვენ როგორც ჭიანჭველების განმარტოებული რაზმი...
2. ეეე.. სემ :-* გამიხარდა მე "გრენუი" რომ დავინახე ახლა.. მეძინება სასტიკად და ლექსს მერე წავიკითხავ..
აუ რა კარგია : )) მომენატრე მაგრად.. ეეე.. სემ :-* გამიხარდა მე "გრენუი" რომ დავინახე ახლა.. მეძინება სასტიკად და ლექსს მერე წავიკითხავ..
აუ რა კარგია : )) მომენატრე მაგრად..
1. სემუელ,როგორ გამიხარდით დღეს:-* ლექსზე იცი ჩემი აზრი.. სემუელ,როგორ გამიხარდით დღეს:-* ლექსზე იცი ჩემი აზრი..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|