ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

==მ ო ს ა წ ვ ე ვ ი ==

ქარი ხელებდატვირთული
ზამთრის მარაგს ეზიდება,
ცის ლურჯ სხვენში ასაწყობებს.
მანამდე კი, მიყოლებით აკინძული,
ნედლი ღრუბელ-ასხმულები
გასაშრობად გადმოჰკიდეს
ხეივნების მაღალ ღობეს.
შემოდგომაა.
ყვითლად დაბინდდა.

უშენობაში_დასაზეთი ანჯამებივით აღრჭიალდნენ
გულ-ხიჭვ-ეჭვები.
ხანდახან,მოდი და მესაუბრე ,
ისევე როგორც,
გარდაცვლილი მეგობრების, ნათესავების _
გადიდებულ სურათებთან იტყვიან უხმოდ.
მოდი და ისე, რომ ჩავთვალო _
„ლოდინად ღირდა.“
თორემ, ხომ იცი, უშენსიტყვოდ-
მავანთა სიტყვას მეტი  ექო აქვს-
ტაფობიდან ამოძახილის.
სიცარიელე, სიცივეა.

რა უნდა გითხრა?!
როცა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩემთან ხდება-
ქალაქის ლითონ _ ჟირაფებზე
(დამსერავი ჰორიზონტების)
დაკვირვებაა შუშაბანდიდან.
ცაც კი ისეთი  უქონელია და უპოვარი-
რომ სულის იქით,  ერთი სულიც არ აბადია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები